სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
გრიგოლ ბიჩინაშვილი 1958-01/09/93წწ გარდ. ეშერა აფხაზეთი დაბ. თიანეთი გრიგოლ ბიჩინაშვილი 1958-01/09/93წწ გარდ. ეშერა აფხაზეთი დაბ. თიანეთი

1958-1993 წწ. გარდ. 35 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ბიჩინაშვილი სია

თიანეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

60       ბეჭდვა

გრიგოლ ბიჩინაშვილი 1958-01/09/93წწ გარდ. ეშერა აფხაზეთი დაბ. თიანეთი

გრიგოლ ბიჩინაშვილი ოთრის ძე დაიბადა 09 მაისი 1958 წელს გარდაიცვალა 01 სექტემბერი 1993 წელი


„სამასი არაგველის შთამომავალნი ვართ, შუაფხოდან, არაგვისპირელები“, – ამით ძალიან ამაყობდა ჩემი გრიშა და არცა სტყუოდა. განა პაპამისი,რომლის სახელი ერქვა, ასევე გმირულად არ დაეცა ამ ორმოცდაათი წლის წინათ ქერჩთან, – თქვა ბატონმა ოთარმა და თავი ჩაქინდრა. ძნელი იყო მისთვის,ოცდათოთხმეტი წლის ვაჟკაცის დამკარგავი მამისათვის, შვილზე საუბარი, მაგრამ მასპინძელი იყო და თავს იმაგრებდა.


დედა კი, ქალბატონი მედეა, ცრემლებს ვერ მალავდა და თავისი სათაყვანებელი ვაჟის ფოტოსურათებს სასოებით მიჩვენებდა. – ჩემი გრიშა თბილისელია, აქ დაიბადა, აქ სწავლობდა 119-ე საშუალო სკოლაში. წარმატებით დაამთავრა პოლიტექნიკური ინსტიტუტი, მამასავით მშენებელი ინჟინერი გახდა.მუშაობაც დაიწყო. ახლა როგორი განათლებული იყო! გატაცებით სწავლობდა  საქართველოს, საბერძნეთის, რომის ისტორიას. უყვარდა ხელოვნება, მუსიკა.


სულ ახალგაზრდამ თითქოს ყველაფერი მოასწრო.

სტუდენტი იყო, ცოლი რომ შეირთო. ქალი მოიტაცა, ისე უყვარდა. იცით,რა ლამაზია ჩემი რძალი, ნაადრევად რომ დამიქვრივა? დინარა ახლა სამსახურშია, ექიმი გახლავთ. ოქროსავით ქალ-ვაჟი დაგვიტოვა, რვა წლის ნია და ხუთი წლის თენგიზი.

– ნია, გამოდი, ბებო, გასძახა მეორე ოთახში მოფუსფუსე პატარას.

ისიც შემოვიდა, მშვენიერი გოგონა, გრძნობდა რომ მამამისზე ვსაუბრობდით და სევდიანი თვალებით შეხედა ბებიას. ჩემს შეკითხვაზე, მოკრძალებით მიპასუხა: მესამე კლასში ვარო და ოთახიდან მალევე გავიდა. ძალიან მიჭირდა ამ ოჯახში მოსვლა. მათი დიდი მწუხარების გაზიარება,მაგრამ აქ. ისეთი მშვიდი ატმოსფერო შევიგრძენი, ისეთი პატრიოტული სულისკვეთება რომ თამამად შემიძლია ვთქვა: დიახ, ასეთ ოჯახებში იზრდებიან ნამდვილი გმირები, სამშობლოსათვის თავდადებულნი! 

გრიგოლ ბიჩინაშვილი სტუდენტობის წლებში ჩაება ეროვნულ მოძრაობაში. როგორც ეროვნულ-დე მოკრატიული პარტიის წევრი, მუდამ გვერდში ედგა გიორგი ჭანტურიას, მონაწილეობდა ყველა მნიშვნელოვან შეკრებასა თუ აქციაში.

1992 წლის I4 აგვისტოს აფხაზეთში ჩვენს გვარდიელებს აფსუა ექსტრემისტებმა ბრძოლა რომ გაუმართეს, გრიშა თავის ცოლ-შვილთან ერთად აგარაკზე იმყოფებოდა თიანეთის რაიონის სოფელ სიმონიანთხევში. მეორე დღესვე თბილისში ჩამოვიდა და მეგობრებთან ერთად სოხუმში გადაფრინდა. მივიდა გია ყარყარაშვილთან და ჩვენს გვარდიელებთან ერთად, უკვე 18 აგვისტოდან ბრძოლაში ჩაება. იგი ხომ ლეიტენანტი იყო, სნაიპერი.

1 სექტემბერს ერთ-ერთ ბრძოლისას ეშერასთან ქართველი გვარდიელები,

რომელთა რიგებში გრიგოლ ბიჩინაშვილიც იბრძოდა, შეტევაზე გადავიდნენ.

მამა იოთამ (ოთარი) ბიჩინაშვილი გარდაიცვალა 77 წლის

ლაშა ქურასბედიანი 1971-1993წწ გარდ. 22 წლის ეშერა, აფხაზეთი დაბ. სოფ. ხოფური, ლენტეხი სვანეთი

დილის ოთხი საათი იყო. ქართველებმა უდანაკარგოდ წაიწიეს წინ და სკოლის შენობაში გამაგრდნენ. მაგრამ სულ მალე მოწინააღმდეგემ მათ ყოველი მხრიდან სროლა აუტეხა. სიბნელის გამო, ძნელი იყო მტერ-მოყვარის გარჩევა. ქართვე–გვარდიელები უმისამართოდ ისროდნენ, მოწინააღმდეგის სნაიპერები კი ახერხებდნენ მიზანში მოხვედრას. მათ მოკლეს გრიშას თანამებრძოლი ლაშა ქურასბედიანი. გრიშა ბარძაყში დაიჭრა, მაგრამ სროლა არ შეუწყვეტია, მეორე ტყვია ფეხში მოხვდა, გამწარებული ისევ ისროდა, ამით მტერს სკოლის შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდა. მძიმედ დაჭრილს, მტრის სნაიპერმა ახლა მესამე ტყვია მხარში მოარტყა და... იგი იძულებული იყო სროლა შეეწყვიტა. თანამებრძოლმა გოჩა მაჭავარიანმა დაჭრილი ტყვიის წვიმაში ბრძოლის ველიდან გამოიყვანა და სკოლის შენობაში შეაფარა, მაგრამ მას დიდხანს არ უცოცხლია.

„ _ ასე გმირულად შესწირა თავისი სიცოცხლე გრიგოლ ბიჩინაშვილმა სამშობლო ქვეყნის თავისუფლებასა და ერთიანობას. მისი ცხედარი მეგობრებმა თბილისში ჩამოასვენეს და თავისი პარტიის წევრებთან ლაშა ქურასბედიანთან და დავით რაზმაძესთან ერთად ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.

ღმერთმა ნათელში გამყოფოთ!




სტენდი გააკეთა  ზურაბ აფციაურმა დაბ თიანეთი


ინფორმაციის მოძიებაში მოგვეხმარა ხვიჩა უშიკიშვილი ვეტერანი დაბ. სოფ. ხოფცა თიანეთი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 26.06.2021
ბოლო რედაქტირება 15.02.2023
სულ რედაქტირებულია 5





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0