სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ვეფხია ბიჩინაშვილი 1959-92წწ გარდ. 33 წლის სოფ. ავნევი, სამაჩაბლო დაბ. თიანეთი ვეფხია ბიჩინაშვილი 1959-92წწ გარდ. 33 წლის სოფ. ავნევი, სამაჩაბლო დაბ. თიანეთი

1959-1992 წწ. გარდ. 33 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ბიჩინაშვილი სია

თიანეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

9       ბეჭდვა

ვეფხია ბიჩინაშვილი 1959-92წწ გარდ. 33 წლის სოფ. ავნევი, სამაჩაბლო დაბ. თიანეთი

(ს/ნ 2054) საქართველოს შინაგანი ჯარი. საპატრულო პოლკი.  კაპიტანი ვეფხია ბიჩინაშვილი

გლდანის მემორიალის სრული სია გადადი ლინკზე


საფლავის ფოტო მოგვაწოდა მარინა ნაჭყებიამ

მომავალი წლის მაისში შვებულება უნდა აგვეღო და წავსულიყავით სვანეთში დასასვენებლად. აღარ დაგვაცალეს. 13 აგვისტოს ოსმა ბანდიტებმა წამებით სიცოცხლეს გამოასალმეს ვეფხია ბიჩინაშვილი. მან მხოლოდ 33 გაზაფხულის ნახვა მოასწრო. მისი ლამაზი სიცოცხლე შეეწირა სამშობლოს თავისუფლებისათვის ბრძოლას, იგი მოკლეს სამაჩაბლოში თავისი ოცეულის ჯარისკაცთან ერთად. მისი სიკვდილით ბევრი დავკარგეთ ყველამ: მშობლებმა შესანიშნავი და სასახელო შვილი, სამშობლომ – ერთგული და თავდადებული დამცველი. შვილებმა – საყვარელი მამა, მეუღლემ – შესანიშნავი ქმარი,ამხანაგ-მეგობრებმა – უშიშარი თანამებრძოლი, ქართულმა ჯარმა – საუკეთესო ოფიცერი. მე კი, საყვარელი ძმადნაფიცი.




მიმდინარე წლის 13 ივლისს ჩაგვიყვანეს. სამაჩაბლოში. მე ვმსახურობ თავდაცვის სამინისტროს განსაკუთრებული დანიშნულების ბატალიონში. ვეფხია მსახურობდა შინაგანი ჯარების საპატრულო პოლკში. სოფელ ნიქოზში ყველანი ერთად ვიდექით სამი დღე. შემდეგ დაგვანაწილეს სხვადასხვა სოფლებში. 14 აგვისტოს ხმა დაირხა, წუხელ შუა ღამეზე შინაგანი ჯარების ექვსი ჯარისკაცი დახოცესო ოსებმა. იმ წუთში ჩემს ამხანაგს შევჩიელე, „ბიჭო, ვეფხია არ იყოს-მეთქი“, გული მიგრძნობდა, რომ ერთ-ერთი დაღუპული ვეფხია იქნებოდა. იმავე ღამეს ტელევიზიით ითქვა დაზუსტებით. პირველი ვეფხვია გამოაცხადეს. სხვები უკვე ვეღარ გავიგონე.


გული შემღონებია და ტელევიზორის წინ დავცემულვარ. ეს იყო უდიდესი  ტრავმა, ჩემი ყველაზე დიდი უბედურება – დავკარგე ყველაზე უკეთესი ძმა ვეფხია, იყო რაღაც საოცრად გამორჩეული. ყველაზე უფრო ადრე ჩვენ გავუგეთ ერთმანეთს და ძმობა შევფიცეთ. მრავალი გეგმა გვქონდა დასახული. არაფერი დაგვცალდა, მისი საფიქრალი მხოლოდ ერთი იყო – სამშობლოს თავისუფლება, ნეტავ მოსწრებულიყო მაინც და საფლავში არ ჩაჰყოლოდა ჯავრი.13 აგვისტო იყო მისი ბოლო გაბრძოლება.


სტენდი გააკეთა  ზურაბ აფციაურმა დაბ თიანეთი

ინფორმაციის მოძიებაში მოგვეხმარა ხვიჩა უშიკიშვილი ვეტერანი დაბ. სოფ. ხოფცა თიანეთი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 26.06.2021
ბოლო რედაქტირება 30.12.2022
სულ რედაქტირებულია 7





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0