დაიბადა ყოფილი ცხინვალის რაიონის სოფელ ვანათში (ჯოჯიაანთ უბანში) 1966 წლის 13 აპრილს. მერაბს მამა 1983 წელს გარდაეცვალა. ჰყავს დედა ანო ჯოჯიშვილი, ძმა, რძალი და შვილი – პატარა მერაბი, რომელიც მის დაღუპვის დღეს დაიბადა. აგრეთვე ჰყავს ორი და.მერაბმა 1983 წელს დაამთავრა ვანათის საშუალო სკოლა. გამოირჩეოდა მაღალი დისციპლინით. 1984 წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში,“ სადაც. საქმის დიღი ერთგულება და უფროსების ნდობა დაიმსახურა. ამას მოწმობს მის სახელზე მოსული მადლობის ბარათები.
1986 წელს მერაბი სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ სწავლას აგრძელებს თბილისის # 62 პროფსასწავლებელში, შემდეგ მუშაობას აგრძელებს ისევ თბილისში.
1989 წელს დაიწყო ბრძოლა ქართველებსა და ოსებს შორის. მერაბი უბრუნდება მშობლიურ კუთხეს, რათა თავი არ დაზოგოს საქართველოს ერთიანობისათვის. და ასეც ხდება. ყოველ სკოლაში ის ყოველთვის წინა ხაზზეა, ამას ადასტურებენ მისი მეგობრები. მერაბი სოფლის დიდი იმედი იყო. როდესაც სოფელს დაესხნენ, მტერს მერაბიც ავტომატმომარჯვებული· დაუხვლა, თავს არ ზოგავდა. ის ოსმა ბოევიკებმა მოიმწყვდიეს ალყაში და ავტომატის ჯერით გულ-მკერდი შეუნგრიეს, მაგრამ მაინც არ ეცემოდა, სანამ თვითონაც არ დასცალა ავტომატი. ამას ამბობენ მასთან მყოფი გადარჩენილი ბიჭები. მასთან ერთად დაიღუპა მისი ტოლი და კლასელი სიმონ ხადური, ისინი ჭირშიც და. ლხინშიც სულ ერთად იყვნენ. ასე დასრულდა ხანმოკლე სიცოცხლე მერაბ ჯოჯიშვილისა 1992 წლის 8 აპრილს.