საავადმყოფოში დაჭრილი რომ მოგიყვანეს, ექიმს უთქვამს, ერთი წუთი თუ იცოცხლა, გადავარჩენო, მაგრამ ის წუთიც არ გაიმეტა სიცოცხლემ და საზარელმა სიკვდილმა მიიბარა შენი სული – ბავშვური და წმინდა, მაგრამ შენს შვილებს ერთი იმედიღა დარჩათ – მათი მამა სამშობლოსათვის, ხალხისათვის, თავისი მიწისათვის და პატარა სოფლისათვის, ვანათისათვის ბრძოლაში დაიღუპა.
18 თებერვალს 34 წელი შეგისრულდება, მაგრამ ჩვენს ხსოვნას, ახლობლებს მუდამ 28 წლის სიცოცხლით სავსე, ამ ცხოვრებაზე შეყვარებული გია ჯოჯიშვილი გვახსოვს. წლები იმქვეყნად გემატება მხოლოდ. ამქვეყნად კი ცხოვრების მკაცრი კანონები ბატონობს.
28 წელი უკანასკნელი აღმოჩნდა შენთვის, მამულისა და საკუთარი სამშობლოს სიყვარულით გ ულანთებულო ვაჟკაცო, ოსურ-ქართული კონფლიქტის მსხვერპლო.