მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-5 ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"
დიონ შალვას ძე ჭითანავა დაიბადა 1937 წლის 10 დეკემბერს გულრიფშის რაიონის სოფელ ვარჩეში. მუშაობდა გულრიფშის სატყეო მეურნეობაში.
დიონ ჭითანავა აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს,ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონში. აქტიური მეომარი თანამებრძოლებს შორის კარგი ავტორიტეტით სარგებლობდა,მეთაურთა ბრძანებებს პირნათლად ასრულებდა.
დიონ ჭითანავა დაიღუპა 1993 წლის 29 სექტემბერს, სოფელ კინდღის მისადგომებთან. დაკრძალულია სოფელ კინდღში.
დიონ ჭითანავას დარჩა მეუღლე და ხუთი შვილი.