სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12295

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
სიმონ ხადური გარდ. 1992წწ სამაჩაბლო დაბ. ცხინვალი სიმონ ხადური გარდ. 1992წწ სამაჩაბლო დაბ. ცხინვალი
ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი ხადური სია

ცხინვალი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

118       ბეჭდვა

სიმონ ხადური გარდ. 1992წწ სამაჩაბლო დაბ. ცხინვალი

    ტირილითა და გოდებით შეეგებებიან დედმამიშვილები და ახლობლები 16 ივნისს,  ... შენს საფლავზე, კვლავ მოიწვევენ შენს მეგობარამხანაგებს და ცრემლი იწვიმებს შენს სადღეგრძელოდ ავსებულ ჭიქვბში.


დრო არ გაჩერდება, მოვა 16 ივნისი, შენი დაბადების დღე.  ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი ასაკი – 25 წელი, ოცნებებისა და!  სურვილებისა და ნატვრის ყველაზე სასიამოვნო თარიღი.

ტკივილისა და სიამაყის დიდი გრძნობით გილოცავთ დაბადებიდან 25 წელს, შევყურებთ შენს საფლავზე აყუდებული შავი მარმარილოს სვეტს, საიდანაც შენი მებრძოლი სულისკვეთების გამომხატველი სურათი შემოგვცქერის.

    შევყურებთ და ვგრძნობთ, რომ სამშობლოს სიყვარულით ანთებული და ჭაბუკური მგზნებარებით აბრიალებული შენი დიღი გული უსიტყვოდ მიგვიხვდება, რისი თქმაც გვინდა.

    გჯეროდეს, სიმონ, რომ ის დიდი ეროვნული საქმე, რომლის უშუალო და აქტიური მონაწილე შენც იყავი და რასაც შეეწირე, დღეს იქნება თუ ხვალ, კეთილად დაგვირგვინდება. მტერსაც გავუხეთქეთ გული და შევყვირეთ, რომ თუმცა სიმონი მოკალით, მერაბი მოკალით, დინორი მოკალით და, ვინ იცის, კიდევ რამდენი, მაგრამ იცოდეთ რომ არც სიმონით იწყება საქართველო და არც მერაბით მთავრდება, ან დინორით.

    გაჩნდებიან და დაიზრდებიან ბევრი სიმონები, მერაბები, დინორები საქართველოში და გოჯ მიწას არავის დაანებებენ.

გაჩნდებიან და დაიზრდებიან ბევრი სიმონები, მერაბები, დინორები. სიამოვნების გრძნობა მაინც გვეუფლება, ვიცით, რომ შენ მამულისათვის შეწირული ზვარაკი ხარ, სამშობლოსათვის დანთებული სანთელი ხარ, რომელსაც ზეციურ საქართველოში უდევს ბინა და ამით ემშვიდდებით.

„შიდა ქართლი“,

13 ივნისი, 1992. წ.


 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.06.2021
ბოლო რედაქტირება 19.04.2026
სულ რედაქტირებულია 1




ხადური - გვარის 4 ღვთისმსახური

2 0

დინოსი ხადური 1958-91წწ. გარდ. სამაჩაბლო დაბ. სოფ. საცხენეთი ცხინვალი სამაჩაბლო

3 0

აკაკი ხადური 1965-1993წწ. გარდ. 28წლის, სოფ. კინდღი აფხაზეთი, გორის ბატალიონი დაბ. გორი

2 0

გურამ ხადური აბრამის ძე 1963-1992წწ გარდ. 29 წლის კოჩარა აფხაზეთი დაბ. ცხინვალი.

2 0