მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-5 ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"
ალექსი ვალერიანის ძე ქვილითაია დაიბადა 1934 წლის 14 დეკემბერს. ცხოვრობდა გულრიფშის რაიონის სოფელ ვარჩეში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს,ალექსი ქვილითაია 1992 წლის სექტემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონში მოხალისედ. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ განხორციელებულ არაერთ საბრძოლო ოპერაციაში.
ალესი ქვილითაია დაიღუპა 1993 წლის 24 აპრილს, მტრის მიერ მდინარე კოდორის ხეობის მიდამოებში საავიაციო დაბომბვის დროს, დაკრძალულია გულრიფშის რაიონის სოფელ ვარჩეში.