მაჰამუდ დურგლიშვილი
მაჰმუდ დურგლიშვილის ერთადერთ ვაჟს, ნიკას, საამაყოდ გმირი მამის სახელიც ეყოფა. მისმა მამამ ხომ სამშობლოს დაცვას შესწირა თავი, გმირულად იბრძოდა და გარდაცვლილი მეგობრის გადმოსვენების დროს, 8 ტყვიით განგმირული, დაიღუპა. მაჰმუდ დურგლიშვილი 1964 წლის 8 მაისს დაიბადა, ზნაურის რაიონი სოფელ ავნევში. დაამთავრა ავნევის საშუალო სკოლა. სკოლის დასრულების შემდეგ გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში. სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ, 1989 წელს, ლდლაოჯახდა და საცხოვრებლად ხაშურის რაიონის დაბა სურამში გადავიდა.
1991 წელს, სამაჩაბლოში საომარი მოქმედებების დაწყების დლიდან, მაჰმუდი, მშობლიურ სოფელს, ავნევს დაუბრუნდა და იარალით ხელში იცავდა სამშობლოს.1991 წლის 28 აგვისტოს, მაჰმუდი და რამდენიმე მისი თანამებრძოლი, მეზობელ სოფელში გაემგზავრნენ ერთ-ერთი შეტაკების გადმოსასვენებლად. უკან მობრუნებულ ბიჭებს ჩასაფრებულმა სეპარატისტთა რაზმმა გაუხსნა ცეცხლი. ორმხრივი სროლისას მაჰმუდი მძიმედ დაიჭრა. დაჭრილი გორის საავაოპერაცია გაუკეთდა, მაგრამ 8 ტყვიით განგმირული მეომრის სიცოცხლის შენარჩუნება ვერ მოხერხდა. მაჰმუდ დურგლიშვილი ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაილუპა. ის მშობლიურ სოფელში, ავნევშია დაკრძალული.
ითანამშრომლა და ინფორმაცია მოგვაწოდა მიხეილ ნუგზაქრის ძე ბარბაქაძე დაბ. 1967წ. ვეტერანი წარმ. ხაშური