ზურაბ სურენის ძე დურგლიშვილი, (დაბადების ადგილი ქ. ცხინვალი 1965წ. მეტსახელად “ბაჭია”).
დაამთავრა ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზკულტურის ფაკულტეტი.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობდა 1991 წლიდან, როცა სამაჩაბლოში დაიწყო ქართულ-ოსური კონფლიქტი იმდროიდან მისი ოჯახი გახდა იძულებით დევნილი ცხინვალიდან.
ზურაბ დურგლიშვილი სამხედრო პოლიციაში მსახურობდა მისი დაარსების დღიდან და აქტიურად იღებდა მონაწილეობას საბრძოლო ოპერაციებში ჯერ სამაჩაბლოში და შემდეგ აფხაზეთში, სადაც დანიშნული იყო სამხედრო პოლიციის ბრიგადის ბატალიონის შტაბის უფროსად.
ზურაბ დურგლიშვილის სახელს უკავშირდება არაერთი წარმატებულად განხორციელებული საბრძოლო ოპერაცია, სადაც თვალსაჩინო იყო მისი სიმამაცე და თავგანწირვა. იმ პერიოდის სატელევიზიო არხებზე და პრესაში მასსა და მისი მეგობრების შესახებ ხშირად შუქდებოდა ინფორმაციები.
• ყოველთვის წინა ხაზზე იბრძოდა გაგრა-ლესელიძეში, ბესლახუბაში, ლაბრასთან, ეშერაში, კინდღი- ტამიშის, შრომის, გუმისთის, ზეგანის მისადგომებთან.
• შემდეგ იყო სოხუმში შესვლა
და პროლეტალიატის (ლენინის) ძეგლის ჩამოგდება რაც დიდხანს ემახსოვრება ისტორიას.
1993 წლის 18 სექტემბერიდან ქ. სოხუმში ხელმძღვანელობდა სატელევეზიო ანძის დაცვის ჯგუფს.
22 სექტემბერს მან მიიღო ბრძანება ამავე ტერიტორიაზე ალყაში მოქცეული ჯგუფის განთავისუფლების შესახებ. მძიმე და შეუპოვარი ბრძოლის შედეგად ზურაბ დურგლიშვილის ჯგუფმა მოახერხა მტრის ალყის გარღვევა და მებრძოლების განთავისუფლება, პირადი მამაცობის და საზრიანობის წყალობით მოახერხა თავისი ჯგუფის უდანაკარგოდ გაყვანა საწყის პოზიციაზე, პირველადი დახმარება აღმოუჩინა დაჭრილ მებრძოლებს და განავითარა ახალი შეტევა მოწინააღმდგეებზე.
მეუღლე თამარ მაისურაძე გუსეინის ასული დაბ. ადგილი ქ. ცხინვალი
24 სექტემბერს ორმხრივი ბრძოლის დროს მის გვერდით აფეთქდა მტრისგან ნასროლი ჭურვი, რის შედეგადაც დაკარგა მარცხენა ფეხი. მძიმედ დაჭრილი ზურაბის გამოყვანა მისმა თანამებრძოლებმა შეძლეს, მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, რამდენიმე თვის შემდეგ ისევ დაბრუნდა საქართველოს თავდაცვის ძალებში და გააგრძელა სამხედრო სფეროში საქმიანობა.
მას მიღებული აქვს შემდეგი ჯილდოები:
• ვახტანგ გორგასლის ll ხარისხის ორდენი.
• ვახტანგ გორგასლის lll ხარისხის ორდენი.
• მედალი “მხედრული მამაცობისთვის”.
1999 წლის მარტიდან საქართველოს სამხედრო კომისარიატის მე-3 განყოფილების უფროსი ოფიცერი ვიცე-პოლკოვნიკი ზურაბ დურგლიშვილის დაინიშნა ე.წ. სამხრეთ ოსეთში განლაგებული სამშვიდობო ძალების საქართველოს ოპერატიული განყოფილების უფროსად- შტაბის უფროსის მოადგილედ.
2002 წლის 15 აგვისტოს, სამსახურიდან სახლისკენ მიმავალს გზაზე შეხვდნენ თანასოფლელი ქალები და ბავშვები, რომლებიც გაიყოლა სოფლისკენ. გადაადგილების დროს, სოფელ წუნართან გზაზე გადაუდგნენ შეიარაღებული, ნიღბიანი პირებინი და ხელით ანიშნეს რომ გაეჩერებინა ავტომობილი. მაშინვე მიხვდა, ორმხრივი ცეცხლის გახსნის შემთხვევაში მსხვერპლი იქნებოდა მშვიდობიან მოქალაქეებში, რომლებიც თან ახლდა. რა ცუდ დროს დამემგზავრეთო უთქვამს და თვითონვე შეეცადა მგზავრების დამშვიდებას. შეიარაღებული პირების მოთხოვნაზე გააჩერა ავტომობილი, აღნიშნულმა პირებმა მოსთხოვეს გადასულიყო მათ მანქანაში წინააღმდეგ შემთხვევაში ქალებსა და ბავშვებს დახოცავდნენ.
რაზეც იძულებული იყო დამორჩილებოდა.
ზურაბ დურგლიშვილი სიცოცხლის ბოლო წუთებშიც, სხვების სიცოცხლეზე ზრუნავდა თავისი სიცოცხლის სანაცვლოდ. აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად და
მისი სახელი დატანილია საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალზე.
ინფორმაცია მოგვაწოდა შვილმა ხატია დურგლიშვილმა
ოჯახის ფოტო მარცხნიდან სიძე ზურაბ ბაძგარაძე, შვილი ხატია დურგლიშვილი, მეუღლე თამარ მაისურაძე, შვილიშვილები თეკლა და თათული ბაძგარაძეები, შვილი ბაჩანა დურგლიშვილი.
შვილი ბაჩანა დურგლიშვილი და რძალი რუსუდან გიორგაძე.