ლაცაბიძე დავით პირანის ძე დაიბადა 1960 წლის 25 სექტემბერს ხაშურის რაიონის სოფ. ცხრამუხაში. გარდაიცვალა 2001 წლის 16 ნოემბერი. მშობლები : მამა - ლაცაბიძე ფირანი, დედა - ლაცაბიძე ნელი. 1966 წელს შევიდა ს. ცხრამუხის სკოლაში, სადაც დაამთავრა 6 კლასი, მე-7 კლასიდან სწავლა გააგრძელა ქ. თბილისის ლესელიძის სახელობის სამხედრო სასწავლებელში. აღნიშნული სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა ქ. ლენინგრადის სამხედრო აკადემიაში. ქ. ლენინგრადიდან დაბრუნების შემდეგ შევიდა ხაშურის N 109 ტექნიკურ სასწავლებელში, რომელიც დაამთავრა 1979 წელს. შემდეგ გაწვეულ იქნა სავალდებულო სამხედრო სამსახურში.
1982 წელს მოეწყო ქ. როსტოვის სასოფლო-სამეურნეო მანქანათმშენებლობის ტექნიკუმში. პარალელურად სწავლობდა როსტოვის მარქსიზმ-ლენინიზმის უნივერსიტეტში ისტორიის განხრით, რომლის დამთავრების შემდეგ 1985 წელს სწავლა გააგრძელა ქ. როსტოვის სასოფლო-სამეურნეო მანქანათმშენებლობის ინსტიტუტში. 1990 წელს დარეგისტრირდა როსტოვის სახალხო დეპუტატობის კანდიდატად ერთ-ერთ რაიონში. სწავლის პარალელურად მუშაობდა ქ. როსტოვის ბურთულა -საკისრების ქარხანაში. აღნიშნული ინსტიტუტი დაამთავრა 1991 წელს, ხოლო მაისში დავით ლაცაბიძე დაბრუნდა საქართველოში.
დავით ლაცაბიძე იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის განხორციელებულ საბრძოლო მოქმედებებში, აფხაზეთის ტერიტორიაზე. ის საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში ჩაირიცხა 1992 წელს 27 აგვისტოს და იბრძოლა 102 -ე ბატალიონის მიერ განხორციელებულ საბრძოლო მოქმედებებში აფხაზეთის ტერიტორიაზე ქ. სოხუმში (ეშერა, გუმისთა) და ქ. გაგრაში (კოლხიდა, წითელი ჯვარი) 27.08.92-06.10.92 მდე, შემდეგ იბრძოდა თავდაცვის სამინისტროს 72-ე ასეულის მიერ განხორციელებულ საბრძოლო მოქმედებებში აფხაზეთის ტერიტორიაზე კერძოდ შრომის რეგიონში ცუგუროვკასა და კამანში. დაიჭრა მძიმედ ერთ-ერთ ბრძოლის დროს, კერძოდ , ცუგუროვკის მთის აღებისას ,13 ოქტომბერს. მიიღო ცეცხლნასროლი ჭრილობები მარცხენა გულმკერდის მარჯვენა მხრის სარტყლის მიდამოში. ქ. სოხუმის N 1 საავადმყოფოში გაუკეთდა ოპერაცია თორაკოტომია, მარცხენა ფილტვის რეზექცია. ქ. სოხუმიდან გადაგზავნილ იქნა გამოკვლევაზე და სამკურნალოდ ქ. თბილისის N 1 საავადმყოფოში .16.10.-08.02.1993 წ., ხოლო შემდეგ ქალაქ ხაშურის რკინიგზის საავადმყოფოში.
მკურნალობის კურსის დამთავრების შემდეგ დავით ლაცაბიძე 1993 წლის ივლისში მუშაობას იწყებს ხაშურის რაიონის სამხედრო კომისარიატში მე-4 სექტორის მთავარ სპეციალისტად. ამავე დროს არის ხაშურის რაიონის სამხედრო კომენდანტი. პარალელურ რეჟიმში აგრძელებს სპორტულ საქმიანობას. არის მწვრთნელი კრივში.
დავით ლაცაბიძე ამასთანავე მუშაობდა ხაშურის N 1 საშუალო სკოლაში სამხედრო მასწავლებლად.
დაოჯახდა 1994 წელს. გარდაცვალებამდე აგრძელებდა მუშაობას სამხედრო კომისარიატში. დარჩა მეუღლე და ერთი მცირეწლოვანი შვილი - ლაცაბიძე ლუკა დავითის ძე. გარდაიცვალა 2001 წლის 16 ნოემბერს.
მეუღლე დალი გოგალაძე დაბადებულია 30 აპრილი 1964 წელი
შვილი ლუკა ლაცაბიძე დაბადებულია 2000-იანი წლები
ითანამშრომლა და ინფორმაცია მოგვაწოდა მიხეილ ნუგზაქრის ძე ბარბაქაძე დაბ. 1967წ. ვეტერანი წარმ. ხაშური