მღვდელი სიმონ ისაკის ძე ლაცაბიძე
დაიბადა 1891 წელს ქარელში. სწავლობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში. 1907-1916 წლებში იყო მედავითნე ძევერის, წუნარის, გლდანის ეკლესიებში. 1916-1954 წლებში საერო სამსახურშია, 1955 წლიდან გარდაცვალებამდე იყო დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელი. ოჯახი ცხოვრობდა თბილისში, პუშკინის ქ. N 7.