სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10731

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
გოჩა შილაკაძე 1964-92წწ გარდ. სოფ. ალბრა აფხაზეთი დაბ. სოფ. შემოქმედი ოზურგეთი გურია გოჩა შილაკაძე 1964-92წწ გარდ. სოფ. ალბრა აფხაზეთი დაბ. სოფ. შემოქმედი ოზურგეთი გურია გოჩა შილაკაძე 1964-92წწ გარდ. სოფ. ალბრა აფხაზეთი დაბ. სოფ. შემოქმედი ოზურგეთი გურია
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი შილაკაძე სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

52       ბეჭდვა

გოჩა შილაკაძე 1964-92წწ გარდ. სოფ. ალბრა აფხაზეთი დაბ. სოფ. შემოქმედი ოზურგეთი გურია

გოჩა შილაკაძე

    შილაკაძეების ოჯახმა ადრე იწვნია სიკვდილის სიმწარე. ოჯახის თავკაცი ნიკოლოზი და მისი ორი ვაჟი მეორე მსოფლიო ომში დაიღუპნენ, სამამულე რქამ მაინც იხარა – მესამე ვაჟმა, რობერტმა მაინც მოახერხა უმალლესი განათლების მიღება, ოჯახიც შექმნა და ორი ვაჟი გაუზარდა სამშობლოს.

    ამ რქანაყარი ოჯახის მეორე შვილი იყო გოჩა – ზნეკეთილი და სახიერი.

    მშობლიური სოფლის – წითელმიწის დაწყებით სკოლაშივე გამოირჩეოდა ცინცხალი გონებით და სიბეჯითით. შემოქმედის საშუალო სკოლა დაამთავრა.ჩვენს სკოლას გოჩასთანა მოსწავლე რამდენიმე ათეულ წელიწადს არ ჰყოლიაო, – დღესაც ამბობენ მისი აღმზრდელი მასწავლებლები. წიგნის სიყვარულთან ერთად უყვარდა ფეხბურთი და მუსიკა. ეს სიყვარული ბოლომდე გაჰყვა.

    გოჩას ნიჭი შეუმჩნეველი არ დარჩენიათ არც საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სადაც სკოლის დამთავრებისთანავე წარმატებით ჩააბარა გამოცდები 1981 წელს. ინჟინერი გახდა და საავტომობილო გზების სამინისტროში უფროს მეცნიერ ტექნიკოსად დაიწყო მუშაობა. იქაც შეიყვარეს და.დააფასეს თავისი სიალალითა და მაღალი პროფესიონალიზმით, რასაც გოჩა ყოველდღიური შრომით სრულყოფდა. ბევრს მუშაობდა. თავისუფლად ფლობდა რუსულ და გერმანულ ენებს, იღრმავებდა ინგლისური ენის ცოდნას, ასპირანტურისათვის ემზადებოდა...

    წინ ცხოვრების დიდი და ლამაზი გზა ესახებოდა.

    ცოდნის, ცხოვრების სიყვარულით უნდა ყოფილიყო ეს გზა განათებული. მაგრამ ჰქონდა გოჩას ერთი ყველაზე დიდი სიყვარული, რომელშიც ერთიანდებოდა წიგნას, მუსიკის, ლექსის ღა ყველა სხვა სიყვარული და მას სახელადლად მამული ერქვა. 

    ეკლესიაში მოწიწებით შესული ერთ სანთელს ანთებდა – „სამშობლთსათვის დანარჩენი ყველაფერი ამაში შედისო, იტყოდა და როცა საქართველოს გაუჭირდა, კაბინეტში ჯდომის დრო არ არისო, თქვა ჭაბუკმა, ყველა საქმე გვერღზე გაღაღო ღა ავტომატით ხელში მოხალისედ წავიდა აფხაზეთში.

    იცოდა, სიკვდილის გზით მიდიოდა, მაგრამ ასე ახლოს თუ იყო სიკვდილი ჩასაფრებული, ვინ მოიფიქრებდა!

    აფხაზეთში ჩასვლისთანავე, 23 აგვისტოს, დაახლოებით 17 საათზე დავალებაზე გასული ბატალიონის მისაშველებლად მიმავალნი აფხაზმა სეპარატისტებმა სოფელ ლაბრაში ალყაში მოიქციეს. ვაჟკაცურად იბრძოდნენ, მაგრამ ნიჭი და მაღალი აღამიანური თვისებები უძლური აღმოჩნღა კბილებამდე შეიარაღებულ არაკაცებთან.

    სნაიპერის ტყვიამ გაუჩერა გული...

    მერე ავტომატის ჯერით ღაუფლითეს სხეული. გოჩას და მისი ოთხი თანამებრძოლის ცხედრები ვერტმფრენით ჩამოასვენეს ოზურგეთში.

მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას გავდა სოფელში მოსული ეს ავი ამბავი. დედა-მამა საქორწილო თადარიგს იჭერდა, გოჩა ოჯახის შექმნას ფიქრობსო...

    გლოვამ და ძაძებმა შეცვალა ყოველივე. შვილის მაგივრად მის სურათს ღა სისხლიან პასპორტს ეფერება დედა. მონატრებას გულში იბრუნებს მამა, „მოვა გოჩა ბიძიაო“, – თითქოს მათ სანუგეშოდ იმეორებს სამი წლის ნიკა.

    გაი რომ, ჟეღარ მოვა, მაგრამ გვჯერა, რომ მის სახელს სამუდამოდ შეინახავს საქართველო.

ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 07.07.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0