სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10669

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
მამუკა ელიაშვილი 1969-93წწ. გარდ. სოფ. ტამიში ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. ტყიბული მამუკა ელიაშვილი 1969-93წწ. გარდ. სოფ. ტამიში ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. ტყიბული მამუკა ელიაშვილი 1969-93წწ. გარდ. სოფ. ტამიში ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. ტყიბული

1969-1993 წწ. გარდ. 24 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ელიაშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

38       ბეჭდვა

მამუკა ელიაშვილი 1969-93წწ. გარდ. სოფ. ტამიში ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. ტყიბული

მამუკა იურის ძე ელიაშვილი დაიბადა 1969 წლის 23 იანვარს თბილისში.


1973 წელს სწავლა დაიწყო თბილისის 23-ე საშუალო სკოლის მოსამზადებელ კლასში, შემდეგ სწავლა განაგრძო ქ. ტყიბულის # 6 საშუალო სკოლაში.9 კლასიდან გადავიდა მუშა-ახალგაზრდობის საღამოს სკოლაში და პარალელურად დაიწყო მუშაობა მუშად ტყიბულის ქვანახშირის მრეწველობის სისტემაში, სკოლის ფრიადზე დამთავრების შემდეგ, 1985-87 წლებში იმყოფებოდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში. შემდეგ მუშაობა დაიწყო ქ. ტყიბულში მინდელის სახელობის მაღაროში მიწისქვეშა მუშად. 1988 წელს ჩაირიცხა ქ. ორჯონიკიძის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მოსამზადებელ კურსზე. 1990 წლიდან სწავლა. განაგრძო თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე.


მას უსაზღვროდ უყვარდა თავისი ქვეყანა და ხალხი. ყოველთვის იდგა. იქ, სადაც. გრძნობდა, რომ მისი თავი მამულს სჭირდებოდა. ამიტომ 1989 წლის ივლისის დღეებში აფხაზეთშია. 1991 წლის დეკემბერში ტყიბულის ბატალიონის მეთაურ გელა გიორგაძესთან და სხვა გვარდიელებთან ერთად ის და მისი უმცროსი ძმა ლადო საგანგებო და ფრიად საპასუხისმგებლო დავალებებს ასრულებენ. ერთ-ერთი დავალების 'შესრულებისას მამუკა მსუბუქად დაიჭრა.ბედად გადარჩა. ბუნებით უშიშარი კიდევ უფრო დარწმუნდა შინაგანად, რომ

მტრის ტყვია ვერ მოერეოდა, ამიტომ თავშეხვეული გელასთან ერთად ისევ წინა ხაზზე ტრიალებდა და ყველა გაჭირვებაში მყოფს თუ დაჭრილს მშველელად და მხსნელად ევლინებოდა, გელას კი ვერ უშველა. გმირულად დაცემული მეგობრის წინაშე ფიცი დასდო, რომ ბოლომდე იბრძოლებდა ერთიანი,თავისუფალი, დემოკრატიული საქართველოსათვის. დადებული ფიცი პირნათლად შეასრულა, ამიტომ იდგა იარაღით ხელში ტელეცენტრის განთავისუფლებისას, ამიტომ იყო, რომ აფხაზეთში ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს, მოხალისედ მიმავალს, დედამ შეაპარა – შემოდგომის ფოთლებივით ცვივიან ახალგაზრდებიო, მან უპასუხა: – ყველა დედამ რომ შვილებს ბრძოლაში წასვლა დაუშალოს, ვინღა დაიცვას. საქართველო, იქ, აფხაზეთში, ტყვიის ქვეშ მყოფ საძმოს ვერ დავტოვებ მარტოს მტრის პირისპირ და თუ დავეცი, ალბათ, ეს ჩემი ბედისწერა იქნებაო.

დაეცა სოფელ ტამიშთან მუხანათურად ჩასაფრებული მტრის ტყვიით. აგუძერის წმინდა ნინოს სახელობის ჰოსპიტალში, თირკმელდაგლეჯილი და ღვიძლღდაფლეთილი, სისხლის გადასასხმელაღ მისულ ათეულ მეგობარს ამხნევებდა: ვერაფერს მიზამსო მტრის ტყვია, სიკვდილი ვერ მომერევაო. მაგრამ მაინც მოერია.

ვეღარ უშველა მრავალი სიცოცხლის. გადმრჩენელი ექიმი. მშობლების დეა გოგრიჭიანისა და იური ელიაშვილის ყოველმხრივმა მცდელობამ,ძმის – ალექსი ელიაშვილის გადასხმულმა სისხლმა. მოკვდა ვაჟკაცური სიკვდილით,

25 წლისამ ყველაფერი მოასწრო,ვაჟკაცურად მოიხადა ვალი სამშობლოსა და მებობრების წინაშე.

ნამუსიანად ვალმოხდილი მიუვიდა იმ ქვეყანაში სათაყვანებელ მასწავლებელს გელა გიორგაძეს ტყიბულის გვარდიის გვარდიის გმირულად დაღუპულ მებრძოლებს.




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 08.07.2021
ბოლო რედაქტირება 23.01.2023
სულ რედაქტირებულია 2





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0