სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10685

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
კახაბერ კვანტრიშვილი 1971-93წწ. გარდ. 22 წლის. სოფ. ლაბრა, ოჩამჩირე, აფხაზეთი ბატალიონი ავაზა, დაბ. სოფ. თვრინი ზესტაფონი იმერეთი კახაბერ კვანტრიშვილი 1971-93წწ. გარდ. 22 წლის. სოფ. ლაბრა, ოჩამჩირე, აფხაზეთი ბატალიონი ავაზა, დაბ. სოფ. თვრინი ზესტაფონი იმერეთი კახაბერ კვანტრიშვილი 1971-93წწ. გარდ. 22 წლის. სოფ. ლაბრა, ოჩამჩირე, აფხაზეთი ბატალიონი ავაზა, დაბ. სოფ. თვრინი ზესტაფონი იმერეთი

1971-1993 წწ. გარდ. 22 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი კვანტრიშვილი სია

ზესტაფონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

32       ბეჭდვა

კახაბერ კვანტრიშვილი 1971-93წწ. გარდ. 22 წლის. სოფ. ლაბრა, ოჩამჩირე, აფხაზეთი ბატალიონი ავაზა, დაბ. სოფ. თვრინი ზესტაფონი იმერეთი

კახაბერ ზურაბის ძე კვანტრიშვილი, დაბადებული 1971 წლის 20 დეკემბერს, ზესტაფონის რაიონის სოფელ თვირში, განათლება-საშუალო, უცოლო.


სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო რუსთავში, სამშენებლო ტრესტში მუშად.

1992 წლის ნოემბერში მოხალისედ შევიდა 114-ე ბატალიონ „ავაზაში“,იყო მენაღმე.


საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად წავიდა საბრძოლველად აფხაზეთში, იბრძოდა სოფელ ლაბრასთან, სადაც 1993 წლის 1 მარტს მოხდა მტერთან დიდი შეტაკება. კახა მეგობრის გადასარჩენად შევარდა ქარ–ცეცხლში, დაიჭრა, ტყვედ ჩავარდა და დაჭრილი ვაჟკაცი აფხაზმა სეპარატისტებმა უმოწყალოდ აწამეს.



დასაფლავებულია ზესტაფონის რაიონის სოფელ თვირში.

კახაბერ კვანტრიშვილი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“,

კახაბერ კვანტრიშვილი

                                                              

უკანასკნელი 5 წლის მანძილზე,მომრავლდნენ საქართველოში ძაძებში ჩაცმული ქალები,წვერმოშვებული ჭარმაგი მამები,ახალგაზრდები,რომლებიც მრავალტანჯულ ქართულ მიწაზე მკერდზე სურათმიმაგრებულნი დააბიჯებდნენ.

თითქოს მარადიულ სასუფეველში გარდასულნი სულთა აჩრდილნიც ვერ ელევიან სიცოცხლის წყურვილს და პატარა სურათებიდან მოციმციმე თვალებით  გვიცქერიან და არის ამ თვალებშიც წუთისოფლისადმი სამდურავი და ერთგვარი ნაღველიც, მაგრამ ამასთანავე სიამაყეც, სიამაყე სამშობლოსათვის თავშეწირულ რაინდთათვის დამახასიათებელი. ერთ-ერთ ასეთ რაინდზე გვსურს რომ გიამბოთ -- კახაბერ ზურაბის ძე კვანტრიშვილზე. კახა 1971 წლის 20 დეკემბერს დაიბადა ზესტაფონის რაიონის სოფელ თვრინში. 1988 წელს დაამთავრა სოფ. ალავერდის საშუალო სკოლა. სკოლის დამთავრებიდან ერთი წლის შემდეგ მუშაობა დაიწყო ქ. რუსთავში #5 საამშენებლო სამმართველოში, ემზადებოდა უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად. 1992 წელს გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში.  ქ.  რუსთავიდან, შინაგანი ჯარიდან გადადის „ავაზას“ ბატალიონში და აფხაზეთში ომის დაწყებისთანავე ბატალიონთან ერთად საბრძოლველად მიემართება. იბრძოდა  ქ. ოჩამჩირეში, გმირულად და თავგანწირულად, არ შეურცხვენია „კაი ყმის“ სახელი.  1993 წლის 1 მარტს უმუხთლა ბედისწერამ. დაიღუპა ერთ-ერთი საბრძოლო  ოპერაციის შესრულებისას ოჩამჩირის რაიონის სოფ. ლაბრასთან. შემდეგ დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.

როგორც ამჩნევთ, მისი ბიოგრაფია ერთი შეხედვით პატარა მოგეჩვენებათ, მაგრამ იგი გრძელდება, გრძელდება მარადისობაში და უკვდავებაში.სამშობლოსათვის თავშეწირულ ვაჟკაცს დავიწყება არ უწერია... 


ძმა ივანე კვანტრიშვილი

და ელისო კვანტრიშვილი

მშობლები ახალგაზრდობაში

მამა ზურაბ ივანეს ძე კვანრიშვილი 1939-2019წწ

დედა ირაიდა სილიფორეს ასული მიქაბერიძე დაბ. ქვედა საქართველოს 1946-2021წწ

ითანაშრომლა გიორგი ომარის ძე გაჩეჩილაძემ დაბადებულია 1963 წელს სოფელი თვრინი ზესტაფონი



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 12.07.2021
ბოლო რედაქტირება 04.05.2022
სულ რედაქტირებულია 3





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0