დაიბადა 1958 წლის 30 სექტემბერს, თბილისში, მოსამსახურის ოჯახში.
დაამთავრა 48-ე საშუალო სკოლა. პროფესიით იყო მძღოლი, ემსახურებოდა წითელი ჯვრის საზოგადოებას.
სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული კაცი პირველსავე დღეებში ჩაება ეროვნულ მოძრაობაში. მოხალისედ ჩაეწერა შინაგან ჯარებში. იყო ოცმეთაური.იბრძოდა ცხინვალში. 1993 წლის სექტემბერში მსახურობდა დიდგორის ასეულში და იბრძოდა აფხაზეთში. 1993 წლის 9 იანვარს მოულოდნელად ერთ-ერთი ბრძოლის დროს წინა ხაზზე ოჩამჩირეში დაიღუპა. დაკრძალულია კასპის რაიონის სოფელ ბარნაბიანთკარში.
მას დარჩა მეუღლე და სამი მცირეწლოვანი ბავშვი