სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
მიშიკო სტეფანეს ძე ქარელი  1965-92წწ გარდ. სოფ. ფრისი სამაჩაბლო დაბ. სოფ. ტყვიავი გორი მიშიკო სტეფანეს ძე ქარელი  1965-92წწ გარდ. სოფ. ფრისი სამაჩაბლო დაბ. სოფ. ტყვიავი გორი მიშიკო სტეფანეს ძე ქარელი  1965-92წწ გარდ. სოფ. ფრისი სამაჩაბლო დაბ. სოფ. ტყვიავი გორი

1965-1992 წწ. გარდ. 27 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ქარელი სია

გორი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

52       ბეჭდვა

მიშიკო სტეფანეს ძე ქარელი 1965-92წწ გარდ. სოფ. ფრისი სამაჩაბლო დაბ. სოფ. ტყვიავი გორი

მიშიკო სტეფანეს ძე ქარელი დაიბადა 1965 წლის 2 სექტემბერს გორის რაიონის სოფელ ტყვიავში. 1972 წელს სწავლა დაიწყო ქ. გორის მე-10 საშუალო სკოლაში, სადაც მიიღო რვა კლასის განათლება. შემდეგ სწავლა გააგრძელა სოფ. ტყვიავის საშუალო სკოლაში. პარალელურად მუშაობდა ტყვიავის კოლმეურნეობაში.

1984-86 წლებში მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური, შემდეგ კი მუშაობა განაგრძო ტყვიავის კოლმეურნეობაში, სადაც მუშაობდა დაღუპვამდე. მიშიკოს მამა – სტეფანე ქარელი მუშაობდა ტყვიავის წვენების ქარხანაში უფროს ინჟინერ-მექანიკოსად.

დედა – ჟუჟუნა ხარაზიშვილი მუშაობდა ფეიქრად. ამჟამად ორივე პენსიონერია. უფროსი და მარინე კობერიძე მუშაობს თბილისის საქქალაქმშენებსახ ოსტატად. ჰყავს ერთი შვილი.

ძმა – გია ქარელი მუშაობს გორის ბამბეულის ქსოვილების ფაბრიკაში. ოსტატად ჰყავს ერთი შვილი. უმცროსი და – ნინო ქარელი მუშაობს თბილისის ქ-ნა „ელექტროავტომატში“ ინჟინერ-ეკოლოგად.  საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის.  დღიდან მიშიკო მის მოწინავე რიგებში ჩადგა.

1992 წლის 11 მაისს სოფელ ერგნეთთან დაიწყო საომარი მოქმედება. როგორც ყოველთვის, ტყვიავის შტაბის წევრებიც – აკო ჩიხლაძე, კობა ქარელი, წიკო ოდიაშვილი, მორის „'ლატოზიშვილი და მიშიკო ქარელი – წავიდნენ საბრძოლველად.

12 მაისს ტყვიაველ მეომრებს ერედველებმა დახმარება სთხოვეს ოსურ სოფ. ფრისზე შეტევის განსახორციელებლად. რა თქმა უნდა, არ შეშინდნენ და. საფარი გერ აე აისირძოლეს, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე არ გაჩერებულა მათი იარაღი. ზურგი არ უჩვენეს, არცერთს ტყვია ზურგში არ ჰქონდა მოხვედრილდ. ქართველს ქართველის ღალატი უფრო ამარცხებს, თორემ მტერი რას დააკლებს! ბრძოლის წინა ხაზზე მდგომი ბიჭები მარტო დატოვეს და უკან დაიხიეს.

რვა ქართველი ვაჟკაცის სიცოცხლე ოსის ტყვიამ შეიწირა, ურჯულოებმ, სიკვდილიც არ აკმარეს ვაჟკაცებს, აწამეს და დაწვეს. ტყვიაველებთან ერთალ ბრძოლაში ორი ერედველი და ერთი ქორდელი მებრძოლიც დაიღუპა. ტყვიაველი ვაჟკაცები სოფლის ცენტრში არიან დაკრძალული. მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად აგებულია შემორიალი.

ვაჟკაცებად არ იბადებიან, ვაქკაცებად კვდებიან. მათ სახელებს სამშობლო სანთლებად აინთებს. მარად გვახსოვდეს აკო ჩიხლაძე, კობა ქარელი, წიკო ოდიაშვილი, მორის კალატოზიშვილი. მიშიკო ქარელი.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 12.07.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 31.08.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0