სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10630

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
კობა რობერტის ძე ქარელი 1960-92წწ გარდ. სოფ ფრისი სამაჩბლო დაბ. სოფ. ტყვიავი გორი კობა რობერტის ძე ქარელი 1960-92წწ გარდ. სოფ ფრისი სამაჩბლო დაბ. სოფ. ტყვიავი გორი კობა რობერტის ძე ქარელი 1960-92წწ გარდ. სოფ ფრისი სამაჩბლო დაბ. სოფ. ტყვიავი გორი

1960-1992 წწ. გარდ. 32 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ქარელი სია

გორი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

53       ბეჭდვა

კობა რობერტის ძე ქარელი 1960-92წწ გარდ. სოფ ფრისი სამაჩბლო დაბ. სოფ. ტყვიავი გორი

კობა ქარელი 

კობა რობერტის ძე ქარელი დაიბადა 1960 წლის 15 აგვისტოს გორის რაიონის სოფელ ტყვიავში. 

1967 წლიდ ,ნ სწავლობდა ტყვიავის საშ. სკოლაში, დაამთავრა

1978 წელს დაამთავრა ქ. თბილისის # 108-ე საამშენებლო. ტექნუკური სასწავლებელი, 1979 წელს – ხიდისთავის 106-ე ტექნიკური სასწავლებელი, 

1973 წელს ჩაირიცხა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკურ ტიტუტში, სამოქალაქო სამრეწველო მშენებლობის სპეციალობაზე. აღნიშნული ინსტიტუტი დაამთავრა 1984 წელს ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით.

1984-88 წლებში მუშაობდა ქ. გორის # 3 სამშენბლო ტრესტში მშენებელ ინჟინრად. 1990-91 წლებში მუშაობდა მშობლიურ სოფელ ტყვიავში, მთავარ ინჟინერ-მშენებლად. სისტემატურად ზრუნავდა სოფლის კეთილდღეობისათვის. ბევრი კეთილი ჩანაფიქრი ჰქონდა, მაგრამ არ დასცალდა, მხოლოდ.

სოფლის ცენტრის გალამაზება მოასწრო, საუკეთესო პარკი დაუტოვა სოფელს სამახსოვროდ. ს. ტყვიავი აქტიურად ჩაება ეროვნულ მოძრაობაში, რომლის ხელმძღვანელი და მოთავე იქ შეუპოვარი კობა ქარელი იყო. მისი ნიჭი და პატრიოტობა სოფელს შეუმჩნეველი არ დარჩენია და 1991 წლის 8 მაისს კობა ქარელი მან. ერთხმად აირჩია ტყვიავის თემის საკრებულოს გამგებლად. კობამ, იგრძნო რა ზალხის ესოდენ დიდი ნდობა, უფრო აქტიურად, უფრო დიდი შემართებით გაგანაგრძო მუშაობა, განსაკუთრებული ყურადღება გადაიტანა ეროვნულ მოძრაობაზე. მთელი საკრებულოს ახალგაზრდობა მხარში ამოიყენა, თავისუფლება

სწყუროდა, საქართველო იყო მისი ტკივილი, ვერ იტანდა მშობლიურ მიწაზე ურჯულოების თარეშს.

საკრებულოს გამგებელს ათასი საქმე აქვს, მაგრამ კობა ქარელი ამდენად ძლიერი იყო, რომ ათასივე საქმეს აგვარებდა და ღლედაღამ იარაღით ხელში ტყვიაველ ვაჟკაცებთან ერთად სამაჩაბლოს განთავისუფლებისათვის იბრძოდა, სადაც ცხელი წერტილი იყო, კობა თავის ბიჭებითურთ იქ გაჩნდებოდა ხოლმე.

ასე მოხდა 1992 წლის 12 მაისსაც, იგი თავის საძმოსთან ერთად ცხინვალის მისადგომებთან, სეჩგნეთში მყოფებოდა. უცებ სიგნალი მოვიდა ს. ერეღვიდან, ოსი ექსტრემისტები ქართულ ფარისში შემოიჭრნენო. კობ თავისი ბიჭებითურთ მაშინვე იქ გაჩნდა, წინა ხაზზე გაიჭრა და ბრძოლაში ჩაება. ორსაათიანი ბრძოლის მერე ტყვიები გამოელიათ, დახმარებას ითხოვდნენ, მაგრამ ამაო ყველანი გაქცეულიყვნენ და რვა ქართველი შეატოვეს.

ფაქტიურად გაწირეს საუკეთესო ბიჭები. ამასობაში ოსებმა დამატებითი. ძალა მიიღეს და ჩვენი ბიჭები შეიპყრეს, წამებაში ამოხადეს სული, ამასაც, არ დასჯერდნენ, ერთად შეაგროვეს და ცეცხლი მოუკიდეს. '

მათი სულები ზეცად ამაღლდა.

კობაზე ისღა გავიგეთ, წამების დროს „შავლეგოს“ მღეროდაო. (მკერდზე ქართული ჯვარი ეკიდა, ღმერთი ნამდვილად სწამდა). ყოფილა შეძახილები: გაგვყიდე"!“. „გვიღალატეს!“...



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 12.07.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 31.08.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0