სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10700

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ნოდარ (ვეფხო) მათიაშვილი 1959-93წწ. გარდ. სოფ. ლაბრა აფხაზეთი დაბ. წყნეთი თბილისი ნოდარ (ვეფხო) მათიაშვილი 1959-93წწ. გარდ. სოფ. ლაბრა აფხაზეთი დაბ. წყნეთი თბილისი ნოდარ (ვეფხო) მათიაშვილი 1959-93წწ. გარდ. სოფ. ლაბრა აფხაზეთი დაბ. წყნეთი თბილისი ნოდარ (ვეფხო) მათიაშვილი 1959-93წწ. გარდ. სოფ. ლაბრა აფხაზეთი დაბ. წყნეთი თბილისი

1959-1993 წწ. გარდ. 34 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი მათიაშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

56       ბეჭდვა

ნოდარ (ვეფხო) მათიაშვილი 1959-93წწ. გარდ. სოფ. ლაბრა აფხაზეთი დაბ. წყნეთი თბილისი

ნოდარ (ვეფხო) გურამის ძე მათიაშვილი, დაბადებული 1959 წლის 28 ივლისს დაბა წყნეთში,


ეროვნებით ქართველი, განათლება – ტექნიკური, ცოლ–შვილიანი.

1966-76 წ. დაამთავრა თბილისის 137-ე საშუალო სკოლა, შემდეგ გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში, მსახურობდა ჩეხოსლოვა, კიაში, იყო მსროლელი,

1981 წელს სწავლა გააგრძელა თბილისის # 54 პროფტექნიკურ სასწავლებელში ავტოშემკეთებელ-ზეინკლის პროფესიით.

1989 წლიდან მუშაობდა თბილისის საფეიქრო ნედლეულის დამუშავებისა და გადამამუშავებელ ფაბრიკაში ინჟინრის თანამდებობაზე.

1992 წლიდან შევიდა 114-ე ბატალიონ „ავაზაში“, ზემდეგის წოდებით,

7 დეკემბრიდან წავიდა აფხაზეთში საქართველოს მიწის დასაცავად. 1993 წლის 1 მარტს სოფელ ლაბრასთან ერთ-ერთი მძიმე საბრძოლო შეტაკების დროს, ვაჟკაცურად იბრძოდა, თავის თანამებრძოლების გადარჩენის მომენტში ტყვედ აიყვანეს აფხაზმა სეპარატისტებმა და საშინლად აწამეს. მთელ სხეულზნე ნაჩხვლეტები ჰქონდა, კანი – ამომწვარი, მხრები – ჩამტვრეული, მარჯვენა თვალი –ამოთხრილი, ყელი – გამოჭრილი, ავტომატის 80 ტყვია მოხვედრილი. თანამებრძოლების თქმით, აფხაზებს მისი თავი 5 მილიონად ჰქონდათ შეფასებული რადგან კარგი მსროლელი იყო.

დაკრძალულია წყნეთის სასაფლაოზე. 

გაიზრდებიან პატარა მაია და გოგა და იამაყებენ, რომ მათი. გმირი მამა სამშობლოს კეთილდღეობისთვის დაიღუპა. 

ნოდარ მათიაშვილი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 12.07.2021
ბოლო რედაქტირება 07.09.2022
სულ რედაქტირებულია 2





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0