სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12230

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
გელა მინდიკაური 1969-92წწ. გარდ. ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. თბილისი გელა მინდიკაური 1969-92წწ. გარდ. ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. თბილისი გელა მინდიკაური 1969-92წწ. გარდ. ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. თბილისი

1969-1992 წწ. გარდ. 23 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი მინდიკაური სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

2       ბეჭდვა

გელა მინდიკაური 1969-92წწ. გარდ. ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. თბილისი

დაიბადა 1969 წლის 6 მარტს. 1986 წელს დაამთავრა ქ. თბილისის 407-ე საშუალო სკოლა. სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თბილისის მე-8 საავადმყოფოში.


1987 წელს გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში. სამხედრო მოვალეობის მოხდის შემდეგ 1989 წელს შედის ავღანელთა კავშირში. 1991 წელს მუშაობას იწყებს კერძო დეტექტივად თბილისში. ამავე წელს შექმნა ოჯახი.

1992 წელს შევიდა სამგორის რაიონის მე-8 პოლკის ეროვნულ არმიაში.


აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შეიქმნა საზოგადოება „თბილისელი“, რომლის წევრიც გახდა გელა და აქედან გაიწვიეს 1992 წლის 4 დეკემბერს საქართველოს ერთიანობის დასაცავად. 

ბრძოლაში ჩაება ოჩამჩირის რაიონში. საბრძოლო ოპერაციების დროს გელა სამედიცინო დახმარებასაც უწევდა მებრძოლებს. მას მეტსახელად „მგელკაცა“ შეარქვეს,  ცხენისწყალთან მომხდარი ერთ-ერთი შეტაკების დროს ბრძოლის ველიდან გამოიყვანა ორი დაჭრილი, მესამედ შებრუნებული გელა დაეცა მტრის ტყვიით განგმირული. 10 დღის შემდეგ მისი გვამი მიიღეს აფხაზი ტყვეების სანაცვლოდ.

გელა მინდიკაურის ხსოვნა სამარადჟამოდ დარჩება მისი ნათესავებისა და ახლობლების, მისი მეუღლის თამილა ჭინჭირაულის გულში.

გელა მინდიკაური სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 13.07.2021
ბოლო რედაქტირება 21.07.2023
სულ რედაქტირებულია 1





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0