გლდანის მემორიალის სრული სია გადადი ლინკზე
გია გერონტის ძე მოსეშვილი დაიბადა 12 იანვარი 1967 წელი
ერთ თვეზე ცოტა მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ოსი ექსტრემისტების. ხელით მოკლული გავაცილეთ. მაშინ ღმერთს ვევედრებოდით, რომ ეს მსხვერპლი ყოფილიყო უკანასკნელი, მაგრამ განგებამ არ შეისმინა ჩვენი ვედრება და 1991 წლის 25 თებერვალს ზნაურის რაიონის სოფელ ავნევში ექსტრმისტების მორიგი შემოტევის დროს დაიღუპა კიდევ ერთი სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა – თბილისის სახელმწიფო ობიექტებისა და დაწესებულებების ლეგიონის მილიციის უმცროსი სერჟანტი გია გერონტის ძე მოსეშვილი დაიბადა 1967 წელს სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბეში, იქვე. დაამთვრა საშუალო სკოლა.
სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე და მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში
შინაგან საქმეთა ორგანოებშია 1990 წლის იანვრიდან. თავის განცხადებაში იგი წერდა: „მზად ვარ ვიყო იქ, სადაც ამას მოითხოვს სამსახურის ინტერესებიო“. და აჰა, სამაჩაბლოს მიწაზე დაიღვარა მისი უმანკო სისხლი: რამდენიმე კვირაში აპირებდა ჯვრისწერას, ოცნებობდა ბევრ შვილზე.მაგრამ აუხდენელ ოცნებად დარჩა მამობა, თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოში ბედნიერი ცხოვრება.
წავიდა ჩვენგან ქართული ეროვნული მილიციის ღირსეული ახალგაზრდა თანამშრომელი, მისი ნათელი სახე სამუდამოდ დარჩება ჩვენს ხსოვნაში.