სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11856

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
რევაზ (არქიმანდრიტი თორნიკეს ძე) მოსეშვილი 1954-2011წწ დეკანოზი დაბ. სოფ. ჯვარისა (ტყიბული) რევაზ (არქიმანდრიტი თორნიკეს ძე) მოსეშვილი 1954-2011წწ დეკანოზი დაბ. სოფ. ჯვარისა (ტყიბული)

1954-2011 წწ. გარდ. 57 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი მოსეშვილი სია

ტყიბული გამოჩენილი ადამიანები სრული სია

8       ბეჭდვა

რევაზ (არქიმანდრიტი თორნიკეს ძე) მოსეშვილი 1954-2011წწ დეკანოზი დაბ. სოფ. ჯვარისა (ტყიბული)

საპატრიარქოს უწყებანი N19 19-25მაისი 2011წ გვ.17

დეკანოზი რევაზ მოსეშვილი 1954-2011

დეკანოზი რევაზ მოსეშვილი. დიაკონი მაქსიმე მხეიძე.

დეკანოზი რევაზ მოსეშვილი 1954 წლის 8 ივნისს ტყიბულის რაიონში, ოკრიბის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელ ჯვარისაში დაიბადა. მამამისი, მოწამეთას მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი თორნიკე (ერისკაცობაში გაგი ვარლაამის ძე მოსეშვილი) მთელ საქართველოში ცნობილი და ღვაწლმოსილი საეკლესიო მოღვაწე გახლდათ. კომუნისტური ართვე: ლობის პერიოდში ღვთის სიტყვის დაგებისათვის იგი არაერთგზის იყო რეპრესირებული (არქიმანდრიტ თორნიკეზე მასალა იხილეთ გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანის“ 2007 წლის7-ე ნომერში). მამის შესახებ დეკანოზი რევაზი თავის მოგონებებში წერდა: მამაჩემი გაგი მოსეშვილი დისიდენტი გახლდათ. მან სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა თბილისში, მაგრამ პოლიტიკური და ეკლესიური მოღვაწეობის გამო ციხეში აღმოჩნდა. ის ვერ დაესწრო ჩემს დაბადებას. ჩემი ოცნება იყო ვინმესთვის დამეძახა - მამა, მეგრძნო ოჯახური სითბო, მაგრამ ამაოდ. ოცნება „, დიდხანს დარჩა ოცნებად“ 1961-1972 წლებში რევაზი ქ. წყალტუბოს საშუალო სკოლაში · სწავლობდა, პარალელურად დაამთავრა მუსიკალური შვიდწლედი.

მარცხნიდან: შოთა შიოშვილი (ამჟამად წილკნის და დუშეთის მიტროპოლიტი ზოსიმე). და რევაზ მოსეშვილი 1974 წელი მცხეთის სასულიერო სემინარია.

სიყრმიდანვე ეზიარა ეკლესიურ ცხოვრებას. 1962 წელს გადასახლებიდან სამშობლოში დაბრუნდა მამამისი, გაგი მოსეშვილი, რაც ყმაწვილი რევაზისთვის დიდი სიხარული გახლდათ. მამა რევაზი იგონებს: „1962 წელს მამა სამუდამოდ ჩამოვიდა საქართველოში და წამიყვანა აჭარაში, ნათესავებთან, შემიყვანა წმინდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძარში, სადაც მიდიოდა სადღესასწაულო წირვა, მწირველი იყო აწ განსვენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II (სიდამონიძე) და არქიმანდრიტი ილია (შიოლაშვილი), მომავალში -- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. ამ შემთხვევამ მთლიანად შეავსო დაცალიერებული სული ჩემი. ძალიან დიდი სითბოთი მიმიღეს, ღვთიური სიყვარუ4 ლით გული ჩემი გააღვივეს. ეს იყო ჩემი მეორედ შობა, 180 გრადუსით შემობრუნდა ჩემი ცხოვრება. მე – გავხდი არქიმანდრიტ ილიას სულიერი შვილი. ეს ხომ უდიდესი ბედნიერებაა“, მამა თორნიკე რევაზს პატარაობიდანვე ასკეტურად ზრდიდა, აღვივებდა მასში ღვთისმსახურებისადმი დიდ სიყვარულს, აცნობიერებდა სამღვდელო მოღვაწეობის სიმძიმეებსა და იმ პასუხისმგებლობაში, სასულიერო პირს რომ აქვს დაკისრე-

მარცხნიდან: დეკანოზი რევაზ მოსეშვილი, ეპისკოპოსი კონსტანტინე (მელიქიძე), ეპისკოპოსი დავითი (ჭკადუა), მიტროპოლიტი შიო (ავალიშვილი), მთავარეპისკოპოსი თადეოზი (იორამაშვილი), იღუმენი მირიანი (ჩალაბაშვილი) და დეკანოზი ინდისი ნუცუბიძე. ქუთაისი. 1981 წელი 


19-1  საპატრიარქოს უწყებანი N19 19-25მაისი 2011წ გვ.18

დეკანოზი რევაზ მოსეშვილი 1954-2011 (გაგრძელება)

ბული. ის მხოლოდ ერთი სურვილით იყო შეპყრობილი –– უფალთან ახლოს ყოფილიყო. ამ სურვილით ცხოვრობდა მამა რევაზი და სწორედ ამან განსაზღვრა მისი შემდგომი მოღვაწეობაც. სკოლის წარჩინებით დასრულების შემდეგ მამა რევაზს ჰქონდა მრავალი შემოთავაზება, რათა სწავლა ნებისმიერ საერო ინსტიტუტში გაეგრძელებინა, მან კი მოძღვრის მძიმე, მაგრამ ტკბილი უღელი აირჩია. 1972 წელს მამისა და თავისი მოძღვრის ლოცვა-კურთხევით, რევაზმა მცხეთის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, რომელიც მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში მდებარეობდა. იმ დროს მონასტრის წინამძღვარი გახლდათ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ნათლია, იღუმენია ზოილე (დვალიშვილი). მასთან ერთად მონასტერში მოღვაწეობდნენ მონაზონი პარასკევა და მონაზონი დარო (აჭაიძე), რომლებმაც დიდი როლი შეასრულეს მამა რევაზის სულიერ ჩამოყალიბებაში. სემინარიაში სწავლის პერიოდში რევაზ მოსეშვილი დაოჯახდა. მისი მეუღლე გახლავთ ლიკა ფაცაცია. მათ ორი ქალიშვილი: თამარი და თეა შეეძინათ. ორივე დაოჯახებულია. მამა რევაზის შვილიშვილები – გიორგი, მოსე და ლუკა, თავიანთი წინაპრების მსგავსად, ღირსეულ მამულიშვილებად იზრდებიან. 1973 წელს სემინარიის II კურსის სტუდენტი, 19 წლის ახალგაზრდა, სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა დავით V-მ (დევდარიანი) დიაკვნად აკურთხა. სემინარიაში სწავლის პერიოდს მამა რევაზი ასე იხსენებს: „იმ დროში ძალიან ძნელი იყო 18-19 წლის ყმაწვილისათვის სემინარიაში სწავლა, რომელიც დევნასა და დაცინვას განიცდიდა. არ შეიძლება არ მოვიხსენიო ჩემი მასწავლებლები -–– პროტოდიაკონი ამბროსი ახობაძე, რომელმაც ჩამომაყალიბა, როგორც დიაკონი და ვოკალისტი. აწ განსვენებული უწმინდესი და უნეტარესი ეფრემი (სიდამონიძე), პატრიარქი დავით V (დევდარიანი). პროტოპრესვიტერი პახუმ ობოლაძე, დეკანოზი გიორგი ჩაჩუა, დეკანოზი ვიქტორ შალამბერიძე, მოიხსენიოს უფალმა სასუფეველსა შინა და დაამკვიდროს უფალმა სული იმათი, სადაც მართალნი განისვენებენ. მათმა ლოცვამ და სულისკვეთებამ შემაძლებინა სასწავლებლის დამთავრება და თუ ჩემში არსებობს ღვთისა და ერის სიყვარული, ეს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია II-ის დამსახურებაა“ 1974 წელს მამა რევაზმა კათოლიკოს-პატრიარქ დავით V-ის რეკომენდაციით მოსკოვში, ზაგორსკის სასულიერო აკადემიაში განაგრძო სწავლა. აკადემიაში რუსეთის პატრიარქ პიმენთან (იზვეკოვი) მსახურობდა, ხოლო არდადეგებზე, საქართველოში ყოფნის პერიოდში, იგი ქუთაისის საკათედრო ტაძარში ასრულებდა დიაკვნის მოვალეობას.


1977 წლის 9 ნოემბერს გარდაიცვალა უწმინდესი და უნეტარესი დავით V. წმინდა სინოდის გადაწყვიტილებით, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია (ოლაშვილი) პატრიარქის მოსაყდრედ დადგინდა, ხოლო 1977 წლის 23 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს. იმავე წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოველში მოხდა მისი ინტრონიზაცია. პატრიარქს მიეკუთვნა სახელი ილია II.

1978 წლის 23 აპრილს, ბზობის დღესასწაულზე, სიონის საპატრიარქოში ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მოსკოვის სასულიერო აკადემიის IV კურსის სტუდენტი, დიაკონი რევაზი მღვდლის ხარისხში აიყვანა. 1978 წლის მაისში მამა რევაზმა წარჩინებით დაასრულა აკადემია და სამშობლოში დაბრუნდა. კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, იგი სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურად დაინიშნა.

1979 წელს მღვდელი რევაზი ქუთაისის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად გადაიყვანეს. მალევე იგი ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა და დეკანოზის წოდება მიენიჭა. ახალგაზრდა და ენერგიული მოძღვარი პირველივე დღიდან შეიყვარა ქ. ქუთაისის მრევლმა. ქალბატონი თამარ ბაგრატიონ-მუხრანელი ასე იხსენებს მამა რევაზის მსახურების პირველ წლებს: „შეუძლებელი იყო, ადამიანს მოესმინა მისი ქადაგება და გულგრილი გამოსულიყო ტაძრიდან. კარგად მოგეხსენებათ ის ავადსახსენებელი პერიოდი -- საბჭოთა კომუნისტური რეჟიმი, როდესაც არა მარტო ახალგაზრდებს, არამედ ხანში შესულებსაც კი ეკრძალებოდათ ეკლესიაში შესვლა და სანთლის დანთება. აი, სწორედ მაშინ, მამა რევაზმა იკისრა ღვთისმსახურის მძიმე ჯვრის აღება -– თავისი მაღალი ღირსებით, ზნეობით, ერუდიციითა და არაჩვეულებრივი ხმით. ამ უკანასკნელმა დიდი გავლენა მოახდინა მრევლზე, ვინაიდან იმ პერიოდში იშვიათი იყო ასე ხმამაღალი, გაბედული ტონით ქადაგება. ტაძრის ეზოშიც კი ისმოდა მისი მჭექარე ხმა, რათა ახალგაზრდები მიეზიდა უფლისაკენ და ჭეშმარიტი სარწმუნოებისაკენ“. 1988 წლის 27 აგვისტოს ქუთათელ-გაენათელმა



ქვედა რიგში მარცხნიდან დეკანოზი ილია კიკვაძე, დეკანოზი რევაზ მოსეშვილი, დეკანოზი თეიმურაზ არველაძე, ზედა რიგში დიაკონი ანტონ ოჩიგავა, დეკანოზი გიორგი გაბუნია, დეკანოზი ავთანდილ გრძელიძე. ქ. ქუთაისი 2005წ.

19-2  საპატრიარქოს უწყებანი N19 19-25მაისი 2011წ გვ.19

დეკანოზი რევაზ მოსეშვილი 1954-2011 (გაგრძელება)

ეპისკოპოსმა კალისტრატემ (მარგალიტაშვილი) მრავალი წლის მანძილზე დადუმებული გელათის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია აკურთხა. მამა რევაზმა დიდი წვლილი შეიტანა გელათის უძველესი მონასტრის ხელახალ აღორძინებასა და მის განახლებაში. კათოლიკოს-პატრიარქ ილია I-ის ლოცვა-კურთხევით, მონასტრის პირველ წინამძღვრადაც სწორედ იგი დადგინდა. 1988 წლის 21 სექტემბერს გელათის მონასტერში წარმოთქმულ ქადაგებაში უწმინდესი და უნეტარესი ილია II აღნიშნავდა: „დღეს გაიხსნა გელათი და დღეს იხსნება სასულიერო აკადემია თბილისში... მიმდინარეობს გამოცდები. ეს შემთხვევითობა არ არის. ეს გაგრძელებაა იმ ძველი აკადემიისა, რომელიც იყო აქ. თითქოს ღმერთი გვეუბნება, გეყოფათ ამდენი გლოვა, გაიხარეთო. ასევე იხსნება შიომღვიმე, ანტონ მარტყოფელის მონასტერი და მრავალი სხვა. ღვთისმშობლის "ფარველობას ვხედავ მე ამაში. უამისოდ საქართველო ვერ გაუძლებდა ამდენ ტანჯვა-წამებას. სოლომონ ბრძენი ამბობს: არის ჟამი ნგრევისა და არის ჟამი შენებისა. მადლობა ღმერთს, განვლო ჟამმა ნგრევისამ და დადგა ჟამი შენებისა. ამას გილოცავთ!“ბოლო ხანებში დეკანოზი რევაზი ხშირად ავადმყოფობდა. სიცოცხლის უკანასკნელი დღეები კი, მძიმედ სნეულმა, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გაატარა. ჯერ კიდევ ახალგაზრდა მოძღვარი 2011 წლის 12 აპრილს აღესრულა. იგი 16 აპრილს, ლაზარეს შაბათს, ქუთაისის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიის ეზოში დაკრძალეს, სადაც მან 32 წელი ღირსეულად იმსახურა. 21 მაისს სრულდება 40 დღე, რაც მან დატოვა მიწიერი სამყოფელი და ზეციურში გადაინაცვლა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს დეკანოზ რევაზის უკვდავი სული დაამკვიდროს იქ, სადაცა მართალნი განისვენებენ. დეკანოზ რევაზის ქადაგება ყოველთვის გულში ღრმად ჩამწვდომი, ცრემლის მომგვრელი, ღვთიური, ჭეშმარიტი, მარტივად გასაგები და დაუვიწყარი იყო. გთავაზობთ მის ერთ-ერთ ქადაგებას თემაზე „ღმერთი -- ყოველთა წარმმართველი"„მცდარია ის შეხედულება, რომლის თანახმადაც, ღმერთმა მართალია კი შექმნა სამყარო, მაგრამ შემდეგ, დაუწესა რა მას ბუნების კანონები, თავის თავს მიანდო იგი და არ ერევა მის მოვლენათა განვითარებაში. ღმერთმა არა მარტო შექმნა სამყარო, არამედ განაგებს კიდეც მას. მან დაუდო დასაბამი ყოველ ქმნილებას და წინასწარ აქვს განჭვრეტილი მისი მომავალი. მანვე უწყის ქვეყნიერების აღსასრულის ჟამი. უფალმა წინასწარ იცოდა ნათლის ანგელოზის დაცემის შესახებ, ის რომ ადამიანი მის სიტყვას გარდახდებოდა და თავს სიკვდილს მოსწევდა, რომ საჭირო იქნებოდა კაცობრიობის ხსნა და ქვეყნად მესიის მოვლინება. მაგრამ ამან შეიძლება გვიბიძგოს იმ მოსაზრებისაკენ, რომ ყოველივე წინასწარ არის განსაზღვრული ღვთის მიერ და ჩვენ მხოლოდ მისი ნების ბრმა აღმსრულებლები ვართ, მაგრამ ეს მოსაზრება საფუძველშივე მცდარია. უფალმა ადამიანი თავის ხატად და მსგავსად შექმნა. ეს გულისხმობს მასში გონებასთან და უკვდავ სულთან ერთად თავისუფალი ნების არსებობასაც, თავისუფალი ნება კი -– თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალებას. ადამიანს ყოველთვის აქვს შესაძლებლობა -– გააკეთოს არჩევანი, სულ ცოტა ორ სათუო ქცევას შორის, რომელთაგან ერთი მას ღმერთთან დაახლოებს, ხოლო მეორე დააშორებს მისგან, ანუ გააკეთოს არჩევანი ბოროტსა და კეთილს, ცოდვასა და მადლს შორის. ამდენად, მართალია, ღმერთმა წინასწარ იცის, თუ როგორი არჩევანის წინაშე დადგება ადამიანი, მაგრამ იგი მას არ ართმევს მოქმედების, არჩევანის გაკეთების თავისუფლებას. მაგრამ ისმის კითხვა: თუკი ადამიანს ძალუძს კეთილის არჩევა და უფალსაც სურს, რომ ადამიანიც მისკენ ისწრაფვოდეს, რატომ ხდება რომ ადამიანი ძალზე ხშირად ბოროტების ქმნას ამჯობინებს? ამის გასაგებად მივმართოთ პავლე მოციქულს: „რამეთუ შეაყენნა ღმერთმან ყოველნივე ურჩებასა, რაითა ყოველნი შეიწყალნეს. ჰოი, სიღრმე სიმდიდრისა და სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაი! ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი და გამოუკულეველ არიან გზანი მისნი! რამეთუ ვინ ცნა გონებაი უფლისაი? ანუ ვინ თანამზრახველ ეყო მას? ანუ ვინ წინაისწარ მი-რაი-მე-სცა მას და კუალად მიეგოს მას? რამეთუ მისგან და მის მიერ და მისა მიმართ არს ყოველი. მისა დიდებაი უკუნითი უკუნისამდე. ამინ“ (რომ. 11, 32-36). ღმერთმა ისე მოაწყო ცოდვაში ჩაფლული კაცობრიობის საქმე, რომ ადამიანებს თავი ისე ეგრძნოთ, როგორც შებორკილებსა და დილეგში დამწყვდეულებს და თავიანთი ცოდვილი მდგომარეობით გატანჯულიყვნენ. აქედან გამომდინარე, პავლე მოციქული იმას კი არ ამბობს, რომ ღმერთმა მიიყვანა ადამიანები ურჩობის ცოდვამდე, არამედ იმას, რომ მან აღძრა


19-3  საპატრიარქოს უწყებანი N19 19-25მაისი 2011წ გვ.20

დეკანოზი რევაზ მოსეშვილი 1954-2011 (დასასრული)

ცოდვილებში ცხონების საქმეში უძლურების გრძნობა და ლმერთის წინაშე საკუთარი პასუხისმგებლობის შეგნება. ეს კი ასე გააკეთა: წარმართებს საშუალება მისცა ცოდვებსა და ვნებებში ამოგანგლულიყვნენ, ხოლო ებრაელებს -– ბნელში მსხდარიყვნენ და ამაო ფუსფუსით, სიტყვასიტყვით აღესრულებინათ სჯულის მითითებანი. ყოველივე ღვთისაგან არის, ღვთის მიერ და ღვთისკენ მიემართება ეს კი არის დიდებისმეტყველების ძირითადი აზრი. სიბრძნე ეს არის ღვთაებრივი სიბრძნე, რომელსაც ღმერთი ფლობს და რომელსაც ავლენს ადამიანის ცხონების საქმეში. მეცნიერება ეს შემეცნებაა, რომელსაც ჩვენ შევიძენთ ღვთის არსებისა და მოქმედებათა შესახებ ხსნის დიად საქმეზე ფიქრით. ღმერთი არის სინათლის წყარო ეს არის სწორედ სახარებაში გაბრწყინებული სიბრძნე და მის ნათელში ჩვენც სინათლეს ვხედავთ. სწორედ ეს არის მეცნიერება ღვთისა, ანუ შემეცნება ღვთისა, რომელსაც ვღებთ სახარებიდან. „ხოლო დღისა მისთვის და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცათა შინა, არცა ძემან, არამედ მამამან“ (მარკ. 13, 32). მეორედ მოსვლის დღის შესახებ, რასაკვირველია, წინასწარ იცის მამა ღმერთმა. მაგრამ რას უნდა ნიშნავდეს „არცა ძემან?“  ნუთუ უფალი იესო ქრისტე თავისი ბუნებით მამისაგან განსხვავებულია ან მისი ცოდნა შეზღუდულია მამის ცოდნისგან განსხვავებით (სხვათა შორის, მათეს სახარებაში ანალოგიურ მუხლში ძე არ არის ნახსენები)? ამ საკითხზე ეკლესიის მამათა შორის აზრთა სხვადასხვაობას ვხვდებით, მაგრამ თუ მათ გამონათქვამებს შევაჯერებთ, იმ დასკვნამდე მივალთ, რომ ძემ თუმცა კი იცის მეორედ მოსვლის ჟამი, მაგრამ მას არ სურს განუცხადოს იგი თავის მოწაფეებს, რადგან ეს მათ სარგებლობას არ მოუტანს: იმის ცოდნა, რომ სამსჯავრომდე კიდევ შორია, მათ დაუდევრებს გახდიდა ღვთისმოსაობაში. ეს აზრი ერთ-ერთ განმმარტებელს (ლაგრნეს) ასე აქვს გამოხატული: ძემ იცის, მაგრამ მამისგან არა აქვს „დავალებული“, რომ თქვას ამის შესახებ და მხოლოდ ამ გაგებით „არ იცის“ ძემ, როგორც წარმოგზავნილმა მესიამ (როგორც კაცმა) და არა, როგორც ღმერთმა, რადგან ეს არ შედის მის უფლებამოსილებაში - განუცხადოს ადამიანებს ქვეყნიერების აღსასრულის ჟამი. ის, რომ ღმერთია ყოველთა წარმმართველი, და ისიც, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს გარკვეული თავისუფლება არჩევანისა, გარკვეულ პასუხისმგებლობას აკისრებს ადამიანს უფლის წინაშე: „და შენ ისმინო ზეცით განმზადებულისაგან საყოფელისა შენისა, და მოწყალე ექმენ, და ქმნე და მოსცე კაცსა გზისაებრ მისისა, ვითარც უწყი გული მისი, რამეთუ შენ მხოლომან თვით უწყნი გულნი ყოველთა ძეთა კაცთანი“ (3 მეფ. 9, 29). „ნუ იქადით, ნუცა იტყვით მაღალსა გარდარეულად, ნურცა აღმოვალნ მდიდრად სიტყვა პირისაგან თქუენისა, რამეთუ ღმერთი არს მეცნიერებათ უფალი და ღმერთმა განმზადნეს საქმენი თვისნი“


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.11.2025
ბოლო რედაქტირება 04.11.2025
სულ რედაქტირებულია 6





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0