გლდანის მემორიალის სრული სია გადადი ლინკზე
თამაზ (ტუსა) ჟვანია, ტუსას მამა სენაკელი იყო, დედა – ზუგდიდის რაიონის სოფელ ანაკლიიდან, თვითონ ტუსა გაგრის რაიონის დაბა განთიადში დაიბადა და 21 წელიწადი იქ იცხოვრა.
ძალიან უყვარდა სენაკი, მისი მამის ძირძველი სამკვიდრო,დედულეთი, გაგრა – მისი საგაზრდილო და, რასაკვირველია, მთელი საქართველო, რომელსაც 21 წლის ასაკში შესწირა თავი.
ის დაიბადა 1971 წლის 6 ოქტომბერს. 1988 წელს საშუალო სკოლის კურსი დაასრულა სოფელ განთიადში და იქვე დაიწყო მუშაობა მაღაზიაში გამყიდველად, თან დაუსწრებლად სწავლობდა ბათუმის სავაჭრო ტექნიკუმში ემზადებოდა უმაღლესი ეკონომიკური განათლების მისაღებად,
მაგრამ სეპარატისტებმა ომი გამოუცხადეს ქართველ ხალხს და ყველაფერი აირია,მშვიდობიანი მოსახლეობა მისი საცხოვრისიდან აიყარა და ვინ სად გაიხიზნა და ვინ სად. ტუსას დედაც იძულებული გახდა დაეტოვებინა მისი სახლ-კარი... მაგრამ ტუსამ ბრძოლის გზა აირჩია, ის ჩაირიცხა გია მორგოშიას ხელმძღვანელობთ მოქმედ პარტიზანულ რაზმში. დედამ ერთხანს არაფერი იცოდა შვილზე. ბოლოს დადგა ის წყეული დღეც (1992 წლის 5 ნოემბერი)...
დედამ შესძლო შვილის საფლავის მონახვა და შვილი თამაზი (ტუსა) იქ გადაასვენა, სადაც მამამისი – სულხან ჟვანია ესვენა.
ღმერთმა აცხონოს ჩვენი თამახ (ტუსა) ჟვანია!