სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11217

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ბადრი ჟვანია 1963-92წწ გარდ. 29 წლის, სოფ. შრომა სოხუმი ავღანათის ბატალიონი, დაბ. სოფ. ფშაფი გულრიფში ბადრი ჟვანია 1963-92წწ გარდ. 29 წლის, სოფ. შრომა სოხუმი ავღანათის ბატალიონი, დაბ. სოფ. ფშაფი გულრიფში

1963-1992 წწ. გარდ. 29 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ჟვანია სია

გულრიფში გამოჩენილი ადამიანები სრული სია

63       ბეჭდვა

ბადრი ჟვანია 1963-92წწ გარდ. 29 წლის, სოფ. შრომა სოხუმი ავღანათის ბატალიონი, დაბ. სოფ. ფშაფი გულრიფში

ბადრი ნოდარის ძე ჟვანია
დაბადებული 1963 წლის 25 სექტემბერს გულრიფშში. ცოლშვილიანი. ავღანეთის ბატალიონი.
თავდადებით იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის.

დაიღუპა 1992 წლის 3 ნოემბერს შრომა-კამანთან მოწინააღმდეგის შემოტევის დროს გმირის სიკვდილით.
გადმოსვენებული არ არის.
დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით.


წყარო მარინა ნაჭყებია დაიბადა სოხუმში 1956 წლის 24 დეკემბერს

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას მრავალი ქართველი შეეწირა. ერთ-ერთი მათგანი ბადრი  ჟვანიაა. ბადრი ჟვანია 1963 წელს დაიბადა აფხაზეთში (გულრიფში). იქვე დაამთავრა სოფელ ფშაფის სკოლა. 1982-1984 წლებში მსახურობდა ავღანეთში. ყანდაარში საბრძოლო ოპერაციების დროს მიღებული ჭრილობის გამო თვალი დაკარგა. გარკვეული პერიოდი მკურნალობდა ტაშკენტში.
             ბადრი ჟვანია 1984-1992 წლებში ცხოვრობდა თბილისში, „ბაგების სტუდქალაქში“, დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.
             იგი 1992 აგვისტოდან საქართველოს ერთიანობისთვის იბრძოდა აფხაზეთში „ავღანელთა ბატალიონის“ შემადგენლობაში. აფხაზეთიდან მცირე ხნით დაბრუნა იაღლუჯის საწვრთნელ ბაზაზე, სადაც როგორც ინსტრუქტორი წვრთნიდა აფხაზეთში მიმავალ მებრძოლებს. გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ გაემგზავრა აფხაზეთში და კვლავ აქტიურად ჩაერთო საომარ მოქმედებებში, იგი გამოირჩეოდა განსაკუთრებული საბრძოლო უნარითა და სიმამაცით. 1992 წლის 3 ნოემბერს, სოფელ შრომასთან გამართულ ბრძოლაში გაანადგურა მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილები და ქვეითთა საბრძოლო მანქანა, მაგრამ თავად დაიღუპა. დასაფლავებულია მშობლიურ აფხაზეთში (გულრიფში, სოფელი ფშაფი). გარდაცვალების შემდეგ დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით. 
               ბადრი ჟვანიას დარჩა მეუღლე და ვაჟი - მანანა და ლაშა ჟვანიები, რომლებიც დღემდე ცხოვრობენ „სტუდქალაქში“. აღნიშნულ საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს შესასვლელთან განთავსებულია ბადრი ჟვანიას მემორიალური დაფა.
               მიუხედავად ბადრი ჟვანიას დიდი დამსახურებისა, სამაგალითო მამულიშვილობისა, სამწუხაროდ, დღემდე სათანადოდ არ არის მისი თავდადება დაფასებული.
„ამ დროს დავიბადე მე, უგზო-უკვლოდ განათლებული ისტორიკოსი, სად არ ვყოფილვარ და რა არ მინახავს, თქვენ რა იცით. თქვენ რა იცით ვინა ვარ.მგონია, მე ვარ ამოუცნობი და რთული პიროვნება. გარეგნულად შეიძლება ვიყო უბრალო და ხუმარა, მაგრამ, ჩემის აზრით, მე თვითონ ნაღდად არ ვიცი როგორი ვარ, ვცდილობ ყველასთან კეთილად ვიყო განწყობილი. ვცდილობ ყველა ადამიანს გავუგო, როგორიც არ უნდა იყოს იგი. ყველასთან შეიძლება გამოვნახო საერთო ენა, მაგრამ შეფასებისამებრ ვიქცევი მასთან, როგორც ჩემის აზრით,მას ეკადრება. რამდენადაც სწორია ჩემი საქციელი ამა თუ იმ მომენტში, რაც გარეგნულად შესამჩნევია, მე მგონი, ამას თქვენ თვითონ შეაფასებთ, ისე ყველა ამხანაგთან მინდა ვიყო ამხანაგი, მეგობართან მეგობარი, და ქალთან ძმაკაცი,ძმაკაცთან ძმაკაცი. კიდევ მიყვარს ჩემი სამშობლო ყველაზე მეტად, მის ავ-კარგს განვიცდი და რეაქციაც შესაბამისი მაქვს. მიყვარს ყველა ის ერი და ეროვნება, ვინც ჩემს ქვეყანაში ცხოვრობს და, რა თქმა უნდა, ეს მათი ქვეყანაცაა.მიყვარს ჩემი ცოლ-შვილი, მიყვარს ყველა ამხანაგი, ვისთანაც ცხოვრების გარკვეული პერიოდი გამიტარებია“.
ეს სიტყვები სოფელ შრომასთან დაღუპულ ჭაბუკს ბადრი ჟვანიას ეკუთვნის.




ინფორმაცია მოგვაწოდა და ითნამშრომლა ლევან თეიმურაზის ძე ჟვანია, ისტორიკოსი დაბ. 13 ნოემბერი 1985 წ. დაბ. გულრიფში 

კვლავ შეძრა გული და გონება აფხაზეთის სოფელ შრომასთან 3 ნოემბერს დატრიალებულმა ტრაგედიამ, დაიღუპნენ ავღანეთის ომგამოვლილები, საქართველოს პარლამენტის წევრი ნუგზარ მიხანაშვილი, ვაჟა ბანეთიშვილი, ვიტალი სუვორიანი, კობა აბზიანიძე, ბადრი ჟვანია, სოსო გრიგოლავა.

.. 10 ნოემბერს ქართველი საზოგადოებრიობა გამოეთხოვა ნუგზარ მიხანაშვილს, ვაჟა ბანეთიშვილს, ვიტალი სუვორიანს, სოსო გრიგოლავას, რომელთა ცხედრები დასვენებული იყო კინოს სახლში. ბადრი ჟვანია – გულრიფშის რაიონის მკვიდრი – სოფელ დრანდაში წაასვენეს მშობლებმა, ხოლო კობა აბზიანიძეს ხუთშაბათს დაკრძალავენ.

ვაჟა ბანეთიშვილი 1992წ. გარდ. სოფ. შრომა სოხუმი აფხაზეთი  დაბ. თბილისი 

ნუგზარ მიხანაშვილი 1956-92წწ გარდ. აფხაზეთში დაბ. გორი


სუვორიანი ვიტალი გარდ. 1992წ. სოფ. შრომა აფხაზეთი დაბ. თბილისი 


სოსო აბზიანიძე 1965-92წწ. გარდ. სოფ. შრომა სოხუმი აფხაზეთი დაბ. თბილისი


ბადრი ჟვანია 1963-92წწ გარდ. 29 წლის, სოფ. შრომა სოხუმი ავღანათის ბატალიონი, დაბ. სოფ. ფშაფი გულრიფში


სოსო გრიგოლავა ს ფოტო ვერ მოვიძიეთ

ბადრი ჟვანია დაიბადა 1963 წლის 25 სექტემბერს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი; 1982-1984 წლებში მსახურობდა ავღანეთში. ყანდაარში საბრძოლო ოპერაციების დროს მიღებული ჭრილობის გამო მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა; ავღანეთის ომში გამოცდილი მებრძოლი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში ‘’ავღანელთა სპეცდანიშნულების ბატალიონთან’’ ერთად ჩაება, რომელიც 1992 წლის 29 აგვისტოდან იბრძოდა აფხაზეთში. აფხაზეთიდან მცირე ხნით დაბრუნდა იაღლუჯის საწვრთნელ ბაზაზე და როგორც ინსტრუქტორი, წვრთნიდა აფხაზეთში მიმავალ მოხალისეებს. იყო ოცმეთაური. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ისევ აფხაზეთში გაემგზავრა და კვლავ აქტიურად ჩაერთო საომარ მოქმედებებში, იგი გამოირჩეოდა განსაკუთრებული საბრძოლო უნარითა და სიმამაცით. 1992 წლის 3 ნოემბერს, შრომა-კამანთან გამართულ ბრძოლაში გაანადგურა მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილები და ქვეითთა საბრძოლო მანქანა, მაგრამ თავად დაიღუპა. დასაფლავებულია მშობლიურ კუთხეში. ბადრი ჟვანიას დარჩა მეუღლე და ვაჟი.

‘’მიყვარს ჩემი სამშობლო ყველაზე მეტად, მის ავ-კარგს განვიცდი და რეაქციაც შესაბამისი მაქვს. მიყვარს ყველა ის ერი და ეროვნება, ვინც ჩემს ქვეყანაში ცხოვრობს და, რა თქმა უნდა, ეს მათი ქვეყანაცაა.მიყვარს ჩემი ცოლ-შვილი, მიყვარს ყველა ამხანაგი, ვისთანაც ცხოვრების გარკვეული პერიოდი გამიტარებია“... ეს სიტყვები ბადრი ჟვანიას ეკუთვნის.

მანანა - ბადრი ჟვანიას მეუღლე_ სტუდენტობისას გავიცანით ერთმანეთი და მალევე შევუღლდით. ერთი წლის თავზე ვაჟი, ლაშა შეგვეძინა. ვცხოვრობდით სტუდენტური ცხოვრებით_მეგობრები ხშირად იყრიდნენ თავს ჩვენთან, ყველას უყვარდა ჩვენს პატარა ოჯახში სტუმრობა. ბადრი დიდი გულის ადამიანი იყო სიყვარულის გამორჩეული ნიჭით. ან ლექციებზე გახლდათ, ან თუ სახლში იყო მხოლოდ წიგნით ხელში_ კითხვა უყვარდა, სულ კითხულობდა.. ხეზე კვეთა ეხერხებოდა და ძალიან ლამაზი ნამუშევრები დატოვა, მათ შორის, სვეტიცხოვლის დიდებული ტაძარი თავისივე გალავნით... საქართველოზე უზომოდ შეყვარებულმა, ზედმიწევნით კარგად იცოდა თავისი სამშობლოს ისტორია. ბევრჯერ ცრემლიც დამინახავს მის თვალზე, როცა რომელიმე ისტორიულ ნარკვევს კითხულობდა. სულ მეუბნებოდა:’მე ჯერ ჩემი სამშობლო მიყვარს, მერე ჩემი ოჯახიო’’... ვიცოდი, რომ მისთვის სამშობლო იყო უპირველესი და ეს თავისი სიცოცხლით და სიკვდილითაც დაამტკიცა! როგორც კი ‘’ავღანელთა ბატალიონი’’ შეიქმნა, უმალ გაწევრიანდა_ საბრძოლო მოქმედებების დროს,გამოცდილი ,ალიან მნიშვნელოვანი და სასიცოცლოდ აუცილებელი იყო. ბადრის დიდი გამოცდილება ჰქონდა ავღანეთში მიღებული, I კლასის სნაიპერი გახლდათ... ერთხელ,მახსოვს მითხრა_არაფრის მეშინია, გარდა ზურგიდან ღალატისო...

... იმ ავბედით 1992 წლის შემოდგომაზე,დედასთან, იმერეთში ვიყავი ჩვენ 4 წლის ლაშასთან ერთად. ძალიან ცუდი წინათგრძნობა მქონდა, ოღონდ, არ ვიცოდი, რატომ... სულ მეჩვენებოდა, რომ ბადრის ფოტოს ტელევიზიით ვნახავდი... 4 ნოემბერს, ჩვენთან, აფხაზეთიდან ბადრის ძმა და მისი მეგობარი ჩამოვიდნენ; რომ დავინახე,. გამიკვირდა და ვკითხე_ რა ხდება, რატომ ჩამოხვედით მარტო,ბადრი სადაა-მეთქი. ბადრი დაიჭრა და სოხუმის საავადმყოფოში წევსო. იცრუეს... საშინელი თავსხმა წვიმა იყო და გავიქეცი_გზაში ვიძახდი, რომ დამინახავს, აუცილებლად კარგად გახდება, თბილისში გადმოვიყვან და მე მივხედავ-მეთქი. ზუგდიდამდე დიდი სირთულეებით ჩავაღწიე, იქიდან კი გალამდე, ფეხით, თავსხმა წვიმაში ვიარე, გალიდან კი, გადავფრინდით სოხუმის აეროპორტში. სოხუმში ჩასვლამდე შეპარვით შემატყობინეს შემზარავი ამბავი, რომ ბადრი აღარ იყო_ 3 ნოემბერს, საომარი მოქმედებების დროს დაღუპულა...

 იქ დავკრძალეთ, სადაც თავისი ბავშვობა გაატარა!.. 40 დღე იქ ვიყავი და თითქმის ყველა დღე ჩავუვლიდი იმ ადგილს, სადაც ბადრი დავკრძალე. ომის ქარცეცხლში განვლო ამ დღეებმა, იყო მუდმივი სროლები, ტერორი... ისეთი ტრაგედიები ხდებოდა ირგვლივ, საკუთარ სიცოცხლესაც დაგავიწყებდა და სიკვდილსაც. არა ერთგზის ვცადე წამოსვლა, მაგრამ როგორც კი აეროპორტში მივიდოდი და დავინახავდი, როგორ მიასვენებდნენ ჩვენს ომში დაღუპულ ბიჭებს, ვერ ავდიოდი სალონში და უკან ვბრუნდებოდი. დეკემბრის ბოლოს, შიშით და ტკივილით სავსე,  გამოვფრინდი გადავსებული თვითმფრინავით, სადაც ხალხი ფეხზე იდგა.. წამოვედი იმ იმედით, რომ მალევე დავბრუნდებოდი...

... ბადრის ამქვეყნიურ სიცოცხლესთან ერთად იქ,აფხაზეთში დასრულდა ჩემი ბედნიერების ხანა. ვიცოდი, რომ მხოლოდ ჩვენი ვაჟისთვის უნდა მეცოცხლა და ის ღირსეულ კაცად უნდა გამეზარდა! სისუსტის უფლება არ მქონდა... ამიერიდან მე უნდა ვყოფილიყავი მისთვის დედაც და მამაც! მადლობა უფალს, ღირსეული შვილი გავზარდე და ვიცი, ოდესმე, ‘’იმ ცხოვრებაში’’, როცა მე და ბადრი ისევ შევხვდებით, აუცილებად მეტყვის მადლობას ჩვენი ლაშასთვის! ამით და ლაშას შესანიშნავი ოჯახით ვარ უზომოდ ბედნიერი.

ვცდილობ, იმ მწარე დღეებზე არასოდეს ვისაუბრო.. ის უდიდესი ტკივილით სავსე დღეები მთელს ჩემს ცხოვრებას ჩაეკირა და ასე მოვდივართ ერთად, აგერ უკვე 30 წელია, მაგრამ გეფიცებით, არასოდეს დამიკარგავს იმედი, რომ აფხაზეთში ისევ ჩავალ და იმ მიწას მოვეფერები, სადაც ბადრი დავტოვე..."

ბესო ბერიანიძე, ბადრი ჟვანიას თანამებრძოლი: " ბადრის ავღანეთის ბატალიონიდან ვიცნობდი. ის იყო არაჩვეულებრივი პიროვნება. აფხაზეთის ომში ერთად ვიბრძოდით, 1992 3 ნოემბერს დაიღუპა, ჩემს გვერდით სოფელ შრომასთან,ორმხრივი შეტაკების დროს. იმ დღეს კიდევ 5 ჯარისკაცი დავკარგეთ  - ნუგზარ მიხანაშვილი, ვაჟა ბანეთიშვილი, ვიტალი სუვურიანი, კობა აბზიანიძე და სოსო გრიგოლავა_ ნათელი დაადგეს ამ ვაჟკავების სულებს!

 აფხაზეთის ომამადე ავღანეთის ომში ვმონაწილეობდით,  მაგრამ აფხაზეთის ომი ეს ჩვენთვის პირადი ტკივილი იყო და ბადრისთვის მითუმეტეს_ მის მშობლიურ კუთხეს ეხებოდა საქმე. მან იცოდა, რაზეც მიდიოდა. თავის ქვეყანაზე და ოჯახზე უზომოდ შეყვარებული კაცი იყო, ძალიან განათლებული, უღალატო მეგობარი, ვაჟკაცი,რომელსაც ყველა ბრძოლაში ულაპარაკოდ გაყვებოდი, თვალდახუჭული დაეყრდნობოდი. ვამაყობ, რომ მისი თანამებრძოლი ვიყავი!

ბადრი ჟვანია (სიკვდილის შემდეგ) დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით. 

წყარო https://www.facebook.com/veteranebi/posts/pfbid0UHW4pUr4bVKqqH43jUXJA47LPGJsoXcbw6J5Eig7WACzrywzjFLD7q8R9ZNHQFs1l


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.04.2021
ბოლო რედაქტირება 11.11.2022
სულ რედაქტირებულია 7





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0