სოსო (კობა) ოლივერის ძე აბზიანიძე დაიბადა 1965 წლის 6 აგვისტოს,1979 წელს
დაამთავრა თბილისის 156-ე საშუალო სკოლის 8 კლასი, 1979 –1983 წლებში კი წითელ დიპლომზე დაამთავრა თბილისის უშანგი ჩხეიძის სახელობის სამშენებლო ტექნიკუმი. 1984-1986 წლებში ავღანეთში მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური. შემდეგ დაუსწრებლად დაამთავრა როსტიის სამშენებლო ინსტიტუტი. ამავე დროს მუშაობდა შ. ს. ს. სპეცდანიშნულების რაზმში,მიღებული აქვს მრავალი მადლობა ჯილდო.მიიღო მონაწილეობა სომხეთში (სპიტაკში) მიწისძვრით დაზარალებულთა გამოსაყვანად.
1989 წლის 9 აპრილს კი ქართველი ხალხის ინტერესების დასაცავად რუსთაველის პროსპექტზე იდგა, ვაჟკაცურად აღუდგა წინ მშვიდობიან მომიტინგეთა დარბევას, რის გამოც ტრავმირებული იწვა შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰოსპიტალში.
სოსო (კობა) აბზიანიძე 1991 წლიდან პოლიციის ლეიტენანტის წოდებით სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე მუშაობდა საქ.რესპუბლიკის ეკოლოგიის პოლიციის სამმართველოში ოპერატიული ინსპექციის უფროსად. მთელი მისი მოღვაწეობის მანძილზე 1986-1992 წლამდე იღებდა მონაწილეობას საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში და ერის სამსახურში იდგა (შიდა ქართლის კონფლიქტში, ბოლნისში, აფხაზეთში). 1992 წლის 28 აგვისტოს იგი ავღანეთის სპეციალლურ ასეულთან ერთად გაემგზავრა აფხაზეთში სამშობლოს დასაცავად, 3 ნოემბერს გმირულად დაიღუპა სოფელ შრომასთან, უთანასწორო ბრძოლაში, სასიკვდილოდ დაჭრილი მეგობრის ვაჟა ბანეთიშვილის გამოყვანის დროს.
დაკრძალულია საბურთალოს პანთეონის ძმათა სასაფლაოზე. მთავრობის დადგენილებით თბილისის ერთ-ერთ ქუჩას მინიჭებული აქვს მისი სახელი.
კვლავ შეძრა გული და გონება აფხაზეთის სოფელ შრომასთან 3 ნოემბერს დატრიალებულმა ტრაგედიამ, დაიღუპნენ ავღანეთის ომგამოვლილები, საქართველოს პარლამენტის წევრი ნუგზარ მიხანაშვილი, ვაჟა ბანეთიშვილი, ვიტალი სუვორიანი, კობა აბზიანიძე, ბადრი ჟვანია, სოსო გრიგოლავა.
.. 10 ნოემბერს ქართველი საზოგადოებრიობა გამოეთხოვა ნუგზარ მიხანაშვილს, ვაჟა ბანეთიშვილს, ვიტალი სუვორიანს, სოსო გრიგოლავას, რომელთა ცხედრები დასვენებული იყო კინოს სახლში. ბადრი ჟვანია – გულრიფშის რაიონის მკვიდრი – სოფელ დრანდაში წაასვენეს მშობლებმა, ხოლო კობა აბზიანიძეს ხუთშაბათს დაკრძალავენ.
ვაჟა ბანეთიშვილი 1992წ. გარდ. სოფ. შრომა სოხუმი აფხაზეთი დაბ. თბილისი
ნუგზარ მიხანაშვილი 1956-92წწ გარდ. აფხაზეთში დაბ. გორი
სუვორიანი ვიტალი გარდ. 1992წ. სოფ. შრომა აფხაზეთი დაბ. თბილისი
სოსო აბზიანიძე 1965-92წწ. გარდ. სოფ. შრომა სოხუმი აფხაზეთი დაბ. თბილისი
სოსო გრიგოლავას ფოტო ვერ მოვიძიეთ
სოსო (კობა) აბზიანიძე 1991 წლიდან პოლიციის ლეიტენანტის წოდებით სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე მუშაობდა საქ. რესპუბლიკის ეკოლოგიის პოლიციის სამმართველოში ოპერატიული ინსპექციის უფროსად.
მთელი მისი მოღვაწეობის მანძილზე 1986—1992 წლამდე იღებდა მონაწილეობას საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში და ერის სამსახურში იდგა (შიდა ქართლის კონფლიქტში, ბოლნისში, აფხაზეთში). 1992 წლის 28 აგვისტოს იგი ავღანეთის სპეციალურ ასეულთან ერთად გაემგზავრა აფხაზეთში სამშობლოს დასაცავად. 3 ნოემბერს გმირულად დაიღუპა სოფელ შრომასთან, უთანასწორო ბრძოლაში, სასიკვდილოდ დაჭრილი მეგობრის ვაჟა ბანეთიშვილის გამოყვანის დროს.
სოსო (კობა) ოლივერის ძე აბზიანიძე დაიბადა 1965 წლის 6 აგვისტოს. 1979 წელს დაამთავრა თბილისის 156-ე საშუალო სკოლის 8 კლასი,
1979 1983 წლებში კი წითელ დიპლომზე დაამთავრა თბილისის უშანგი ჩხეიძის სახე- ლობის სამშენებლო ტექნიკუმი.
1984—1986 წლებში ავღანეთში მოიხადა სამ- ხედრო სავალდებულო სამსახური. შემდეგ დაუსწრებლად დაამთავრა როსტოვის სამშენებლო ინსტიტუტი. ამავე დროს მუშაობდა შ.ს.ს. სპეცდანიშნულების რაზმში. მიღებული აქვს მრავალი მადლობა და ჯილდო.
მიიღო მონაწილეობა სომხეთში (სპიტაკში) მიწისძვრით დაზარალებულთა გამოსაყვანად.
1989 წლის 9 აპრილს კი ქართველი ხალხის ინტერესების დასაცავად რუსთაველის პროსპექტზე იდგა, ვაჟკაცურად აღუდგა წინ მშვიდობიან მომიტინგეთა დარბევას, რის გამოც ტრავმირებული იწვა შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰოსპიტალში.
დაკრძალულია საბურთალოს პანთეონის ძმათა სასაფლაოზე. მთავრობის დადგენილებით თბილისის ერთ-ერთ ქუჩას მიენიჭა მისი სახელი.