კილასონია გერმანე ვლადიმერის ძე 17 აგვისტი 1913 წელიდაბადების ადგილი: ქ. ფოთი.
დაამთავრა ოდესის საფრენოსნო სკოლა 1937 წელს.
1934-1934 წლებში მუშაობდა საქ. ალკკ სამტრედიის რაიკომში. დიდი სამამულო ომის დაწყებისთანავე ჩაება ბრძოლებში. 1942 წელს დაინიშნა ესკადრელიის მეთაურად, იბრძოდა ვორონეჟის ფრონტზე. შემდეგ მონაწილეობდა უკრაინის და კიევის განთავისუფლებისათვის ბრძოლებში. განახორციელა 160 საბრძოლო გაფრენა. პირადად მოსპო 30 საველე და საზენიტო არტილერიის ქვემეხი, 5 ნაღმტყორნი, 5 ვაგონი, 73 ავტომანქანა.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 514
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- სკკპ, წევრი (1937-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1945 - საბჭოთა კავშირის გმირი
- სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
- წითელი დროშის ორდენი (2 ორდენი)
- ალექსანდრე ნეველის ორდენი
- ლენინის ორდენი
წყარო-nplg.gov.ge