სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
ტრისტან კილასონია 1960-90წწ. გარდ. სოფ. თამარაშენი ცხინვალი სამაჩაბლო დაბ. ქუთაისი იმერეთი ტრისტან კილასონია 1960-90წწ. გარდ. სოფ. თამარაშენი ცხინვალი სამაჩაბლო დაბ. ქუთაისი იმერეთი ტრისტან კილასონია 1960-90წწ. გარდ. სოფ. თამარაშენი ცხინვალი სამაჩაბლო დაბ. ქუთაისი იმერეთი

1960-1990 წწ. გარდ. 30 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი კილასონია სია

ქუთაისი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

351       ბეჭდვა

ტრისტან კილასონია 1960-90წწ. გარდ. სოფ. თამარაშენი ცხინვალი სამაჩაბლო დაბ. ქუთაისი იმერეთი

ტრისტან კილასონია 1960-90წწ.


ქუთაისში, ავტოქარხნის სამხრეთ დასახლების #8 სახლში, პირველ სართულზე, ჩიტის ბუდესავით პატარა ბინაში ცხოვრობს 32 წლის მშვენიერი ქალბატონი თამილა ლაშხია, შიდა, ქართლში დაღუპული ტრისტან კილასონიას ქვრივი და მათი ერთადერთი გოგონა -ბელა.ბელას შეუძლია უამრავი პატრიოტული ლექსი მოგიყვეთ ემოციით, რადგან სამშობლო მისთვის ამაღლებული, ისეთი ყოვლისშემძლე ძალაა, რომელსაც უფლება წაერთმია მისთვის ყვევლაზე ძვირფასი – მამა, ჯერჯერობით იგი არ სვამს კითხვას – რა უფლება გქონდათ თქვენ, უბადრუკო პოლიტიკოსებო, წაგერთმიათ ჩემთვის ბავშვობა? ჯერ არ იცის, რომ მის ერთ ცრემლადაც არ ღირს არც ერთი იდეოლოგია, სამყაროს გაჩენიდან დღემდე რომ შეუქმნიათ ადამიანებს.


თამილა კი ყვება, რომ 1990 წლის 24 აპრილს სოფელ თამარაშენში ოსებმა საშინელი წამებით მოჰკლეს მისი მეუღლე – 30 წლის ტრისტან კილასონია,რომ მისი მეუღლის, როგორც საშიში მტრის სურათი, გაკრული ჰქონდათ ოსებს კედლებზე, სტენდებზე, ხეებზე.

ყვება თბილისში გატარებული სტუდენტობის ლამა% დღეებზე, ზღაპარივით გაელვებულ სიყვარულზე, ყვება, როგორ მოიარეს ფეხით შეყვარებულებმა მთელი საქართველო, როგორ ოცნებობდნენ ენახათ აწ უკვე უცხოეთში დარჩენილი ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლები.

„ცხრა აპრილს სოფელში ვიყავი, დედასთან, რომ ჩამოვედით, ტრისტანი საწოლზე დამხობილი დამხვდა: 40 დღე შავები არ გაუხდია, სიკვდილსაც ბედი ნდომიაო, შენატროდა სიკვდილის კალოზე დაღუპულებს“.

ცხოვრობს ამ ჩიტის ბუდესავით პატარა ბინაში დედა-შვილი და განთიადიდან ვიდრე მწუხრამდე ღამეს ელოდება ძაძებით მოსილი ქალი და როცა ყველას სძინავს, იწყებს ცხოვრებას, რომელიც წარსულში ეგულება მხოლოდ:„ისევ გელოდები. ვერ ვეგუები უშენობას, საშინელებაა ასე ცხოვრება. ჩემი ტვინის ვერც ერთმა უჯრედმა ვერ აღიქვა შენი არყოფნა. მთელი არსებით შენთანა ვარ. მხოლოდ გამოგონილ სამყაროში განვაგრძობ ცხოვრებას“.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 23.07.2021
ბოლო რედაქტირება 05.05.2022
სულ რედაქტირებულია 2





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0