დავით ტოგონიძე 1966-93წწ
დავით ტოგონიძე დაიბადა საჩსერის რაიონის სოფელი არგვეთა 1966 წლის 18 აპრილს. 1972, წელს შევიდა არგვეთის
სკოლაში, მესამე კლასში იყო ავადმყოფობის გამო დედა გარდაეცვალა დავითმა მიიღო რეა კლასის განათლება.
სწავლის გაგრძელების სურვილი ჰქონდა, მაგრამ. მუხანათმა სიკვდილმა მამაც გამოაცალა ხელიდან. ოჯახური პირობების გამო მან. ვერ აისრულა ოცნება. იძულებული გახდა სწავლისთვის თავი დეაენებებინა და შრომითი საქმიანობა დაეწყო. 16 წლის დათომ მუშაობა დაიწყო სავანის მეფრინველეობის ფაბრიკაში.
რამდენიმე ხნის შემდეგ სამუშაოდ გადადის ოზურგეთში, ჩაის ფაბრიკაში, იქ დაოჯასდა. შვიდი თვის შემდეგ გაიწვიეს სამხედრო-საეალდებულო სამსახურში. სამხედროდან განთავისუფლების შემდეგ. მშობლიურ არგვეთს დაუბრუნდა და მუშაობა დაიწყო სოფლის მეურნეობაში.
დავით ტოგონიძეს თითქოს თან სდევდა ავი ბედისწერა. 1991 წლის მიწისძერამ მიწასთან გაასწორა მისი საცხოვრებელი სახლი. დავითს გული არ გაუტეხავს,
ვაჟკაცურად შეეგება სიძნელეს, დღე-ღამეს შრომაში ასწორებდა. რამდენიმე თვის შემდეგ იგი თავისი სურვილით წავიდა სამშობლოს დასაცავად. მსახურობდა
საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს პირველი საარმიო კორპუსის. “შაენაბადას– ბატალიონში. იბრძოდა სამაჩაბლოსა და აფსაზეთში. დაიღუპა 1993 წლის 16 მარტს ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის შესრულების დროს. დაკრძალულია. სოფელ არგეეთში. წა აღაეიუ. მედლით 'მსედრული გასააავვეი: დარჩა
მეუღლე და ორი მცირეწლოვანი ქალიშვილი ეკა და ნანა.