სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ზვიად ტოგონიძე 1967-93წწ. გარდ. ქ. ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. ქ. ქუთაისი იმერეთი ზვიად ტოგონიძე 1967-93წწ. გარდ. ქ. ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. ქ. ქუთაისი იმერეთი ზვიად ტოგონიძე 1967-93წწ. გარდ. ქ. ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. ქ. ქუთაისი იმერეთი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ტოგონიძე სია

ქუთაისი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

304       ბეჭდვა

ზვიად ტოგონიძე 1967-93წწ. გარდ. ქ. ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. ქ. ქუთაისი იმერეთი

დაიბადა 1967 წელს,დაამთავრა ქალაქის #13 საშუალო სკოლა,მერე ჯარში წასულა,სამხედრო  ვალის მოხდის შემდეგ "მხედრიონში" შესულა და აფხაზეთში უბრძოლია,სადაც მუხანათის ტყვიამ იმსხვერპლა.დარჩა მეუღლე და ორი ქალიშვილი.დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის  II ხარისხის ორდენით. 

სოფელ ლაბრაში ზვიად ტოგონიძის ბიჭებმა მტერს პირველებმა გაუხსნეს ცეცხლი და ალყიდან იხსნეს თანამებრძოლები. ვეფხვივით იბრძოდა ქუთაისელი ვაჟკაცი. მტერი უკუაქციეს, ბევრს კი ბრძოლის ველზე მიუჩინეს სამუდამო ადგილსამყოფელი.

ზვიადის ოცეულიდან კი მხოლოდ სამი დაიჭრა.საერთოდ, ოჩამჩირეში იგი 1992 წლის სექტემბრიდან იბრძოდა. ერთ-ერთი შეტაკების დროს ორივე ფეხში მძიმედ დაიჭრა და ქუთაისის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში ჩამოიყვანეს, შემდეგ თბილისშიც უმკურნალეს და მოარჩინეს.

როცა ასე თუ ისე ფეხზე დადგა, ქუთაისს მოაშურა, მაგრამ მხოლოდ ერთ კვირას დარჩა მშობლებთან.

– უნდა წავიდე, დედა. იქ ჩვენი ბიჭები სისხლს ღვრიან, მე აქ რა გამაჩერებს.

– თქვა და გასასვლელად გაემზადა.

– არ გიშლი, შვილო, მაგრამ ცოტა კიდევ მომჯობინდი, შვებულებაც ხომ გეკუთვნის!

– მაინც არ დაიშალა. მეორე დღეს უკვე ოჩამჩირეში იყო და თანამებრძოლებს ეხვეოდა...

ჯანმრთელობაშერყეულ ზვიადს პირველად ბრძოლის ველზე წასვლის უფლება არ მისცეს და პურის ქარხნის კომენდანტად გაამწესეს.

ითაკილა, მაგრამ რა ექნა, ბრძოლის ჟინით ანთებული ახოვანი ვაჟკაცი ბედს დამორჩილდა, მტკიცედ იცავდა ქარხანას, რომელსაც ყოველი მხრიდან ესეოდნენ არა მარტო შიმშილისაგან შეშინებული ადამიანები, არამედ ათასი ყაჩაღი თუ მძარცველი.

1993 წლის 11 აპრილი. ზვიადი ჩვეულებრივად თავის პოსტზე დგას. უეცრად ქარხნის ეზოში შემოსული „ვოლგა“ დაინახა, რომლის საბარგულში ვიღაც ახმახი ფქვილით სავსე ტომარას დებდა.

– ვერ გაგატან, მეგობარო, ხალხის ულუფაა, – უთხრა ზვიადმა მომხდურს.

– მომეშვი, თორემ ინანებ! – დაემუქრა მოძალადე.

– არ შემიძლია, კანონს ვერ დავარღვევ! – მტკიცე იყო ზვიადის გადაწყვეტილება. მან ტომარა თავისი ხელით ამოიღო საბარგულიდან.

ერთი საათიც არ იყო გასული, რომ გარეწარმა მუქარა შეასრულა. იგი ვერაგულად მიეპარა თავის პოსტზე მდგარ კომენდანტს და რევოლვერიდან თავში ორჯერ ესროლა...

ჭრილობები სასიკვდილო აღმოჩნდა.14 აპრილს ჩამოასვენეს ქუთაისში და საფიჩხიის საძმო სასაფლაოზე დაკრძალეს.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.07.2021
ბოლო რედაქტირება 25.10.2021
სულ რედაქტირებულია 1





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0