სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
გია ზურაბიშვილი 1972-1993წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. თბილისი გია ზურაბიშვილი 1972-1993წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. თბილისი გია ზურაბიშვილი 1972-1993წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. თბილისი

1972-1993 წწ. გარდ. 21 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ზურაბიშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

3       ბეჭდვა

გია ზურაბიშვილი 1972-1993წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. თბილისი

გია ზურაბიშვილი დაიბადა 1972 წლის 25 იანვარს ქ. თბილისში. I საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თეატრალური ინსტიტუტის ვიდეო-კინო სარეჟისორო ფაკულტეტზე.


ხალისიან, კეთილ, უღალატო თბილისელ ბიჭს ზედმეტ სახელად „გარკომიჩს“ ეძახდნენ მეგობრები. მეორე კურსის სტუდენტი იყო, როცა აფხაზეთის კონფლიქტი დაიწყო. არც კი დაფიქრებულა,

ისე ჩაეწერა ეროვნულ გვარდიაში. მას გია ყარყარაშვილის და ნიკუშა კეკელიძის ვაჟკაცობა ხიბლავდა და ამიტომაც ბატალიონ „გორდას“ რიგითი გახდა, როცა გაგრის ტრაგედია დატრიალდა, გიამ აფხაზების მიერ განწირული მოხუცები, რომლებიც დასახვრეტად უნდა გაეყვანათ, მარნის სარდაფიდან გამოაპარა, სატვირთო მანქანის ძარაზე მოათავსა, თავზე კარტოფილი გადააყარა და სიკვდილისგან იხსნა. 21 წლის ვაჟკაცი ყოველთვის გაჭირვების ტალკვესი იყო. ფსოუზე ბიჭებს საწვავი გაუთავდათ და მან მოახერხა თბილისიდან დროულად მიეწოდებინა მათთვის საჭირო რაოდენობა საწვავი.


თავდაუზოგავად იბრძოდა ტამიშის გათავისუფლებისთვის, ორჯერ მოახერხეს მისმა თანამებრძოლებმა ტამიშის გათავისუფლება, როცა საქართველოს ძალიან გაუჭირდა, პატიმარმა ბიჭებმა ფრონტის ხაზზე გაყვანა ითხოვეს, გარკომიჩამ 103 პატიმარი ჩაიყვანა სოხუმში. დააბინავა. გზად მომავალს ბიჭებმა უთხრეს: აფხაზებმა კინდღს ძალიან შემოუტიეს და ბიჭებს ტყვია-წამალი უჭირთო. ჩვენმა გმირმა მოახერხა ბიჭები ტყვია-წამლით მოემარაგებინა... მაგრამ საბედისწერო გამოდგა მისთვის ეს დღე, როცა ტყვია-წამალს ცლიდნენ, მათი მანქანის ძარას ყუმბარა

დაეცა და აფეთქების შედეგად გმირულად დაიღუპა სიცოცხლეზე უსაზღვროდ შეყვარებული გია.

მისი სიკვდილით გამწარებული „გორდა“-ს ბიჭები გადავიდნენ შეტევაზე.გაათავისუფლეს კინდღი და დახოცილი თბილისელი ბიჯების გვამები, აფხაზებს საბურავებით რომ შემოეღობათ და დაწვას უპირებდნენ, შეძლეს გადაერჩინათ, თუ ამას გადარჩენა ჰქვია...

გია ზურაბიშვილმა თავისი ვაჟკაცობით ძეგლი დაიდგა თანაკურსელების,ნაცნობ-მეგობრებისა და საქართველოს გულში.


 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 22.07.2021
ბოლო რედაქტირება 11.11.2021
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 12.07.2023
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0