მღვდელი მიხეილ ნიკოლოზის ძე ზურაბიშვილი
დაიბადა 1900 წელს სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევში. 1912 წელს დაამთავრა სიღნაღის პირველდაწყებითი სასულიერო სასწავლებელი, 1920 წლამდე იყო ხირსის მონასტერში. 1924-1953 წლებში მედავითნეობდა ბოდბისხევის ეკლესიაში. 1953 წლიდან გარდაცვალებამდე სოფელ ჯუგაანის ეკლესიის მღვდელი. ოჯახი ცხოვრობდა სოფელ ჯუგაანში. იგი აკადემიკოს ავლიპ ზურაბაშვილის ბიძა იყო.