სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10700

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ნუგზარ კიკვაძე 1959-26/09/93წწ. გარდ. 34 წლის აფხაზეთი დაბ. ჩოხატაური გურია ნუგზარ კიკვაძე 1959-26/09/93წწ. გარდ. 34 წლის აფხაზეთი დაბ. ჩოხატაური გურია ნუგზარ კიკვაძე 1959-26/09/93წწ. გარდ. 34 წლის აფხაზეთი დაბ. ჩოხატაური გურია

1959-1993 წწ. გარდ. 34 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი კიკვაძე სია

ჩოხატაური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

32       ბეჭდვა

ნუგზარ კიკვაძე 1959-26/09/93წწ. გარდ. 34 წლის აფხაზეთი დაბ. ჩოხატაური გურია

ნუგზარ კიკვაძე 1959-93წწ. დაიბადა ჩოხატაურში 


დაამთავრა ნიკო მარის საშუალო სკოლა 1977 წელს, 1993 წლიდან იბრძოდა აფხაზეთში, ჩოხატაურის ასეულის მებრძოლი

მამულზე უსაზღვროდ შეყვარებული, ჭეშმარიტი რაინდი, ორი შვილის მამა ნუგზარ რევაზის ძე კიკვაძე ამ სტრიქონების ღიღინით შეხვდა ულმობელ სიკვდილს აგუძერას საავადმყოფოში 1993 წლის 26 სექტემბერს.

დაიბადა ჩოხატაურში, გურიის ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში, 1959 წლის 28 ივნისს. პირველი შვილი და ისიც ვაჟი ენით უთქმელი სიხარული იყო ალალი,მშრომელი კაცის, რევაზ სოლომონის ძე კიკვაძის ოჯახში. ნუგზარის შემდეგ ოჯახში კიდევ ერთი შვილი – ქალი გაჩნდა, მაგრამ მაინც ნუგზარი იყო ოჯახის იმედი და ბურჯი, სიამაყე და გვარის გამგრძელებელი...


საშუალო სკოლის წარმატებით დამთავრების შემდეგ, 1976 წელს ნუგზარმა პირველსავე წელს ჩააბარა მისაღები გამოცდები ქუთაისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სპეციალობით – კვების მრეწველობის მანქანები და აპარატები. აქვე ეზიარა პირველ სიყვარულს. მან თავისივე თანაკურსელ ქეთევან ჭიჭიკოს ასულ ლეჟავაში ნახა სულის მეგობარი, მომავალი მეუღლე და მისი შვილების დედა.

ახალგაზრდული ოცნებებით გაირბინა სტუდენტობის წლებმა, მეოთხე კურსის სტუდენტები ქორწინდებიან, მალე უკვე პირველი შვილი, პირველი სიხარული ჩნდება, პატარა რევაზის სახით.

ინსტიტუტდამთავრებული ჭაბუკი ყოფილ საბჭოთა არმიის რიგებშია, ციმბირის შორეულ მიწაზე. ოჯახში ჩნდება მეორე სიცოცხლე – იბადება პატარა ჟანა და არმიიდან განთავისუფლებული ორი შვილის მამა ოჯახს უბრუნდება.

მალე საქართველოში ზვირთდება ეროვნული მოძრაობა.

საქართველო დამოუკიდებელი რესპუბლიკა ხდება.

ქართული სულის ზეიმი კულმინაციას აღწევს.

დარჩა ცოლ შვილი



საქართველოში იქმნება სამხედრო პოლიცია. ნუგზარ კიკვაძე დაუყოვნებლივ შედის მის რიგებში და პირველ საბრძოლო ნათლობას ღებულობს აფხაზეთში, ხოლო, როგორც კი საქართველოში გვარდია ანუ ქართული ჯარი იქმნება, ნუგზარი თავისი სურვილით 1993 წლის მარტში დაუყოვნებლივ გადადის 21-ე ბრიგადის მეორე მოტომსროლელ ბატალიონში, სადაც ასეულის მეთაურია,უკვე უფროსი ლეიტენანტის სამხრეებით.

მერე ბატალიონი, სადაც ნუგზარ კიკვაძე მუშაობს, ტერიტორიულად იმყოფება ხონში. აქედან იწყებს ბატალიონი უშუალო მონაწილეობას აფხაზეთის ომში. ბესლახუბა, ტამიში, მერკულა, ლიძავა, სოხუმი – აი, ძირითადად ის ადგილები, სადაც ბატალიონი თავგანწირულად იბრძვის ქართული მიწისთვის, სადაც ბატალიონი ფიზიკურად ნახევრდება და აქვე ამთავრებს სიცოცხლეს, სხვა ვაჟკაცებთან ერთად, ერთი გულიანი ვაჟკაცი, ოჯახის მოსიყვარულე მამა –ნუგზარ კიკვაძე.

უდროოდ წავიდნენ ღიმილის ბიჭები.წავიდნენ და დაგვიტოვეს უსაშველო ტკივილი.უსაშველო ტკივილი – დათალხული სიჭაბუკე.

სიცოცხლეზე მარად მწყურვალი და შეყვარებული ჭაბუკები ჭაბუკებად დარჩნენ მარად. 


ითანამშრომლა ლომგული ტრაპაიძე ირაკლის ძე, დაბ:1953 25 მარტი, დაბადების ადგილი ჩოხატაური,შუა სურები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის გურიის სამმართველოს თანამშრომელი ჩოხატაურის რაიონში

ითანამშრომლა რეზო ბერძენიშვილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 23.07.2021
ბოლო რედაქტირება 02.12.2022
სულ რედაქტირებულია 8





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0