სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ჯონი კოჩლავაშვილი 1992წ. გარდ. აფხაზეთი დაბ. გორი ქართლი ჯონი კოჩლავაშვილი 1992წ. გარდ. აფხაზეთი დაბ. გორი ქართლი ჯონი კოჩლავაშვილი 1992წ. გარდ. აფხაზეთი დაბ. გორი ქართლი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი კოჩლავაშვილი სია

გორი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

43       ბეჭდვა

ჯონი კოჩლავაშვილი 1992წ. გარდ. აფხაზეთი დაბ. გორი ქართლი

ჯონი კოჩლავაშვილი


.. „ბრძოლებში ბევრი ბიჭი დაეცა,

მათთან მივდივარ, როგოთც მაყარი,

ყველანი ერთად იქ ქორწილს ვიხდით,

ყველა ვაჟკაცი ზეცას მივილტვით...“


კიდევ ერთი ღიმილის ბიჭი დააკლდა ჩვენს ქალაქს. კიდევ ერთ ოჯახს დაენგრა მომავალი.ჯონი სულიკოს ძე კოჩლავაშვილმა სულ 22 შემოდგომა მიითვალა. გორის პირველი საშუალო სკოლა დაამთავრა,შემდეგ – გორის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი. არმიაშიც იმსახურა და ფრიადოსანი მსროლელის სახელიც მიანიჭეს. კრივში ვარჯიშობდა და რამდენიმე შეჯიბრის გამარჯვებულიც იყო.

თეატრთან მოწყობილ მიტინგზე, თანატოლებთან ერთად ერთ-ერთი პირველი მივიდა ჯონი კოჩლავაშვილი და უყოყმანოდ ჩაეწერა აფხაზეთში მიმავალ მოხალისეთა რიგებში. მეორე დღესვე სოხუმში იყო, შემდეგ, ეშერაში, კოლხიდაში და...

აქ შეწყდა დედისერთა ბიჭის სიცოცხლე...

თვითმხილველთა თქმით, ჯონი კოჩლავაშვილი და ზერტელი ვიტალი ტარიელიძე დილის 7 საათზე ყარაულში იდგნენ. მოულოდნელად უცხოტომელები დაესხნენ თავს. ვიდრე მათი თანამებრძოლები გაიღვიძებდნენ, ორნი იგერიებდნენ მომხდურთ და დაიღუპნენ უთანასწორო ბრძოლაში. ორი გორელი ვაჟკაცის თავგანწირვამ 30 კაცის სიცოცხლე გადაარჩინა...

წავიდა ჩვენგან სიცოცხლესმოწყურებული, სამშობლოსთვის თავდადებული ვაჟკაცი. საკუთარი ოჯახის შექმნაც ვერ მოასწრო... დაუტოვა მოუშუშებელი იარა მშობლებს, დებს, თანამემამულეებს...

სამშობლო არ დაკარგავს თავდადებული ბიჯების ხსოვნას.


ქალაქ, გორისა და გორის რაიონის გამგეობა


 1992 წლის 19 სექტემბრის გამთენიისას, კოლხიდასთან მდებარე „წითელი ჯვრის“ პოზიციაზე, სადაც ოცდაათკაციანი ქართული შენაერთი იყო დაბანაკებული, მოწინააღმდეგის თავდასხმის შედეგად ორი გორელი მოხალისე - ჯონი კოჩლავაშვილი და ვიტალი ტიელიძე დაიღუპნენ.

გურამ ვაშაკიძე:

"ოთახში სანთელი ენთო, კედლების გაყოლებაზე შაოსანი ქალები ჩამომსხდარიყვნენ. იცრემლებოდა სახლი და ეზო, ქუჩა და უბანი. ოთახში, სადაც გორის მოხალისეთა ბატალიონის მებრძოლი ჯონი კოჩლავაშვილი ესვენა, გვარდიელებს ყვავილები შემოჰქონდათ და კუბოსთან თავდახრილი დგებოდნენ.

იმ დღეს ერთი თვე შესრულდა გორში გამართული მიტინგიდან, რომელზეც ქალაქის ახალგაზრდობამ აფხაზეთში წასვლა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვა გადაწყვიტა. მომიტინგეებს შორის ოცდაორი წლის ჯონი კოჩლავაშვილიც იყო. არც მიკროფონი მოუთხოვია, არც წინ წამდგარა, გონებაში ერთი აზრი უტრიალებდა - აფხაზეთი!

მეორე დილით გორის სამხედრო კომისარიატს მიაკითხა, ერთი კვირის თავზე კი თბილისის აეროპორტში სოხუმისკენ გასაფრენად გამზადებულ თვითმფრინავში ჩაჯდა...."

ტარიელ ხეჩუაშვილი (გორელი მოხალისე, კოლხიდაში ბრძოლების მონაწილე):

„გორელი ჯონი, როგორც მას გვარდიელები ეძახდნენ, ბატალიონის სული და გული იყო. სამხედრო სამსახური ციმბირში ჰქონდა გავლილი და როგორც საუკეთესო ჩუბინს, მთელს ეშერაში (სოხუმის რაიონი) ბადალი არ ჰყავდა, მასზე უკეთესად ვერავინ „ნადირობდა“ მოთარეშეებზე. ერთ დღეს, ეს იყო 3 სექტემბერს, ჯონი ტყის პირას ჩაუსაფრდა მტერს და საღამო ხანს გორის მოხალისეთა ბატალიონის შტაბის ეზოში ჩეჩნების „უაზით“ შემოგრიალდა. მანქანის პატრონები - ორი ჩეჩენი და ერთი აფხაზი-სეპარატისტი გათოკილები მოიყვანა. ეს ამბავი მთელ ეშერას მოედო. სარდლობის ყურამდეც მიაღწია ამ ამბავმა და ავტომანქანა, როგორც სამხედრო ალაფი, ჯონის პირად სარგებლობაში გადასცეს“.

ჯუმბერ ხუგაევი (გორელი მოხალისე, გაგრა-კოლხიდის ბრძოლების მონაწილე):

„სექტემბრის შუა რიცხვებში მდგომარეობა კოლხიდაში მოულოდნელად გამწვავდა. ამას დაემატა მოროდიორობა და ბანდების აღმა-დაღმა თარეში. ჯონი რამდენიმე მებრძოლთან ერთად კოლხიდაში სპეციალური დანიშნულების ბატალიონში გადაიყვანეს. მან ახალ ადგილზე, როგორც ჩუბინმა, სარდლობის რამდენიმე განსაკუთრებული დავალება შეასრულა........

ასე დაღამდა 18 სექტემბერი. იმ ღამეს კოლხიდაში, „წითელ ხიდთან“ („წითელ ჯვარი“) წინა ხაზზე თავდაცვითი პოზიცია გვეკავა - სანგარში ვისხედით. მთელი ღამე წვიმდა. ბრძოლით დაღლილები ერთმანეთზე ვიყავით მიკრული, გუშაგები ფხიზლობდნენ. რძისფრად ინათა, როდესაც მამლებმა პირველად იყივლეს. ჯონი კოჩლავაშვილი რაღაც ფრთხილმა ხმაურმა გამოაღვიძა, ისევ წვიმდა. სანგარში კოჭამდე წყალი დაგუბებულიყო, თვლემდნენ ნაომარი ბიჭები. ჯონი ფრთხილად წამოიმართა ზეზე, ტყისპირებს თვალი მოავლო. ფერდობზე ტყე მთავრდებოდა, მერე მანდარინის ბაღები მიუყვებოდა ბექობს. ბიჭს გულმა რეჩხი უყო - შავი სილუეტები დალანდა ბაღებში - კბილებში ხანჯალგაჩრილი ჩეჩნები ფორთხვით მოცოცავდნენ ქვემოთ. ირაკლი უნდილაშვილი (იგი სანგარში ჯონის გვერდით იწვა): ძილ-ღვიძლში ვიღაცის 

ხმა ჩამესმა: „ბიჭებო, ჩეჩნები!“ - ყველანი წამოვცვივდით. სწორედ მაშინ ვკიდე თვალი ჯონის - ზამბარასავით გაიშალა, სანგრიდან ამოხტა და იქვე, ცაცხვის ხეს ამოფარებულმა ავტომატის ცეცხლი გაუხსნა მტერს. იმავე წამს ჩვენც ფიცხელ ბრძოლაში ჩავებით.

ბრძოლამ დაახლოებით ნახევარ საათს გასტანა. მტერი უკან იხევდა, უკვე გათენდა. თითქოს ამ შეტაკებიდან ყველანი უვნებელი უნდა გამოვსულიყავით. სწორედ ამ დროს ცაცხვის ხესთან - ვიღაცამ „ვაი დედაო!“ დაიძახა. დავინახე, როგორ ჩაიკეცა ჯონი, მერე წაიქცა და სული განუტევა. მძიმედ დაიჭრა მეორე გორელი - ზერტელი ვიტალი ტიელიძე, ისიც რამოდენიმე საათში გათავდა“.

ასე გათენდა 19 სექტემბერის დილა, ისევ მოქუფრულიყო ცა, ისევ წვიმდა.

მტერი უკუიქცა, ტყეს შეაფარა თავი და ახლა იქიდან უშენდა ტყვიას ქართველთა პოზიციებს. ბატალიონში გორელ გიორგი გორგიშელს, იმის გამო, რომ ავღანეთის ომი ჰქონდა გამოვლილი, მეგობრები მოფერებით „დუშმანას“ ეძახდნენ, სწორედ „დუშმანამ“ ივაჟკაცა, მტრის ტყვიებს არ შეუშინდა, ხეებს შორის გახოხდა, ბრძოლის ველიდან ჯერ სულთმობრძავი ვიტალი ტიელიძე გამოიყვანა, შემდეგ - ჯონის გაციებული გვამი“.

ჯონი კოჩლავაშვილი რომ არა , იმ ღამეს ჩეჩნები სანგრებში ერთიანად ჩაგვხოცავდნენო, - ასე მითხრეს გორის მოხალისეთა ბატალიონის მებრძოლებმა. 

მე მათ გორში თავიანთი მეგობრის დაკრძალვაზე შევხვდი. მხედრული პატივით დაკრძალეს ჯონი, მთელი ქალაქი გლოვობდა თავის გულად ვაჟკაცს.

....ზღვა ხალხი ირეოდა კოჩლავაშვილების ეზო-მიდამოში. ჯონის მამის, სულიკოს გვერდით ვიდექი. ეზოში ბატონი ნოდარ ნათაძე შემოვიდა, ჯარისკაცის მამას თანაგრძნობა გამოუცხადა. შემდეგ გენერალ ყარყარაშვილის სამძიმარი გადასცა და, როგორც ასეთ დროს გვჩვევია, ხომ არაფერი გჭირდებათ, ხომ არაფერი გიჭირთო?

შემძრა და გამაოცა მგლოვიარე მამის პასუხმა: „ვაჟი აღარ შემრჩა, რომ ომში გავგზავნო“. 

მხოლოდ უტეხი სულისა და ჯიშის ადამიანებს შეუძლიათ ამაღლდნენ საკუთარ უბედურებაზე. კოჩლავაშვილებიც ამ ჯიშიდან მოდიან".

ვიტალი ტიელიძე 1963-92წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ზერტი გორი ქართლი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 23.07.2021
ბოლო რედაქტირება 19.09.2022
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 31.08.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0