ალექსანდრე დავითის ძე ნადირაძე (დ. 2 სექტემბერი [ ძვ. სტ. 20 აგვისტო] 1914, გორი — გ. 3 სექტემბერი 1987, მოსკოვი) — ქართველი სპეციალისტი გამოყენებითი მექანიკისა და მანქანათმშენებლობის დარგში. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1981). დაამთავრა მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტი (1940), ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1969), პროფესორი (1972). სკკპ წევრი 1944 წლიდან.
ნადირაძის სამეცნიერო კვლევების ძირითადი მიმართულება იყო საფრენი აპარატების მექანიკა. მის მიერ დამუშავებულია საფრენი აპარატების რთული სისტემების აგების თეორიული და ტექნიკური პრინციპები. ორგზის სოციალისტური შრომის გმირი (1976, 1982).
დაბადების ადგილი: ქ. გორი.
დაამთავრა მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტი 1940 წელს.
1932 წელს მუშაობა დაიწყო თბილისში საქართველოს საბჭოს ავიასამოდელო ლაბორატორიაში, სადაც დაფიქსირდა მისი პირველი გამოგონება საფრენოსნო აპარატების დარგში. 1938 წლიდან სწავლის პარალელურად მუშაობდა ცენტრალურ აეროჰიდროდინამიკურ ინსტიტუტში ინჟინრად, შემდეგ ჯგუფის ხელმძღვანელად, სამეცნიერო კვლევის საგანი იყო თვითმფრინავის საჰაერო ბალიშის პრინციპზე დაფუძნებული ამფრენ–დამჯდომი მოწყობილობა. მის მიერ დამუშავებულია საფრენი აპარატების რთული სისტემების აგების თეორიული და ტექნიკური პრინციპები. მას ეკუთვნის მსოფლიოში პირველი მეტეოროლოგიური კვლევითი რაკეტა "МР-1". 1958 წელს, საბჭოთა რაკეტმშენებლობის ფუძემდებლის რეკომენდაციით, ქართველი კონსტრუქტორი პირველ საკონსტრუქტორო ბიუროში გადაიყვანეს და პირველი სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის მთავარ კონსტრუქტორად დანიშნეს. ინსტიტუტის უცვლელი ხელმძღვანელი იყო 26 წლის განმავლობაში. მისი უშუალო ხელმძღვანელობით შეიქმნა "Темп", "Пионер", "Тополь"-ის ტიპის სარაკეტო კომპლექსები. მისი ხელმძღვანელობითაა შექმნილი აგრეთვე რაკეტები მყარ საწვავზე სისტემებისათვის: "ვოსხოდი", "სოიუზი", "კოსმოსი", "სოიუზ–აპოლონი", "პროგრესი". ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1969), პროფესორი (1972). რუსეთის კოსმონავტიკის ინსტიტუტის მიერ დაწესებულია აკადემიკოს ნადირაძის სახელობის მედალი.
წაყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 7-თბ., 1984.-გვ.285
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- სკკპ , წევრი (1944-)
- სსრკ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1981-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1982 - ლენინის ორდენი
- 1982 - სოციალისტური შრომის გმირი
- 1978 - ლენინის ორდენი
- 1976 - სოციალისტური შრომის გმირი
- 1976 - ლენინის ორდენი
- 1968 - ლენინის ორდენი
წყარო-nplg.gov.ge
Алекса́ндр Давидович Надира́дзе (20 августа [2 сентября] 1914, Гори — 3 сентября 1987, Москва) — советский конструктор ракетных систем, специалист в области прикладной механики и машиностроения, учёный. Академик АН СССР (1981), доктор технических наук (1969), профессор (1972). Дважды Герой Социалистического Труда (1976, 1982), лауреат Ленинской премии (1966) и Государственной премии СССР. Автор трудов по механике летательных аппаратов.