სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
თეოფანე ივანეს ძე ნადირაძე 1856-1928წწ დეკანოზი დაბ. სოფ. დიხაშხო, ვანი თეოფანე ივანეს ძე ნადირაძე 1856-1928წწ დეკანოზი დაბ. სოფ. დიხაშხო, ვანი
ბმულის კოპირება



გვარი ნადირაძე სია

ვანი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

312       ბეჭდვა

თეოფანე ივანეს ძე ნადირაძე 1856-1928წწ დეკანოზი დაბ. სოფ. დიხაშხო, ვანი

წყარო 1811-1917წწ ეგზარქოსობისდროინდელი იმერეთის ეკლესიები და მღვდლები, ავტ. მერაბ კეზევაძე სრული სია 

1100-ზე მეტი წმიდა გიორგის ტაძარი საქართველოში, მოგვაწოდეთ რაც, გამოგვრჩა. 

თეოფანე ნადირაძე დაიბადა 2 მარტი, 1856 წელი, გარდ. 8 თებერვალი, 1928  (71 წლის ასაკში).  ქუთაისის გუბერნიის სოფელ დიხაშხოში მღვდლის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო. შემდეგ ჩააბარა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც მხოლოდ ერთი კურსი გაიარა.


გალობა და საეკლესიო ტიბიკონი თეოფანემ გელათის მონასტერში ისწავლა.

   1879 წლის 18 აგვისტოს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა და სალხინოს სულთმოფენობის ტაძარში დანიშნა.

   1881 წელს მამის, მღვდელ იოანე ნადირაძის ავადმყოფობის გამო, მეუფე გაბრიელმა მღვდლად დაასხა ხელი და ამავე ტაძარში მეორე მღვდლად დაადგინა. 1884 წელს, მამის პენსიაზე გასვლის შემდეგ წინამძღვრად დაინიშნა.


   1904 წლის 6 მაისს მღვდელ თეოფანეს კამილავკი ეწყალობა.

   1895 წელს დიხაშხოს ყოვლადწმინდა სამების ტაძარში გადაიყვანეს.

   1914 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო.

   1916 წლიდან მამა თეოფანე გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ჯერ ვანის, ხოლო შემდეგ ქუთაისის განყოფილების წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების მუშაობაში8.

   1922 წლის ივნისში კომუნისტების მიერ ეკლესიებში არსებული ქონების საყოველთაო აღწერის დროს ისევ ამ ტაძრის წინამძღვრად იხსენიება.

   XX საუკუნის 20-იან წლებში მღვდელ თეოფანეს დეკანოზის წოდება მიენიჭა. მამა თეოფანეს მოღვაწეობის უკანასკნელი წლები ეკლესიების ნგრევისა და სასულიერო პირთა საყოველთაო დევნის პერიოდს დაემთხვა და ვერც თვითონ და ვერც მისი შვილები გადაურჩნენ ათეისტთა შეურაცხისმყოფელ შემოტევებს.

   მამა თეოფანეს ჰყავდა მეუღლე შარინოზ (მელანია) კახიანი და შვილები: სერაფიმა, ნინო, სონია, ლიდა, იოანე, ალექსანდრე და იოსები. იოსები 1937 წელს ყაზახეთში გადაასახლეს, ხოლო ალექსანდრე ამავე წელს კოჯორთან დახვრიტეს.

   მამა თეოფანე 1928 წლის 8 თებერვალს გულის შეტევით გარდაიცვალა.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ვანის განყოფილების წევრი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1916-)

ბიბლიოგრაფია



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 22.06.2023
ბოლო რედაქტირება 13.10.2023
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0