ალექსანდრე ლორია დაიბადა 1969 წლის 16 აპრილს ქ. სამტრედიაში.
1990 წელს დაამთავრა ქ. ომსკის სატანკო საინჟინრო სასწავლებელი.
1992 წლის 1 ივლისიდან ჩაირიცხა მე-11 ბრიგადის შაუმიანის 112-ე ბატალიონის ჯავშანსატანკო სამსახურის უფროსად.
აფხაზეთში ომის დაწყების პირველი დღეებიდანვე იცავდა საქართველოს მიწა-წყალს. 1992 წლის 28 მარტს სოფელ შრომასთან ერთ-ერთი შეტაკების დროს გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.