ზურაბ ყაულაშვილი დაიბადა 1972 წლის 20 მაისს ცხინვალის რაიონის სოფელ თამარაშენში.
სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სოფ. თამარაშენის მეურნეობაში მუშად.
1990 წელს ჩაირიცხა თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო ·უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტის ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობაზე. იმავე წელს დაქორწინდა და შეეძინა პატარა მარიამი.
1990 წლიდან იყო სახალხო ფრონტის წევრი სიცოცხლის ბოლომდე.
1993 წელს მუშაობა დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის ბანკების დაწესებულებათა დაცვის პოლიციის ცალკე ლეგიონის პირად შემადგენლობაში რიგით პოლიციელად.
ზურაბი ვაჟკაცურად იბრძოდა სამაჩაბლოსა და აფხაზეთში.
1993 წლის 9 დეკემბერს ოსმა ბოევიკებმა გამოასალმეს სიცოცხლეს.