მხოლოდ 22 გაზაფხულს მოესწრო დათო, ხოლო ვასოს ჯერ 20 წელიც არ შესრულებოდა. დარჩათ აცრემლებული მშობლები და ახლობლები. ვასო დაუოჯახებელი იყო, ხოლო დათო – ახალდაქორწინებული, მისი გარდაცვალებიდან 10 დღის შემდეგ მოევლინა ქვეყნიერებას მისი პატარა ქრისტინე.
დიდი გულის ბიჭები იყვნენ ძმები, ნაღდი ვაჟკაცები, გაუჭირდა თუ არა საქართველოს, ორივენი მოხალისედ ჩაირიცხნენ ბატალიონ „ავაზაში“. ერთად იბრძოდნენ გაგრაში, ლაბრაში, ტამიშში, ცაგერაში. დათო ლეიტენანტი იყო,ვასო კი – რიგითი.
ერთ-ერთი შეტაკების დროს სოფელ ლაბრასთან დათო მძიმედ დაიჭრა, მაგრამ გამოჯანმრთელებასაც არ დაუცადა, ისევ ჩადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. სანამ პირში სული ედგა, ღირსეულად იხდიდა მხედრულ ვალს. ვასო კი გაგრის დაცემის დროს დაიჭრა და რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდნენ. არც ის დაელოდა მთლიანად გამოჯანმრთელებას, ისევ ფრონტის ხაზს მიაშურა. 2 ივლისს დესანტის გადმოსხმის დღეს გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.
ჩხარტიშვილების ოჯახმა ძვირფასი განძი შესწირა საქართველოს. ძმები დათო და ვასო ჩხარტიშვილები დაკრძალულნი არიან კუკიის ძმათა სასაფლაოზე.
ნარგიზა ლომთაძე
კუკიის ძმათა სასაფლაო
ფოტო მოგვაწოდა ლევან ჟვანიამ დაბადებულია სოხუმი აფხაზეთი