მამუკა ხიზანიშვილი დაიბადა 1967 წელს ქარელის რაიონის სოფელ ურბნისში.
1973 წელს შევიდა ამავე სოფლის საშუალო სკოლაში, რომელიც 1983 წელს დაამთავრა. 1985-1987 წლებში მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური. 1988 წ. ჩააბარა ქარელის ელექტრომექანიკურ ტექნიკუმში, რომელიც 1990 წელს დაასრულა.
1991 წლის 24 თებერვალს დაიღუპა სამაჩაბლოში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლაში.