ციმბირა ხიზანიშვილი დაიბადა ქ.თბილისში 1947 წელს.
ხუთი შვილის მამა 1984 წლიდან ცხოვრობდა დაბა ჯავაში. 1990 წლის ნოემბერში ოსურ-ქართული კონფლიქტის გამო იძულებული გახდა წამოსულიყო ჯავის რაიონიდან, მიატოვა ყველაფერი, რაც კი გა“
აჩნდა. ჩამოვიდა თბილისში და მიმართა მთავრობის წარმომადგენლებს, რომ ყოფილიყო არა ლტოლვილი, არამედ საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლი. ეროვნული გვარდიის ჩამოყალიბების დღიდან იყო გვარდიის წევრი, ირიცხებოდა გელა ლანჩავას დივიზიაში. მუშაობდა მექანიკოსად – ,ბმპ“-ს მემანქანედ, ყოველ დავალებას პირნათლად ასრულებდა. იბრძოდა ცხინვალის მისადგომებთან, იცავდა მშვიდობისმოყვარე ხალხს – ქართველ და არაქართველ მოსახლეობას.
1991 წლის მარტში გაგზავნეს ქარელის რაიონში, როგორც ცხელ წერტილში, იბრძოდა ოქონასა და კნოლევში, ყველა ძალას ხმარობდა, რომ სიკეთე მოეტანა ქართველი ხალხისთვის.
1993 წელს ციმბირა უკვე ირიცხებოდა „გაგრის ბატალიონში“. სოხუმში ბრძოლის დროს ფეხში დაჭრილი, ნახევრად განკურნებული ისევ წინა ხაზზე იდგა ვაჟკაცური შემართებით.
25 ივლისს დაიღუპა სოფელ შრომასთან ბრძოლების დროს.