85 წლის ასაკში გარდაიცვალა ჭიდაობის ოჯახში ძალიან დამსახურებული ადამიანი
ჯონდო ჯანიაშვილი. ბ-ნმა ჯონდომ პროფესიონალურ დონეზე შეიტანა ზესტაფონში
ყველა ჩოხიანი ჭიდაობა, პირველ რიგში კი ქართული დედა ჭიდაობა, რომელსაც იგი გორში სწავლისას და ლაგოდეხში ცხოვრებისას დაეუფლა, იყო არაერთგზის საქართველოს ჩემპიონი ქართულ ჭიდაობაში ასევე ძიუდოსა და სამბოში, აღზარდა არაერთი ტიტულოვანი ფალავანი, მისმა აღზრდილმა გიორგი გაჩეჩილაძემ კი მოახერხა ის რაც მანამდე ვერცერთმა დასავლელმა ფალავანმა ვერ შეძლო კერძოდ კი 1990 წელს გახდა საქართველოს აბსოლუტური ფალავანი. აუწონავია ბატონი ჯონდოს წვლილი იმერეთის ამ ლამაზ კუთხეში ჭიდაობის განვითარების კუთხით.
გიორგი (გრეჩკო) გაჩეჩილაძე დ. 1971წ. ფალავანი ძიუდო დ. ზესტაფონი