სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
სპარტაკ მიდოდაშვილი 1967-91წწ. გარდ. სამაჩაბლო დაბ. სოფ. არგვიცი ერედვი სპარტაკ მიდოდაშვილი 1967-91წწ. გარდ. სამაჩაბლო დაბ. სოფ. არგვიცი ერედვი სპარტაკ მიდოდაშვილი 1967-91წწ. გარდ. სამაჩაბლო დაბ. სოფ. არგვიცი ერედვი

1967-1991 წწ. გარდ. 24 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი მიდოდაშვილი სია

ცხინვალი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

371       ბეჭდვა

სპარტაკ მიდოდაშვილი 1967-91წწ. გარდ. სამაჩაბლო დაბ. სოფ. არგვიცი ერედვი

სპარტაკ მიდოდაშვილი 24 წლის 

პატარა ლიახვის ხეობაში მდებარე სოფელ არგვიცში მცხოვრებ მარუსია მიდოდაშვილს ის ვაგონი, სადაც 15 წელია ცხოვრობს, დაეწვა და ღია ცის ქვეშ დარჩა. მის გაუსაძლის პირობებზე ჩვენ ადრეც ვწერდით, თუმცა მისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. რამდენიმე დღის წინ კი ძაბვის მომატებამ ვაგონში შეყვანილ სადენების მოკლე ჩართვა და ცეცხლი გამოიწვია. ერთოთახიან ვაგონში რაც გააჩნდა მარტოხელა მარუსია მიდოდაშვილს, თითქმის მთლიანად გაუნადგურდა.


სოფელი არგვიცი შერეული, ოსურ-ქართულ სოფელია და შედის ბერულის საკრებულოში. ყველ ეს სოფელი კი ერედვის თემის შემადგენლობაში შედის. შეგახსენებთ, რომ მიდოდაშვილის საცხოვრებელი სახლი 1991 წელს ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს ოსებმა დაწვეს. სახლის გადაწვა იმ დროს მოხდა, როდესაც ოჯახის წევრის, სპარტაკ მიდოდაშვილის ვერაგულად მოკვლიდან 40 დღე არ იყო გასული. როგორც მისი დედა მარუსია (მარიამ) მიდოდაშვილი აცხადებს, სპარტაკი ქართველების ღალატის წყალობით ოსებმა სოფელ მამისაანთუბანში ჩაიგდეს ხელში და ქვებით ჩაქოლეს. სპარტაკ მიდოდაშვილი იმ პერიოდში ეროვნული სამხედრო აკადემიის სერჟანტი იყო და აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს. მას გმირის წოდება აქვს მინიჭებული, თუმცა გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფ მის დედას, დღეს შვილის წოდება ვერაფრით ეხმარება. მარიამ მიდოდაშვილი ამბობს, რომ ხეობის ყოფილ დეპუტატ გოჩა ჯოჯიშვილის მეტს მათთვის ყურადღება არავის მიუქცევია.


გორში მცხოვრები ცხინვალიდან დევნილები ახალ საშიშროებაზე საუბრობენ. გავრცელებული ცნობით, გორში მდებარე სასტუმრო „ქართლი“ საპრივატიზებო ნუსხაში ჩასვეს და გასაყიდად ამზადებენ. “ქართლის” გაყიდვა პრობლემის გარეშე მოხდებოდა, სასტუმროში წლების განმავლობაში ცხინვალიდან დევნილები რომ არ ცხოვრობდნენ. სასტუმროში შესახლებულ უსახლკარო ხალხს იმის იმედი აქვთ, რომ მთავრობა სიურპრიზს არ მოუწყობს და ერთ მშვენიერ დღეს მათთან პოლიცია გამოსაყრელად არ მიდის.


ფიქრია ტარუაშვილი (დევნილი): „მას შემდეგ, რაც ქართულ-ოსური კონფლიქტი გაღვივდა, ჩვენ თავიდანვე აქ შემოგვასახლეს. მიუხედავად მრავალი პრობლემისა, მაინც შინ დაბრუნების იმედით ვძლებთ. ჩვენი აქედან გასახლების ინფორმაცია მაშინ შევიტყვეთ, როდესაც აჭარაში პოლიციამ დევნილები სასტუმროდან გამოყარეს. ცხინვალიდან დევნილთა სამმართველო (გორში) გვითხრეს, რომ ჩვენ იგივე პრობლემები შეგვექმნებოდა.”


ლიანა ბაბუციძე (დევნილი): „წლებია, მთავრობას ვაწუხებთ, რომ მოგვხედონ, ნახონ რა პირობებში ვცხოვრობთ. წყალი აქ არ მოდის ნორმალურად, დენის ფულს კი ჩვენ გვახდევინებენ. თუ ხმაური ავტეხეთ და გავასაჩივრეთ, მაშინვე გვირთავენ დენს. არის შემთხვევები, როცა რამოდენიმე კვირის განმავლობაში სიბნელეში ვცხოვრობთ. სამუშაო ჩვენთვის არ არის და არაფერი.”


დევნილების უმეტესობა გორის ბაზარის მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობს. ბოლო დროს, საპატრულო პოლიციამ ბაზრის გარემოვაჭრეები გურამიშვილის ქუჩიდან აყარა და ისინი სამუშაოს გარეშე დატოვა. დევნილები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე, მათთვის აღარაფერი სამუშაო აღარ არის. რამდენჯერმე საპროტესტო აქცია მოაწყეს, მაგრამ უშედეგოდ. გორის საპატრულო პოლიციაში გვითხრეს, რომ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, გარევაჭრობა აკრძალულია და შეღავათები არავისთვის იქნება. თუმცა, გარემოვაჭრე ცხინვალიდან დევნილი ნადია ბერუაშვილი აცხადებს, რომ „პატრული გორის ბაზრის იმ გარემოვაჭრეებს ხელს არ ადებს, ვინც მდინარე ლიახვის პირზე გორის ბაზრის ადმინისტრაციამ ადგილი გამოუყო და დახლებიც დაუდგა. ამ ტერიტორიაზე ძირითადად ის ვაჭრები დგანან, რომლებიც მანამდე ბაზრის შიგნით იდგნენ. თუკი ბაზრის შიგნით ჩეკის ფულს მათ 0,50 ლარს ახდევინებენ, ბაზრის გარეთ დადგმულ დახლებზე ბაზრის ადმინისტრაცია 3 ლარს ართმევს. პატრული კი ლიახვის პირზე გაჩაღებულ გარევაჭრობას არ კრძალავს. გარდა ამისა, ახალი დახლების დადგმით გზა საკმაოდ შევიწროვდა, ისე რომ არსებობს იმის საშიროშეობა, რომ გზაზე მოძრავი ავტომანქანები მდინარე ლიახვში გადავარდეს.“


საბა წიწიკაშვილი, გორი

http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=6332&lang=geo


მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 05.08.2021
ბოლო რედაქტირება 08.02.2022
სულ რედაქტირებულია 2





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0