სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11270

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
დემეტი წულუკიანი 1966-1993წწ. გარდ. 27 წლის, სენაკი, სამეგრელო. დაბ. სოფ. ფარი, მესტია სვანეთი დემეტი წულუკიანი 1966-1993წწ. გარდ. 27 წლის, სენაკი, სამეგრელო. დაბ. სოფ. ფარი, მესტია სვანეთი დემეტი წულუკიანი 1966-1993წწ. გარდ. 27 წლის, სენაკი, სამეგრელო. დაბ. სოფ. ფარი, მესტია სვანეთი დემეტი წულუკიანი 1966-1993წწ. გარდ. 27 წლის, სენაკი, სამეგრელო. დაბ. სოფ. ფარი, მესტია სვანეთი

1966-1993 წწ. გარდ. 27 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი წულუკიანი სია

მესტია გამოჩენილი ადამიანები სრული სია

44       ბეჭდვა

დემეტი წულუკიანი 1966-1993წწ. გარდ. 27 წლის, სენაკი, სამეგრელო. დაბ. სოფ. ფარი, მესტია სვანეთი

დემეტი წულუკიანი, გარდ. 27 წლის ჯარი მოიხადა ავღანეთში, შემდეგ სწავლობდა თბილისში პოლიციის აკადემიაში, ომობდა ცხინვალსა და აფხაზეთში ავღანეთი: 1987-88 ერთი წლით, 1989 ჩაირიცხა პოლიციის აკადემიაში


დემეტი წულუკიანი დაიბადა 1966 წლის 15 სექტემბერს მესტიის რაიონის სოფელ ფარში. დაამთავრა მესტიის სკოლა-ინტერნატი. ის იყო მეოთხე შვილი რვაშვილიან ოჯახში.

1987-1988 წლებში ჯარი მოიხადა ავღანეთში, სადაც მიიღო დიდი სამხედრო გამოცდილება, იყო სადესანტო ნაწილის მეთაური, სნაიპერი, სამხედრო ტექნიკის, მათ შორის ტანკის მართვის პროფესიონალი.

ავღანეთიდან დაბრუნების შემდეგ მუშაობდა ფარის საჯარო სკოლაში ფიზკულტურის და შრომის მასწავლებლად. 


1989 წელს ჩაირიცხა თბილისის პოლიციის აკადემიაში.  პოლიციის აკადემიაში სწავლის პარალელურად სწავლობდა სპორტის ინსტიტუტში ფიზკულტურულზე. 1991 წელს ცხინვალში კონფლიქტის ესკალაციის დროს იგი გაწვეულ იქნა წესრიგის დასაცავად პოლიციის აკადემიასთან არსებული სპეციალური დაზვერვის ქვედანაყოფის შემადგენლობაში. აგრეთვე, აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად აფხაზეთის ომში 1992-1993 წლებში.

დაიღუპა 1993 წლის 29 ოქტომბერს სენაკში 27 წლის ასაკში. სიკვდილის შემდეგ მიენიჭა პოლიციის ლეიტენანტის წოდება, შსს აკადემიის IV კურსის I ოცეულის I ათეულს მიენიჭა მისი სახელი.

მისი სახელი ამოტვიფრულია თბილისში საქართველოს ერთიანობისთვის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალზე. ასევე პოლიციის აკადემიის გმირულად დაღუპულ კურსანტთა მემორიალზე.

დაკრძალულია საკუთარ სოფელში, სვანეთში. მას არ ჰყავდა საკუთარი ოჯახი.



რვა შვილის დედა ნუცა ჯამდელიანი დაიბადა ბეჩოში 15 სექტემბერი1938 წელს, გარდაიცვალა 2012-ში

მამა ვარლამ (ვალო) წულუკიანი დაიბადა ფარში 15 მაისი 1926 წელს, გარდაიცვალა 2014-ში


თანამშრომლეს მარცხნიდან, ზამირა დაბ. 1964წ. მზევინარ დაბ. 1979წ. ზაირა დაბ. 1972წ.  წულუკიანები. დემეტის დები.

უფროსი ძმა, ემზარ წულუკიანი დაბ. 1959 წელს


ითანამშრომლა  დის (ზამირა) შვილი, ირაკლი მიქიანი  წინაპრები სოფელი ფარი მესტია სვანეთი, წარმომავლობა სოფელი ახალდაბა ოჩამჩირე



მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 06.08.2021
ბოლო რედაქტირება 07.04.2022
სულ რედაქტირებულია 7

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 06.07.2023
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0