რიგითი ჭარაია ნოდარი აქვსენტის ძე ირიცხებოდა 24-ე ბრიგადის 243-ე ბატალიონში.
ნოდარი აქვსენტის ძე ჭარაია დაიბადა 1934 წლის 4 ივლისს, წალენჯიხის რ-ნის, სოფ. წყოუშში. ნოდარის მამა აქვსენტი გოჩას ძე ჭარაია მეორე მსოფლიო ომში უგზოუკვლოდ დაიკარგა, დარჩა ობლად 4 შვილი (მათ შორის უმცროსი მამამისს საერთოდ არ უნახია, რადგან ის მერე დაიბადა).
დაიღუპა 1993 წლის 7 ივლისს. ვერტმფრენში, რომელშიც იმყოფებოდნენ ქართველი მებრძოლები, მათ შორის ჭარაია ნ. ა. მტერმა სოფ. ტამიშში ააფეთქა.
ფოტო მოგვაწოდა მარინა ნაჭყებიამ