აზრეთ გიგანი 1944-1993წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქ. გულრიფში აფხაზეთი
დაიბადა 1944 წელს გულრიფშის რაიონში.აზრეთ გიგანს ახასიათებენ მე-5 ბატალიონის მებრძოლები - ძალიან თბილი, მომთმენი, ალერსიანი, ხანდახან ჩაფიქრებული. თავის მებრძოლებში სარგებლობდა დადებითი ავტორიტეტით.
აფხაზეთის ომის დაწყების დღიდანვე სამშობლოს დამცველთა რიგებში ჩადგა.
მონაწილეობდა ყველა მნიშვნელოვან ბრძოლებში, რომლებიც გაიმართა აფხაზეთის ტერიტორიაზე.
მე-5 ბატალიაონის თავგანწირული ბრძოლა ომის მიმდინარეობის პერიოდში, ჭეშმარული მაგალითია ქართველი კაცის შინაგანი, გაუტეხელი ბუნებისა, რომლის დამარცხება შეიძლება მოხდეს მხოლოდ არაორდინარულ პირობებში.
ერთ-ერთ დაჯგუფება, რომელიც ჩამოყალიბდა ოჩამჩირის რაიონის სოფ. აძიუბჟაში, მდ. კოდორის მარცხენა მხარეს მდებარეობდა. აძიუბჟას უშუალოდ ემეზობლება სოფელი ვარჩე, რომელიც კოდორის მარჯვენა სანაპიროს მიუყვება და შავ ზღვამდე გრძელდება.
კოდორის ხიდზე ბრძოლისას თავი გამოიჩინა აზრეთ გიგანმა. მას ბრძოლა ერთი წუთირაც არ მიუტოვებია თუნდაც იმ რთულ ბრძოლაში, 1993 წლის ოპერაციის დროს აზრეთ გიგანი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე. მან პირნათლად მოიხადა ვალი მამულის წინაშე, რისთვისაც თავისი მეგობარ-ნათესავებში უკვდავი სახელი დატოვა. მამა-შვილი იბრძოდნენ ერთად. ერთად დატოვეს სული მშობლიურ ქვეყანაში.
მსუბუქი იყოს შენს ვაჟკაცურ გულზე დაყრილი მშობლიური მიწა, გწამდეს, მის ერთ გოჯსაც არ დავანებებთ გადამთიელებს.
ახლა მოწყენილს გიმზერ შორიდან.
ვიცი, უჩვენოდ გული გიტირის,
ჩვენ კი ერთი გზა დაგვრჩა ორიდან
ან შენთან ყოფნა, ანდა - სიკვდილი
სიმონ ზაქარაია.
მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი