სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10643

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ლევან  ფირცხელიანი 1973-92წწ გარდ. გაგრა დაბ. გაგრა აფხაზეთი ლევან  ფირცხელიანი 1973-92წწ გარდ. გაგრა დაბ. გაგრა აფხაზეთი ლევან  ფირცხელიანი 1973-92წწ გარდ. გაგრა დაბ. გაგრა აფხაზეთი ლევან  ფირცხელიანი 1973-92წწ გარდ. გაგრა დაბ. გაგრა აფხაზეთი

1973-1992 წწ. გარდ. 19 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ფირცხელიანი სია

გაგრა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

67       ბეჭდვა

ლევან ფირცხელიანი 1973-92წწ გარდ. გაგრა დაბ. გაგრა აფხაზეთი

ფირცხელიანი ლევან ადილარის ძე. დაბადებული 1973 14 იანვარს. უცოლშვილო. საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრი. თვდადებით იბრძოდა

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და ბოლომდე იცავდა მშობლიურ

ქალაქ გაგრას. ვერ მიატოვა დაწიოკებული მოსახლეობა და უთანასწორო ბრძოლის

შემდეგ შვიდ მეგობართან ერთად დაიკარგა უგზო-უკვლოდ. დაჯილდოებულია

ვახტანგ გორგასლის ორდენით.



ბადრი ფირცხელიანი.

1992 წლის 2 ოქტომბერს დაეცა გაგრა, საქართველოს კარიბჭე, ჩემი აზრით საქართველოში ყველაზე ლამაზი და თბილი ქალაქი. 2 ოქტომბერი არის ტრაგედია არა მარტო გაგრელებისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის.

დღეს უნდა გავიდეთ გმირთა მოედანზე, რომ ჩვენი გმირების და რაინდების გვარებს და სახელებს მოვეფეროთ, რამეთუ დაღუპულების უმრავლესობა გაგრაში დღეს დღეობით უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან (ჩვენ ხომ ჯერაც არ ვიცით მათი საფლავები).

მე მინდა, პირველ რიგში ავღნიშნო ყველაზე პატარა წლოვანებით და ყველაზე დიდი გაგრელი გმირის ვლადიმერ (ვოვა) ჩიტაიას გმირობა. ასევე გმირულად დაღუპულები: ძმები თემურ და მერაბ ქუთათელაძეები, ჯონდო ხაფთანი, ერეკლე ხვიბლიანი, კობა მეტრეველი, მალხაზ ავალიანი, სოზარ ჩარქსელიანი, მირზა და ზურაბ ხარძიანები, თემურ და მურმან ქოჩქიანები, გია ჟღენტი, ილიკო ცაგარელი, თემურ გელოვანი, ვალერი გელაშვილი, კოტე ჯანჯღავა, მილიციის აკადემიის კურსანტები: გოგიტა კიკნაძე, სერგო დავიდოვი, ალეკო ნათებაშვილი, ავთო ხერგიანი, ნუგზარ ჯაფარიძე, იურა ძიძიგური, ვარდენ ფალიანი, თემურ ხუნწარია, ანზორ ჭკადუა, სლავა გოგოხია, ბუთხუზ ვაჩაძე, გურამ(იმბურგ) ჩიქოვანი....


 ამ გმირების სიას ბოლო არ უჩანს. მათ შორის ჩემი უმცროსი ძმა, 18 წლის ლევან ფირცხელიანი იყო, რომლის საფლავი აგრეთვე დღემდე არ ვიცით.

P.S. მე მინდა კიდევ ჩემგან ვთქვა. ამ გმირების გადმოსვენება არ უნდა ვიჩქაროთ, რამეთუ ამ რაინდების სულები ანთებული ლამპარივით გაგვიძღვება წინ გაგრის და მთელი აფხაზეთის დასაბრუნებლად.

ლევან ფირცხელიანი

დაიღუპა გაგრაზე მასირებული შემოტევის დროს.



ლევან ფირცხელიანი დღეს 49 წლის გახდებოდა. თავდადებით იბრძოდა

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და ბოლომდე იცავდა მშობლიურ

ქალაქ გაგრას. 1992 წ. 2 ოქტომბერს უთანასწორო ბრძოლაში, როდესაც ქართული შენაერთები ტოვებდნენ ქალაქს, ლევანის ძმამ ბადრი ფირცხელიანმა, რომელის იმ დროს იყო ქ. გაგრის კომენდანტი მიიღო გადაწყვეტილება ცოცხლად გადარჩენილ რაზმთან ერთად შებრუნებულიყო ქალაქში. ბატონმა ბადრიმ ლევანის უთხრა გასულიყო ლესელიძეში და იქ დალოდებოდა, ლევანი იმ დროს მხოლოდ 18 წლის იყო. როგორც კი ბატონი ბადრი შებრუნდა ქალაქში ლევანი რამდენი თანამებრძოლთან ერთად გაჰყვას მას, მოხვდნენ რუსების დესანტის ალყაში და გმირულად შეეწირენ სამშობლოს. ლევანი იყო საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრი, პატრიოტი, გულანთებული ქართველი ვაჟკაცი. დიდება გმირებს!!!


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 10.08.2021
ბოლო რედაქტირება 13.09.2022
სულ რედაქტირებულია 5





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0