დაიბადა 1962 წლის 13 ოქტომბერს გულრიფშის რაიონის სოფ. ვარჩეში.
სამშობლოს პირველსავე დაძახებაზე უყოყმანოდ ჩადგა საომარ მოქმედებებში.
რიგითი ზარანდია დავითი ზურაბის ძე, 1992 წლის 20 სექტემბერს გაწვეული იყო გულრიფშის სამხედრო კომისარიატის მიერ და ჩარიცხული იქნა 23-ე ბრიგადის მე-5 ბატალიონის რიგებში. მეთაურების ყველა დავალებებს ასრულებდა პირნათლად. კერძოდ, მიიღო მონაწილეობა კინდღი-ტამიშის გზის გახსნაში, აძიუბჟას გაწმენდაში, აფხაზურ-ათარაში შეტევითი ბრძოლის დროს, იცავდა კოდორის ხიდს.
1993 წლის 16 სექტემბერს, ომის გაგრძელების დროს იდგა კოდორის მარჯვენა სანაპიროზე, რამოდენიმეჯერ გადავიდა სოფ. აძიუბჟაში.
. . . ჩვეულებრივი აფხაზეთის შვილი, გამორჩეული, გაზაფხულის მზესავით ნათელი ღიმილი ჰქონდა. გადამდები, მხიარული განწყობილება, ყველასათვის მიჰქონდა მისი წილი ღიმილი და ხალისიანი სიტყვა. სიცოცხლეზე უზომოდ შეყვარებული ყველას თავს ამახსოვრებდა.
სოხუმის დაცემის შემდეგ ბოლო წუთამდე იყო სოფ. ვარჩეში. 1993 წლის 30 სექტემბერს, ერთ-ერთი საომარი მოქმედებების დროს გმირულად დაიღუპა ქ. სოხუმში.
დაკრძალულია სოფ. ვარჩეში, საკუთარ ეზოში.
დიახ! თქვენ გმირები ხართ! გმირები კი არასდროს კვდებიან, მომავალ თაობების ამაყად, ლაღად მხრებგაშლილი ივლიან თქვენი გმირობით გაკვალულ გზებზე შთაგონებულები.
მსუბუქი იყო შენთვის, შენი მშობლიური, ქართული მიწა.
მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი