ქოჩქიანი რევაზი დაიბადა 1948 წელს 23 ივლისს, მესტიის რაიონის სოფელ მულახში. საშუალო სკოლა დაამთავრა გაგრის რაიონის დაბა ბზიფში. სწავლობდა ქ. ბორჯომში სამშენებლო ტექნიკუმში, გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური.
1992 წლის 5 აგვისტოდან რევაზ ქოჩქიანი ჩარიცხული იყო საქართველოს სამინისტროს სწრაფ რეაგირების კორპუსის (გვარდია) მეოთხე სპეცდანიშნულები სბატალიონის ''თეთრიარწივის'' ზევადიანი სამსახურის რიგით მსროლელად.
ქოჩქიანი მიხეილი დაიბადა 1958 წლის 21 აპრილს ქ. გაგრაში დაბა ბზიფში. სამხედრო მოვალეობა გაიარა გერმანიაში. სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ ჩააბარა და დაამთავრა ქ. თბილისში პოლიტექნიკური ნსტიტუტში. მუშაობდა ქ. გაგრაში გეოლოგად, მშენებელ-ინჟინრად.
1992 წლის 20 აგვისტოდან ჩარიცხული იყო 114-ემექანიზირებულ ბატალიონ ''ავაზას'' შემადგენლობაში, საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში.
მათ დედა გაგრაში გარდაეცვალათ, მამა და წითელმა ჯვარმა იხსნა აფხაზეთის ტყვეობიდან, გამოყვანილი იყვნენ ნაცემები და ნაწამები, რის შედეგადაც ორწელიწადში ორივე გარდაიცვალნენ.
1993 წლის 8 იანვარს ორივე ძმები რევაზი და მიხეილი ქ. გაგრაში საბრძოლო მოქმედების დროს იყვნენ დახვრეტილი (გრებეშოკში, რკინიგზისლიანდაგზე) საფლავი უცნობია.
და, შეიწირა სამშობლოს სიყვარულმა ძმები ქოჩქიანები რევაზისა და მიხეილის სიცოცხლე. განუყრელ ძმებს სიკვდილმაც ვერ დააშორა.
ძმა რევაზ ქოჩქიანი 1948-93წწ. გარდ. 45 წლის ქ. გაგრა აფხაზეთი დაბ. სოფ. მულახი მესტია სვანეთი