სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ალის ღვთისმშობლის ტაძარი (XVI-XVII სს) სოფ. ალი, ხაშური ქართლი. ალის ღვთისმშობლის ტაძარი (XVI-XVII სს) სოფ. ალი, ხაშური ქართლი. ალის ღვთისმშობლის ტაძარი (XVI-XVII სს) სოფ. ალი, ხაშური ქართლი. ალის ღვთისმშობლის ტაძარი (XVI-XVII სს) სოფ. ალი, ხაშური ქართლი. ალის ღვთისმშობლის ტაძარი (XVI-XVII სს) სოფ. ალი, ხაშური ქართლი. ალის ღვთისმშობლის ტაძარი (XVI-XVII სს) სოფ. ალი, ხაშური ქართლი.
ბმულის კოპირება



ხაშური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

365       ბეჭდვა

ალის ღვთისმშობლის ტაძარი (XVI-XVII სს) სოფ. ალი, ხაშური ქართლი.

ალის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალის ჩრდილო-დასავლეთით. დაზიანებულია — სახურავი, კედლების ნაწილი და ლავგარდანი ჩამონგრეულია. ეკლესია გუმბათოვანია (14,5X10,9 მ) ნაგებია ნატეხი ქვითა და აგურით. შესასვლელი ორი აქვს — სამხრეთითა და დასავლეთით. გუმბათი საკურთხევლის კუთხეებს და დასავლეთის ორ თავისუფლად მდგარ ბოძს ეყრდნობა. გუმბათქვეშა და დანარჩენი თაღები და კამარები ისრულია. სამი საფეხურით ამაღლებული ღრმა საკურთხევლის ნახევარწრიული აფსიდის სარკმლის გვერდებზე კვადრატული ნიშებია, ხოლო მათ ზემოთ — საიდუმლო სათავსებში ასასვლელი ხვრელები. ეს სათავსები მაღალია, გეგმით სწორკუთხა. მათ ქვეშ ასევე სწორკუთხა სამკვეთლო და სადიაკვნეა. დასავლეთის მკლავის კამარა დაკიდულ პილასტრზე გადასულ თაღზეა დაყრდნობილი. ჩრდილოეთ კედლის ნიშში სანათლავია. აფსიდის ღერძზე და სამივე მკლავში თითი სარკმელია, გუმბათის ყელში თორმეტი. ეკლესიის ინტერიერი შეთეთრებულია. ეკლესიის ცოკოლი ერთი საფეხურითაა გამოწეული. ფასადებზე კარ-სარკმლის საპირეები ამოყვანილია აგურით. სამხრეთ ფასადზე უსწორო ქვაზე მზის საათია ამოკვეთილი. აღმოსავლეთ ფასადზე მარცხენა სარკმლის ქვემოთ გამოსახულია მარტივი ჯვარი. აგურის თორმეტწახნაგა პირამიდული გუმბათის წახნაგები გაწყობილია უწყვეტი თაღედით. ეკლესიას 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია

ალის ღვთისმშობლის ეკლესია  არქიტექტურული ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალის ჩრდილო-დასავლეთით. დაზიანებულია — სახურავი, კედლების ნაწილი და ლავგარდანი ჩამონგრეულია.

ეკლესია გუმბათოვანია (14,5X10,9 მ) ნაგებია ნატეხი ქვითა და აგურით. შესასვლელი ორი აქვს — სამხრეთითა და დასავლეთით. გუმბათი საკურთხევლის კუთხეებს და დასავლეთის ორ თავისუფლად მდგარ ბოძს ეყრდნობა. გუმბათქვეშა და დანარჩენი თაღები და კამარები ისრულია. სამი საფეხურით ამაღლებული ღრმა საკურთხევლის ნახევარწრიული აფსიდის სარკმლის გვერდებზე კვადრატული ნიშებია, ხოლო მათ ზემოთ — საიდუმლო სათავსებში ასასვლელი ხვრელები. ეს სათავსები მაღალია, გეგმით სწორკუთხა. მათ ქვეშ ასევე სწორკუთხა სამკვეთლო და სადიაკვნეა. დასავლეთის მკლავის კამარა დაკიდულ პილასტრზე გადასულ თაღზეა დაყრდნობილი. ჩრდილოეთ კედლის ნიშში სანათლავია. აფსიდის ღერძზე და სამივე მკლავში თითი სარკმელია, გუმბათის ყელში თორმეტი. ეკლესიის ინტერიერი შეთეთრებულია.

ეკლესიის ცოკოლი ერთი საფეხურითაა გამოწეული. ფასადებზე კარ-სარკმლის საპირეები ამოყვანილია აგურით. სამხრეთ ფასადზე უსწორო ქვაზე მზის საათია ამოკვეთილი. აღმოსავლეთ ფასადზე მარცხენა სარკმლის ქვემოთ გამოსახულია მარტივი ჯვარი. აგურის თორმეტწახნაგა პირამიდული გუმბათის წახნაგები გაწყობილია უწყვეტი თაღედით.

ეკლესიას 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0