სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ავთანდილ სალთხუციშვილი 1958-24.10.92წწ გაგრა, აფხაზეთი  დაბ. სოფ. მარტყოფი, გარდაბანი. ავთანდილ სალთხუციშვილი 1958-24.10.92წწ გაგრა, აფხაზეთი  დაბ. სოფ. მარტყოფი, გარდაბანი. ავთანდილ სალთხუციშვილი 1958-24.10.92წწ გაგრა, აფხაზეთი  დაბ. სოფ. მარტყოფი, გარდაბანი.

1958-1992 წწ. გარდ. 34 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი სალთხუციშვილი სია

გარდაბანი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

337       ბეჭდვა

ავთანდილ სალთხუციშვილი 1958-24.10.92წწ გაგრა, აფხაზეთი დაბ. სოფ. მარტყოფი, გარდაბანი.

გლდანის მემორიალის სრული სია გადადი ლინკზე

ავთანდილ სალთხუციშვილი გარდ. აფხაზეთი  დაბ. სოფ. მარტყოფი გარდაბანი

ავთანდილ ვასილის  ძე სალთხუციშვილი (ბებერო) დაიბადა 1958 წლის  3 მაისს

გარდაბნის რაიონ სოფ. მარტყოფში...

ოჯახი მალევე დედაქალაქში  გადავიდა საცხოვრებლად. ავთანდილმა დაამთავრა თბილისის მე-10 საშ. სკოლა და სკოლის დამთავრებისთანავე სწავლა განაგრძო მანქანათმშენებლობის ტექნიკუმში.

ვასილს (სამამულო ომის ვეტერანი იყო) და ზინას სამი ვაჟი ჰყავდა,  პირველივე ტყვიის გავარდნისთანავე სამივემ ხელში  იარაღი აიღო და სამშობლოს დასაცავად წავიდნენ.

ავთანდილი და ქართლოსი მხარდამხარ იბრძოდნენ ცხინვალშიც და აფხაზეთშიც.

გაგრაში შეტაკების შემდეგ ბებერო  და მისი რაზმი, პარტიზანებად დარჩნენ.

 უკან არ დაიხიეს,   არ გამოვიდნენ.  ქართლოსი  საქართველოს მხარეს დარჩა, აქეთ იბრძოდა. 1992წლის 24 ოქტომბერს ბებერო და მისი რაზმი ფსხუსთან  იყვნენ დაბაანაკებულნი,  აფხაზებმა ღამით მოახერხეს მათი ალყაში მოქცევა.   შვიდივე ადგილზე დაიღუპა.

ადგილობრივმა მოსახლეობამ ერთი საძმო სამარე გაუთხარეს  და დაასაფლავეს შვიდივე. 

მათი დაღუპვიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ მოხერხდა გმირ მამულიშვილთა ნეშტების გადმოსვენება.   სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპილი ვაჟკაცების ცხედრები სამშობლომ ერთი  წლის შემდეგ  ჩაიკრა გულში.

ავთანდილს დარჩა მეუღლე _ ირმა კადილაშვილი-სალთხუციშვილისა და შვილი, მარეხ სალთხუციშვილი(სამწუხაროდ გასულ წელს გარდაიცვალა)

ავთანდილ სალთხუციშვილი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით 27.09.17

ბებერო

იმ ზაფხულს საშინელი სიცხე დაიჭირა. დუღდა  თბილისი, თუმცა არა მარტო სიცხის გამო, საქართველოს გული დუღდა, რადგანაც ომი  გარდაუვალი იყო...

  აფხაზეთში ვითარება ყოველ დღე მძაფრდებოდა. სახელმწიფოს მეთაურმა იმ მცირე ჯარის მზადყოფნის ბრძანება გასცა, რომელიც ახლად შექმნილ სახელმწიფოს ჰყავდა. 

 შუადრე გადასული იყო, როდესაც ოფლად გაწურული   ქართლოსი სახლში დაბრუნდა, დედას მიესალმა, წყალი დალია და  დაიბუბუნა:

- ბიჭები სად არიან დედა?

- არ ვიცი დედა გენაცვალოს,  ავთოს ვიღაცამ მოაკითხა და გარეთ გავიდა.

თემომ კი ცოლ-შვილი წაიყვანა სოფელში.

-თქვენც რატომ არ გაჰყევით დედი, რა სჯობია ახლა მარტყოფში ყოფნას.

 -  ვერ წავედი შვილო, რაღაც მოუსვენრად ვარ,  თანაც მარტო ვერ დაგტოვებთ ბიჭებო.

- დედი ჩვენ ხომ ისეც ბატალიონში ვართ, ასე ათასში ერთხელ თუ შემოვირბნეთ სახლში. 

სიტყვა შეაგება სახლში უჩუმრად შემოსულმა ავთომ.

ძმას ბეჭებზე მისალმების  ნიშნად შემოარტყა და სამზარეულოში გავიდა.

ქართლოსი აწრიალდა... წყურვილი მოიმიზეზა და ძმის კვალს გაჰყვა.

სამზარეულოში შესულმა  ავთოს უჩურჩულა:

-რა მოილაპარაკეთ ბებერო, რა გადაწყდა?

- ხვალ შუაღამისას დავიძრებით, ასი კაცი თეთრი არწივიდან, ორმოცი გვარდიიდან, ოთხმოცი დუშეთის  ბატალიონიდან და ორმოცამდე მოხალისე.

-თემოს რა მოვუხერხოთ?

-არ გამოვა მაგისი წამოსვლა ქართლოს, ღმერთმა დაიფაროს და რომ რამე მოუვიდეს, ცოდვას სად გავექცეთ, არ შეიძლება დააობლოს  ხუთი შვილი!

ძმებს შორის დიალოგი ჩუმად მიმდინარეობდა,

ამ  საუბარში იყვნენ გართულნი, როდესაც დედის ხმა მოესმათ:

-ვასილ სადა ხარ ადამიანო?

-რა ხდება ზინა? წამეძინა ცოტა ხნით.

- ვასო ამათ გაეცი პასუხი, თორემ  არ ვიცი რას ვიზამ...

-რა მოხდა ქალო აღარ იტყვი?

- რა და... ისევ ომში მიდიან. თქვა ქალმა და ტირილი აუვარდა.

-ისევ რას ნიშნავს? აქამდე როდის ვიყავით დედა?  საუბარში ჩაერია ქართლოსი.

- რას ქვია როდის იყავით, დაგავიწყდა ცხინვალში პირველი დღიდანვე რომ იბრძოდით ორივე?

- დედა, ის სამაჩაბლოს ომი იყო, ვიბრძოდით და მაინც დავკარგეთ, ახლა აფხაზეთს ვკარგავთ, სახლში მშვიდად ვერ დავჯდებით. დამტკბარი ხმით უთხრა ავთომ.

 ქალმა ერთი ამოიკვნესა და ამოილაპარაკა:

- ნეტავ ვიცოდე რა დავაშავე, სულ  რატომ უნდა მეშინოდეს, მეც მინდა მშვიდი ცხოვრება.

 კარები გაიღო და სახლში  თავდაჯერებული კაცის იერით თემური  შემოვიდა.

დედის სიტყვებს მოჰკრა ყური და რიხიანად შესძახა:

რა ხდება დედაჩემო, თუ კი ერთმა  ქართველმა  დედამ შეძლო და ცხრა ძმა ხერხეულიძე ომში გააცილა,  განა შენ ვერ შეძლებ, რომ სამი ძმა_ სალთხუციშვილი ომში გაგვაცილო?!

 - ეეჰ, ბარემ არ მინდა, მაგრამ სხვა რა ძალა მაქვს, კვიცი გვარზე ხატის შვილო, მაგრამ მამათქვენი   მტრადშობილ ფაშისტებს  ებრძოდა, თქვენ კი მტრად ქცეულ მოძმესთან  უნდა იომოთ!

 რომც დაგიშალოთ,  არ დაიშლით, მხოლოდ ისღა დამრჩენია ღმერთს ვევედრო, უვნებლად დამიბრუნოს ჩემი სამი ვაჟკაცი.

მეორე  დღეს   მშობლებმა ჭიშკრამდე მიაცილეს შვილები.

  ომის დასრულებაზე  არავინ საუბრობდა, უკვე ერთი თვე გავიდა, ძმები მხარდამხარ  იბრძოდნენ.

ერთ დღეს, თემური დავალების შესრულების დროს, ფეხში მსუბუქად  დაიჭრა, ძმებმა  იმდენი მოახერხეს სახლში _ თბილისში გამოაგზავნეს, თან პირობა დაადებინეს, ომში აღარ წამოხვალ, იქედან დაგვეხმარები საჭიროების მიხედვითო.

 ბოლო დღეებს ითვლიდა სექტემბერი, ქართული  ჯარები  ლესელიძეში თავდაუზოგავად იბრძოდნენ. ოქტომბერის დასაწყისში კი განთიადში გადაისროლეს  სალთხუციშვილების შენაერთი, იქედან მთა-მთა მოუწიათ ფსხუში გადასვლა.

განსაკუთრებით მიმზიდველია აფხაზური სოფლები ოქტომბერში.

 ეს ის დროა, როდესაც ციტრუსი მწიფს და ჰაერში  გამაბრუებელი სურნელი ტრიალებს.

სამწუხაროდ  ინალ-კუბას ახლომახლო, ციტრუსის  მაგივრად დენთის სუნი ტრიალებდა.   

  ულამაზესი მთა, ინალ-კუბა,  აფხაზი ხალხის შვიდი სიწმინდიდან ერთ-ერთია.

მთის ძირში გაშენებული სოფელი ფსხუ კი თვალს ახარებს თავისი მშვენიერებით.

მწვანე უსასრულობაში   აქა-იქ  ამოსული სოკოებივით ჩანან

კოპწია ოდები.

 ერთ დროს, სოფელი   აფხაზი ფსხუს ტომებით იყო დასახლებული,   ისინი იყვნენ იმ ბოლო ხალხთაგანი, რომლებიც რუსებმა კავკასიაში დაიპყრეს. 

იმ დღეს, ქართველ მებრძოლებს განსაკუთრებული დავალება ჰქონდათ.

ერთი რაზმი ფსხუს  შემოუვლიდა და სოფლის დასაწყისში დაბანაკდებოდა, მეორე ნაწილი მთის ძირში გამაგრდებოდა, ხოლო  მესამენი სოფეში შევიდოდნენ და მეთაურის ბრძანებას  დაელოდებოდნენ.

ასეც მოიქცნენ.   

 ბებერო ომახიანად ამხნევებდა ბიჭებს:

აბა თქვენ იცით ლომებო, ამაღამ ეს დავალება დავასრულოთ და ხვალ გეზი  გაგრის მიმართულებით ავიღოთ, შევუერთდეთ ქართულ არმიას!

იმ საღამოს საშინელი ბრძოლა გაიმართა...

სოფლის შუაგულში, უთანასწორო ბრძოლას, ქართველი  მებრძოლები შეეეწირნენ... ალყა შემოარტყმულ ჯარისკაცებს, იარაღის დაყრა არც უფიქრიათ.

   ბებერო სათითაოდ ამხნევებდა მეგობრებს და ცალ მუხლზე  დამდგარი ავტომატის ჯერით მუსრსვდა მტერს.

ბრძოლა დასრულდა...

სოფლის ცენტრში  დავითის ვარსკვლავის განლაგებით იწვა ექვსი გულგანგმირული ვაჟკაცი, ხოლო მეშვიდე,  უშიშარი  ბებერო, ბიჭების   შუაში ისევ ცალმუხლზე  მდგარი, ავტომატს დაყრდნობილი გადასულიყო მარადისობაში...

 მკვდარი ბებეროს დანახვა თავზარს სცემდა მტერს, რადგან სამშობლოს შეწირული ვაჟკაცი, სიმბოლო იყო საქართველოს   უკვდავებისა!

შორენა გორგოძე


მასალაზე იმუშავა შორენა დავითის ასული გოგრგოძე 

ითანამშრომლა ამირან ტოტიკაშვილი დ.1969წ. ოლიმპიური პრიზიორი ძიუდო დაბ. სოფ. მარტყოფი გარდაბანი ქვემო ქართლი

ითანამშრომლა ალეკო ადიკაშვილი, ვეტერანი, დაბადებულია სოფელი მარტყოფი, 14 ივნისი 1963 წელი


მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 17.08.2021
ბოლო რედაქტირება 03.03.2024
სულ რედაქტირებულია 8

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 29.06.2023
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0