სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
ბაჰრამ არიანა 1906-85წწ გარდ. 79 წლის. სპარსეთის გენერალი.  დედის მხრიდან მეფე ერეკლე II  შთამომავალი . წარმ. თელავი ბაჰრამ არიანა 1906-85წწ გარდ. 79 წლის. სპარსეთის გენერალი.  დედის მხრიდან მეფე ერეკლე II  შთამომავალი . წარმ. თელავი

1906-1985 წწ. გარდ. 79 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

თელავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

45       ბეჭდვა

ბაჰრამ არიანა 1906-85წწ გარდ. 79 წლის. სპარსეთის გენერალი. დედის მხრიდან მეფე ერეკლე II შთამომავალი . წარმ. თელავი

ბაჰრამ არიანა (17.03.1906-1985)


სრული გენერალი დაიბადა ქ. თეირანში. დედის მხრიდან მეფე ერეკლე II  შთამომავალი იყო.

მისი ნამდვილი სახელი – ჰოსეინ მოჰამედი მანუჩეჰრი თონექაბონი გახლდათ, რომელიც 1950 წელს შეიცვალა.

არიანამ საფრანგეთის სენ-სირის სამხედრო აკადემია დაამთავრა და 1955 წელს, პარიზის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორის ხარისხიც მიიღო.

როცა 1941 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს, ირანში ინგლისისა და საბჭოთა კავშირის ჯარები შეიჭრნენ, მან ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო. ბოლოს, ბრიტანელებმა დააპატიმრეს.


1964–1965 წლებში, სამხრეთ ირანში (ისპაანი, ხუზესთანი, ფარსი) წარმატებით აღკვეთა ადგილობრივი ტომების გამოსვლა შაჰის მიწის რეფორმის წინააღმდეგ. 1965-1969 წლებში გენერალი არიანა გენერალურ შტაბს ხელმძღვანელობდა. გამომდინარე იქიდან, რომ ბაჰრამ არიანა სიმპათიით იყო განწყობილი პრეისლამური ირანის ტრადიციებისადმი, შეიარაღებულ ძალებში მას არაერთი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა, რომლებმაც გაავრცელეს ხმა, რომ არიანა გეგმავდა სამხედრო გადატრიალებას შაჰის წინააღმდეგ.

1969 წელს მან იქორწინა ახალგაზრდა სორაია ასარზე, რომელსაც ახალი სახელი მიაღებინა – არიანუში.

გენერალ არიანას ნაციონალისტური შეხედულებები მეტისმეტად რადიკალური აღმოჩნდა: სურდა, „წმინდა წიგნად“, ყურანის ნაცვლად, შაჰნამე გამოეცხადებინათ.

ასევე, თვლიდა, რომ საჭირო იყო სპარსული ანბანის უარყოფა და ლათინურ დამწერლობაზე გადასვლა, რის გამოც შაჰის უშიშროების სამსახურმა „სავაქ“-მა სათანადო ზომებს მიმართა. 1971 წელს, გენერალმა, მეუღლესთან ერთად, ირანი დატოვა და პარიზში გადასახლდა.

რევოლუციის პერიოდში, ბაჰრამ არიანამ „ირანის განთავისუფლების არმია“ („აზადეგან“) ჩამოაყალიბა. ამ ორგანიზაციის წევრებს ხშირად მოიხსენიებდნენ, როგორც „ფუნდამენტალისტ მონარქისტებს“, რომლებიც ფეჰლევიანთა დინასტიის აღდგენას ცდილობდნენ. „აზადეგან“-ის მთავარი შტაბ-ბინა პარიზში მდებარეობდა და მასში გაწევრიანებულნი იყვნენ, როგორც ნაციონალისტები, ასევე, – ზომიერი მემარცხენეები და მონარქისტები.

„აზადეგან“-ის მტკიცებით, ირანში 12 ათასი მომხრე, მათ შორის, შეიარაღებულ ძალებშიც ჰყავდა. ორგანიზაციას მხარს აქტიურად შაჰის ადმირალი ქამალ ჰაბიბოლაჰი უჭერდა. მაგალითად, 1981 წლის აგვისტოში, „აზადეგან“-ის მებრძოლებმა, ჰაბიბოლაჰის ხელმძღვანელობით, რამდენიმე სამხედრო კატერი გაიტაცეს. მოგვიანებით, ორგანიზაცია ირანის უშიშროების ძალებმა ("ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი"; საიდუმლო პოლიცია "სავამა") გაანადგურა.

ბაჰრამ არიანა გარდაიცვალა პარიზში. დაკრძალულია იქვე.


Бахрам Арьяна (перс. بهرام آریانا‎; 17 марта 1906, Тегеран — 21 июля 1985, Париж), он же Хосейн Манучехри[1] — иранский генерал, начальник генштаба и командующий сухопутными войсками при правлении шаха Мохаммеда Резы Пехлеви. Обращённый зороастристнационалистический политик. Непримиримый противник Исламской революции, организатор вооружённой борьбы против шиитской теократии аятоллы Хомейни. Основатель и лидер антиисламистской и антикоммунистической организации «Азадеган».


Arteshbod Bahram Aryana (Persianبهرام آریانا‎); also spelled Bahram Ariana born Hossein Manouchehri;[3] 17 March 1906 – 21 June 1985)[4] was a top Iranian military commander during the reign of Mohammed Reza Pahlavi and a Iranian nationalist and humanist. He was also known by the moniker, the Napoleon of Iran




ითანამშრომლა მამუკა გოგიტიძე 1963წ აკადემიკოსი


ქართველი გენერლები აჭარიდან ავტორი მამუკა გოგიტიძე სრული სია




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 14.09.2021
ბოლო რედაქტირება 11.03.2023
სულ რედაქტირებულია 3





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0